კოჟრი

კოჟრი

კოჟრი კანის გარქოვანებული უბანია, რომელიც ხანგრძლივი სრესის ან მუდმივი ზეწოლის შედეგად ჩნდება. განასხვავებენ მშრალ და სველ კოჟრებს. მშრალი კოჟრი  ეპითელური შრის უჯრედების კვდომისა და მის ადგილზე შემაერთებელი ქსოვილის განვითარების გამო გამაგრებული ზედაპირია, სველი კოჟრი კი სითხით სავსე ბუშტუკი. ლიმფა კანის დაზიანებული შრის ქვეშ გროვდება. წარმოქმნილი ბუშტი ბალიშივით იცავს კანის ქვედა შრეებს შემდგომი ტრავმირებისგან.

 

კოჟრების მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

  • მოჭერილი ფეხსაცმელი 
  • წინდის გარეშე ფეხსაცმლის ტარება 
  • სახსრების დეფორმაცია 
  • სიმსუქნე 
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სხვა. 

 

კოჟრს აქვს ჰიპერკერატოზური ცენტრი, რომელიც გარშემორტყმულია ანთებადი კანით. როგორც წესი, აღნიშნული დაავადება საკმაოდ მტკივნეულია, განსაკუთრებით ზეწოლისას. 

 

კოჟრების მკურნალობა

დაზიანების გაჩენისთანავე მნიშვნელოვანია მიმართოთ კვალიფიციურ ექიმს. თვითნებური მკურნალობა და მჟავის შემცველი კოჟრის პლასტირების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ამან შესაძლოა ადგილობრივად ანთებითი პროცესი განავითაროს. 

 

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა. კოჟრის მკურნალობა შესაძლებელია პოდოლოგიური დამუშავებით და საჭიროების შემთხვევაში კრიოდესტრუქციის მეთოდით მოყინვით.

 

კლინიკა „კანში“ უახლესი ევროპული სტანდარტებით, ევროპის პოდოლოგთა ასოციაციის მიერ აღიარებული მეთოდებითა და სამკურნალო მასალებით ხდება მკურნალობა.