დიაბეტური ტერფი

დიაბეტური ტერფი

ტერფის პათოლოგიებს შორის, საკმაოდ დიდი ადგილი, შაქრიანი დიაბეტით გამოწვეულ ტერფის პათოლოგიებს უჭირავს. გართულებებს შორის საკმაოდ ხშირია დიაბეტური ტერფის სინდრომი. 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დიაბეტური ტერფი არის ინფექცია, წყლული, ასევე ქსოვილებზე ღრმა დესტრუქციული ცვლილებები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ქვემო კიდურების სისხლძარღვების დაზიანებით, სისხლის მიმოქცევის მოშლითა და ნეიროპათიული მდგომარეობით.

 

დიაბეტური ტერფის ტიპები

დიაბეტური ტერფი რამდენიმე ფორმით კლასიფიცირდება: 

  • ანგიოპათიური, რომელიც სისხლის მიმოქცევის დარღვევით, სისხლძარღვოვანი პრობლემით, არის გამოწვეული; 
  • ნეიროპათიული, რომელიც ნერვული დაბოლოების დაქვეითების შედეგად ვითარდება;
  • შერეული ანუ კომბინირებული, ნეიროიშემიური ფორმა, რომელიც ორივე პრობლემას ერთად მოიცავს.

 

რა იწვევს დიაბეტური ტერფის განვითარებას?

დიაბეტური წყლულის განვითარებასთან მრავალი ფაქტორი არის დაკავშირებული. კვლევების თანახმად შემთხვევების 80-90%-ის გამომწვევი მიზეზი არის არასწორად მორგებული ფეხსაცმელი, რომელიც მუდმივად ატრავმირებს კანს. თავდაპირველად შესაძლოა წარმოიქმნას ნაკაწრი, რომელსაც პაციენტი ვერ ამჩნევს. შემდგომ ეს ნაკაწრი გადაიქცევა საკმაოდ ღრმა ჭრილობად და წარმოქმნის წყლულს. დაავადების გაჩენას ჰიპერგლიკემიის ხშირი ეპიზოდები უწყობს ხელს, რაც ქვემო კიდურებზე დაქვეითებულ მგრძნობელობას გულისხმობს.

 

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

კლინიკა „კანში“ დიაბეტური ტერფის დიაგნოსტიკა ტარდება ინოვაციური, გერმანული Fotofinder Body Studios აპარატის მეშვეობით. უახლესი ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ კანის ღრმა შრეები, დავგეგმოთ ეფექტური მკურნალობა და დინამიკაში შევძლოთ დადებითი ცვლილებების კონტროლი.

 

დიაბეტური ტერფის მკურნალობა

დიაბეტური ტერფის სამკურნალოდ ვიყენებთ: 

  • გერმანულ აპარატს, რომლის მეშვეობითაც დაზიანებულ არეალს ნეკროზული ქსოვილებისგან ვათავისუფლებთ;
  • ევროპის პოდოლოგთა ასოციაციის მიერ აღიარებულ სამკურნალო ჰიდრო გელებს და პლასტირებს.

მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს და საუკეთესო შედეგს გვაძლევს.