ურეაპლაზმა

ურეაპლაზმა

 

ურეაპლაზმა არის ერთ-ერთ ყველაზე პატარა ცოცხალი ორგანიზმი რომელიც წარმოადგენს ბაქტერიების ჯგუფს, ის ბინადრობს სასუნთქ გზებსა და უროგენიტალურ ტრაქტში. ურეაპლაზმა იმდენად პატარაა რომ მიკროსკოპში არ ჩანს. უვნებელია თუმცა ჭარბად გამრავლების შემთხვევაში ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანება და ინფექციის გამოწვევა შეუძლია.

ურეაპლაზმა ჩვეულებრივ გადაეცემა სქესობრივი კონტაქტის გზით. ის ორგანიზმში ხვდება საშოს ან ურეთრის გავლით. ასევე შესაძლებელია გადაეცეს დედიდან შვილს. ძალიან ხშირად ავადდებიან სექსუალურად აქტიური მოზრდები, იშვიათია ბავშვები და სქესობრივად არააქტიურ მოზრდილები.

იმ შემთხვევაში თუ ინფექცია არ გამწვავდა ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე თვეში.

 

სიმპტომები:

ურეაპლაზმური ინფექციის მქონე ადამიანების უმეტესობას სიმპტომები არ აქვთ. ეს ინფექცია შესაძლოა გახდეს ურეთრიტის მიზეზი და გამოვლინდეს შემდეგი ნიშნების სახით, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში:

  • გენიტალური გამონადენი;
  • ტკივილი და წვის შეგრძნება შარდვის დროს.

 

ურეაპლაზმა შესაძლოა გახდეს ბაქტერიული ვაგინოზის მიზეზი და სიმპტომების სახით გამოვლინდეს წყლიანი ვაგინალური გამონადენი უსიამოვნო სუნთან ერთად, ასევე გამოიწვიოს ისეთი მდგომარეობების განვითარების რისკი, როგორიცაა:

  • რესპირატორული დაავადებები ახალშობილებში;
  • თირკმლის ქვები;
  • ორსულობის პერიოდში სხვადასხვა გართულებები;
  • ნაადრევი მშობიარობა.

 

საყურადღებოა რომ ურეაპლაზმას აქვს დაავადებული მამაკაცის სპერმატოზოიდის უჯრედზე მიწებების უნარი, რაც აფერხებს მის მოძრაობას და საბოლოოდ შესაძლოა უშვილობის მიზეზიც გახდეს. 

 

დიაგნოსტიკისთვის ტარდება:

  • ენდომეტრიული და ცერვიკალური ნაცხის ანალიზი; 
  • შარდის ანალიზი; 
  • ენდომეტრიუმის ბიოფსიური კვლევა.

 

მკურნალობა შესაძლებელია კლინიკა „კანში” უახლესი სტანდარტებით, სრულიად უმტკივნეულოდ და სწრაფად!

 

კონფიდენციალურობა დაცულია და მკაცრად კონტროლდება!

 

ნებისმიერი სახის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მოგვმართეთ. კონსულტაცია უფასოა.