გულძმარვა

გულძმარვა

გულძმარვა, იგივე გასტროეზოფაგური რეფლექსი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია, რომელიც კუჭის შიგთავსის უკან, საყლაპავში დაბრუნებას ნიშნავს. 

საყლაპავსა და კუჭს შორის არის სფინქტერი - ჩამკეტი კუნთი. როდესაც ვეღარ ხერხდება სფინქტერის მოდუნება და არ იხურება კარგად, კუჭის შიგთავსი ადის საყლაპავში. ანუ ხდება მჟავე გარემოს ასვლა ტუტე გარემოში და იწყება ცვლილებები. ეს პროცესი გამოხატულია წვის და საყლაპავის მიდამოში დისკომფორტის შეგრძნებით. იშვიათად ვლინდება ღებინებაც. 

 

გულძმარვა მჟავიანობის სიმპტომების მიხედვით მარტივად ამოსაცნობი დაავადებაა, თუმცა შეიძლება ახლდეს დამატებით სხვა გართულებები, როგორებიცაა:

  • ძლიერი წვა მთლიანი საყლაპავის მიდამოში
  • ტკივილი მკერდის ძვლის უკან
  • მჟავე გემო პირის ღრუში
  • პირიდან ცუდი სუნი
  • კბილების დაზიანება
  • გახშირებული ნერწყვდენა
  • ხველა
  • გულისრევა

 

გულძმარვა შეიძლება იყოს სიმპტომი როგორც შემდეგი გასტროენტეროლოგიური დაავადებების: გასტრიტი, კუჭის წყლულოვანი დაავადება, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითი პროცესები, საყლაპავის დიაფრაგმული თიაქარი, ჰელიკო ბაქტერია. ასევე არაჯანსაღი ცხოვრების წესის, სწრაფი კვების, გამაღიზიანებელი საკვების მიღების, მედიკამენტების (ანტისპაზმური, ტკივილგამაყუჩებლები) და ორსულობის შედეგი. 

 

გართულებები რომლებიც გახშირებულმა გულძმარვამ შეიძლება გამოიწვიოს არის: საყლაპავის ეროზიები, საყლაპავის წყლული, ანთებითი პროცესები და ეზოფაგიტი, რომელიც სიმსივნის წინა მდგომარეობად მიიჩნევა.

 

პრევენციისთვის რეკომენდებულია:

  • დღის განმავლობაში საკვების მიღება მცირე ულუფებით
  • საკვების კარგად დაღეჭვა
  • ჭამის შემდგომ ერთი საათი ფიზიკურად აქტიურ ფორმაში ყოფნა
  • ჭარბი წონის შემთხვევაში - წონის შემცირება
  • გამაღიზიანებელი პროდუქტების მიღებისგან თავის შეკავება (ცხარე, მჟავე, მწვავე, ხახვი, ნიორი, ტომატიანი, ცხიმიანი, შემწვარი, ციტრუსები, პიტნა, შოკოლადი, კოფეინი, ძალიან ცხელი და ძალიან ცივი საკვები/სასმელი)
  • ალკოჰოლის და გაზიანი სასმელების მოხმარებისგან თავის არიდება
  • დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღებისგან თავშეკავება
  • მწეველობისთვის თავის დანებება
  • ძილის წინ ჭამა (დაძინებამდე 3 საათით ადრე უნდა მოხდეს საკვების მიღება)
  • მაღალი ბალიშის გამოყენება
  • არასასურველია მუცლის დატვირთვა ვარჯიშებით 
  • არ შეიძლება დახრილ მდგომარეობაში ყოფნა.

 

გახსოვდეთ, გულძმარვის სიმპტომის მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტებით. თუმცა სრულად განკურნება არ ხდება, რადგან კუჭის შიგთავსის საყლაპავში ზომიერი ამოსვლა ნორმალური პროცესია. შესაბამისად გართულების დროს მედიკამენტები მხოლოდ დროებით აგვარებენ პრობლემას და სიმპტომი კვლავ იჩენს თავს, როგორც კი მაპროვოცირებელი ფაქტორი ჩნდება. ამიტომ აუცილებელი ცხოვრების სტილის შეცვლა: ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება.