გენიტალური ჰერპესი

გენიტალური ჰერპესი
გენიტალური ჰერპესი

გენიტალური ჰერპესი მოსახლეობაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, რომლითაც ავადდება ორივე სქესის წარმომადგენელი. ახასიათებს კანზე და სხეულის ლორწოვან გარსებზე ბუშტუკოვანი გამონაყარი. 

 

გენიტალური ჰერპესის ტიპები

განასხვავებენ ჰერპეს ვირუსის რამდენიმე სახეობას, რომლებიც ორგანიზმში სხვადასხვა ტიპის პათოლოგიურ რეაქციებს იწვევს. გავრცელებული შტამებია „მარტივი ჰერპესის ვირუსი ტიპი-1“ (HSV-1) და „მარტივი ჰერპესის ვირუსი ტიპი-2“ (HSV-2). პირველი აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსს, ასევე შეიძლება, დააზიანოს გენიტალიუმის არეც. მეორე კი, აზიანებს სასქესო ორგანოებს და იწვევს დაავადებებს ახალშობილებში. 

 

უმრავლეს შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ლატენტურ (ფარულ) მდგომარეობაში ჰერპესი ადამიანის ორგანიზმში მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება არსებობდეს და ახდენდეს პარტნიორის დაინფიცირებას, ისე რომ თავადაც არ იცოდეს ამის შესახებ. ამიტომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი დაუცველი სექსის თუ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართოთ გამოცდილ, პროფესიონალ დერმატო-ვენეროლოგს. 

 

„მარტივი ჰერპესის ვირუსი ტიპი-1“ (HSV-1)-ით გამოწვეული ჰერპესი შესაძლოა გავრცელდეს პირის ღრუდან სასქესო ორგანოებზე, ორალური სექსის დროს.


გენიტალური ჰერპესის არჩევითი ლოკალიზაციის გამო, ქალებს უფრო ხშირად უღიზიანდებათ საშო, ბაგეები, საშვილოსნოს ყელი. ნაკლებად - შორისი, ბოქვენი, დუნდულები. გამონაყარი არაერთგვაროვანია. შეიძლება, იყოს როგორც წვრილბუშტუკოვანი, ასევე ეროზიებიც.

 

გენიტალური ჰერპესით დაინფიცირება

დაინფიცირება ხდება ვირუსის მატარებელ პირთან ვაგინალური, ანალური ან/და ორალური სქესობრივი აქტის დროს. ჰერპესული ვირუსის გადაცემის გზებს ასევე განეკუთვნება ჰერპესული წყლული, ნერწყვი (თუ კი პარტნიორი პირის ღრუს ჰერპესით არის დაავადებული) გენიტალური გამონადენი (პარტნიორის გენიტალური ინფექციის შემთხვევაში).

 

ჰერპესი არ გადაეცემა: საერთო ტუალეტის ან აბაზანის გამოყენებით, კარის სახელურით, საცურაო აუზებით, საერთო ტანსაცმლის და ნივთების ტარებით.

გენიტალურ ჰერპესზე მკურნალობა შესაძლებელია.

 

საერთაშორისო მულტიპროფილურ კლინიკა „კანში“ ვენერული დაავადებების მკურნალობა ხდება უახლესი სტანდარტებით, სრულიად უმტკივნეულოდ და სწრაფად!