ფსორიაზი

ფსორიაზი

ფსორიაზი, კანის ქრონიკული ანთებითი ხასიათის მულტიფაქტორული დაავადებაა. ის კანზე ანთებითი ხასიათის ბალთების გამოვლენით ვითარდება. დაავადება შეიძლება მოიცავდეს მთელ სხეულს, თუმცა ფსორიაზისთვის დამახასიათებელი გამონაყარი უფრო ხშირად იდაყვების და მუხლების მომხრელ ზედაპირზე გვხვდება. ეს ფორმა ყველაზე მეტად გავრცელებულია და მას ვულგარული ფსორიაზი ეწოდება.

 

გვხვდება თუ არა ფსორიაზი ბავშვებში?

ფსორიაზი შესაძლოა გამოვლინდეს, ნებისმიერი სქესისა და ასაკის პაციენტებში. თუმცა, დაავადება ყველაზე ხშირად ვლინდება 15-30 წლის ასაკში.

 

ფსორიაზის გამომწვევი მიზეზები

დღესდღეობით ფსორიაზის პათოგენეზში, მრავალი ფაქტორია ჩართული. მისი გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ მეცნიერების კვლევის ერთ-ერთი საგანია. აღნიშნული დაავადება ყველაზე ხშირად, დაახლოებით 60-70-% მდე მემკვიდრეობითი ხასიათისაა და რაც უფრო მეტად არის დატვირთული მემკვიდრული ფაქტორი, მით უფრო დიდია შთამომავლობაში გამოვლენის ალბათობა. ფსორიაზის გამომწვევ მიზეზებში, შეიძლება გამოვავლინოთ ისეთი ტრიგერები როგორიც არის: ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოხმარება, ხშირი სტრესული ფაქტორები და სხვა.

 

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?

კლინიკა ,,კანში" ფსორიაზის დიაგნოსტირება უახლესი, გერმანული წარმოების 2019 fotofinder bodo studio-ს აპარატით ხდება. აღნიშნული მოწყობილობა, საშუალებას გვაძლევს დაავადების საწყის ეტაპზე დაისვას სრული დიაგნოზი, განისაზღვროს მისი ფორმა, მიმდინარეობა და მკურნალობის პროცესში გამოვლინდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ცვლილებები.

 

ფსორიაზის მკურნალობა 

ფსორიაზის მკურნალობა მოიცავს, როგორც შინაგან ასევე გარეგან თერაპიას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და უსაფრთხო მეთოდია ფოტოთერაპიის სხივებით მკურნალობა. ეს არის გაფილტრული 311 ნანომეტრი მზის სხივი, რომელიც მოქმედებს კანის ზედაპირულ შრეებზე და გვაძლევს სრული რემისიის საშუალებას. აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს შევამციროთ ჰორმონით ზემოქმედება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი გამოყენება შესაძლებელია 5 წლის ასაკიდან.

 

ფსორიაზთან დაკავშირებული ზოგადი რჩევები

ფსორიაზის რემისიის შენარჩუნებისთვის სასურველია გავითვალისწინოთ რიგი ფაქტორები: ეს არის კვებითი და სრულფასოვანი ძილის რეჟიმი, მოვერიდოთ მავნე ჩვევებს. ალკოჰოლს, თამბაქოს, ვეცადოთ ავირიდოთ სტრესული გარემოებები და რაც ყველაზე მთავარია მოხდეს დროული დიაგნოსტირება.