ონიქომიკოზი

ონიქომიკოზი

ონიქომიკოზი სოკოვანი დაავადებაა რომელიც უმეტესად ჩნდება ფეხის ფრჩხილებზე, თუმცა ქუსლებისა და თითების დაზიანებაც შეუძლია. 

 

რა იწვევს ონიქომიკოზს?

დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც შინაგანი ასევე გარეგანი ფაქტორები. 

 

შინაგან ფაქტორებს განეკუთვნება:

  • რამდენიმე სახის სოკო;
  • ორგანიზმის იმუნიტეტის შესუსტება;
  • ენდოკრინული პათოლოგიები;
  • ქრონიკული ინფექციები.

 

გარეგანი ფაქტორებიდან აღსანიშნავია:

  • მცირე ზომის ტრავმები;
  • ჰიგიენის ნორმების დარღვევა;
  • მომატებული ოფლიანობა;
  • ფეხების სიმშრალე;
  • პედიკიურის არასტერილური იარაღების გამოყენება.

 

კლინიკური სურათი

სოკოვანი ინფექციის ზემოქმედებით, პირველ რიგში, იცვლება ფრჩხილის ფერი. იღებს მოთეთრო, მოყვითალო ან ნაცრისფერ შეფერილობას. შესაძლოა დაერთოს  თითებს შორის კანის სიწითლე და ქავილი. ფრჩხილის რქოვანი გარსი ფხვიერდება და იფცქვნება. დაავადების გამო ფეხის ფრჩხილები სქელდება, ხდება მტვრევადი, ქმნის დისკომფორტს და ტკივილს ფეხსაცმლის ტარებისას.

 

ონიქომიკოზის მკურნალობა

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა. დაავადების უყურადღებოდ დატოვება იწვევს სოკოს გამრავლებას და ესთეტიკური ფორმის დამახინჯებას. 

 

კლინიკა “კანში“ მკურნალობა, ევროპული სტანდარტებით, ევროპის პოდოლოგთა ასოციაციის მიერ აღიარებული მეთოდითა და სამკურნალო მასალებით მიმდინარეობს. 

აღნიშნული მეთოდით მკურნალობის ერთ-ერთ მთავარ რგოლს წარმოადგენს ფრჩხილების პოდოლოგიური დამუშავება და ამასთან ერთად ადგილობრივი ანტიმიკოზური საშუალებების გამოყენება. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.