დიათეზი

დიათეზი

დიათეზი ბერძნული სიტყვაა და ,,მიდრეკილებას" ნიშნავს. 

 

ეს არის ორგანიზმის მიდრეკილება სხვადასხვა დაავადების მიმართ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ვლინდება ბავშვობის ასაკში. შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციები, რესპირატორული ინფექციები და ა.შ. დიათეზი დაავადება არ არის, ის თავს იჩენს მაშინ როდესაც ჩნდება მაპროვოცირებელი სიტუაციები. მაგალითად  კვებითი დარღვევები, კანის არასწორი მოვლა, ხშირი ინფექციური დაავადებები და სხვა.

 

არის თუ არა დაავადება გადამდები?

რადგან დიათეზი ცალკე დაავადება არ არის, შესაბამისად ის გადამდები ვერ იქნება. თუმცა დიდ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი.

 

დიათეზის დიაგნოსტიკა

დიათეზი არის კომპლექსური სიმპტომი, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე გარკვეულ ცვლილებებზე მიგვითითებს. თუმცა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი გართულებები, როგორიც არის ატოპიური დერმატიტი და კანის სხვა დაავადებები, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა. 

„კლინიკა კანში“ დიაგნოსტირება უახლესი, გერმანული წარმოების 2019 წლის fotofinder body studio-ს აპარატით ხდება. აღნიშნული მოწყობილობა, საშუალებას გვაძლევს დაავადების საწყის ეტაპზე დაისვას სრული დიაგნოზი, განისაზღვროს მისი ფორმა, მიმდინარეობა და მკურნალობის პროცესში გამოვლინდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ცვლილებები.

 

დიათეზის რისკ ჯგუფები

ხშირია კითხვა ადამიანს, რომელსაც აქვს სხვა დაავადება ხომ არ იქნება აღნიშნული დაავადების მაპროვოცირებელი? დიათეზი ყველაზე ხშირად ვლინდება ბავშვებში. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს არ აქვთ მომწიფებული ფერმენტაციული სისტემა და კანის დაცვითი ფუნქციები არ არის სრულყოფილი. ეს ყველაფერი კი არის ალერგიული რეაქციების მაპროვოცირებელი ფაქტორი.

 

ზოგადი რჩევები პროფილაქტიკისთვის.

პროფილაქტიკისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სწორი კვება. ასევე მნიშვნელოვანია კანის მოვლა, დაბანის და დატენიანების რეჟიმების დაცვა. ოთახის ტენიანობის და ტემპერატურული პირობების შენარჩუნება.