ურტიკარია - ჭინჭრის ციება

ურტიკარია - ჭინჭრის ციება
ურტიკარია - ჭინჭრის ციება

  ურტიკარია კანის ალერგიული დაავადებაა, რომელიც ჩნდება წითელი ლაქების სახით და იწვევს ძლიერ ქავილს. გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. ხშირ შემთხვევაში გამონაყარი რამდენიმე საათში ქრება, თუმცა შესაძლებელია გახანგრძლივდეს ან განმეორებით იჩინოს თავი.

 

  ურტიკარია ალერგიის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა, მას ჭინჭრის ციებასაც ეძახიან რადგან კანზე გამოხატული ეფექტი ძალიან გავს ჭინჭრის ნასუსხს და ჩნდება ალერგენების მიღების შემგდომ. მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: მედიკამენტები, მცენარეები, ცხოველები, ლატექსის შემცველი პროდუქტები, მწერების ნაკბენი და საკვები. გარდა ამ გამაღიზიანებელი ფაქტორებისა ურტიკარია შეიძლება გამოიწვიოს: რუჯმა, კანზე რაიმე სახის ხანგრძლივნა ზეწოლამ, ძალიან მაღალმა ან დაბალმა ტემპერატურამ, ინფექციებმა.

 

  ურტიკარიის გამოვლენა ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე კვირის ვადაზე. 6 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული გამონაყარი ნიშნავს ქრონიკულ ფორმას.

 

გართულებული ურტიკარიის სიმპტომებია:

  • სუნთქვის გაძნელება
  • ყელის შეშუპება

 

  ჭინჭრის ციების მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა. დიაგნოსტიკა შეიძლება მრავალი სახის კვლევას საჭიროებდეს. 

გართულებების თავიდან არიდებისთვის მნიშვნელოვანია პირველადი სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართოთ ექიმს.