ცისტიტი

ცისტიტი

ცისტიტი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა. ამ დროს შარდის ბუშტის კედლის უმთავრესად კი მისი ლორწოვანის ინფექციურ-ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. დაავადება შესაძლოა განვითარდეს ყველა ასაკში და ორივე სქესის წარმომადგენლებში. თუმცა აღსანიშნავია რომ ქალები ცისტიტით უფრო ხშირად ავადობენ გამოწვეული მათი ანატომიური აგებულებიდან. საშარდე მილი (ურეთრა) ქალებში მოკლე და ფართეა, რაც საშოდან და სწორი ნაწლავიდან ინფექციების შარდის ბუშტში მოხვედრას აიოლებს.

 

ცისტიტის ძირითადი გამომწვევია გრამ-უარყოფითი, ბაქტერია - ნაწლავის ჩხირი. დაავადება შესაძლებელია მწვავე და ქრონიკული ფორმით წარიმართოს. მწვავე ცისტიტი ხშირად უვითარდება სრულიად ჯანმრთელ ადამიანს. ქრონიკულია ცისტიტი, როდესაც დაავადება წელიწადში 2-3 ჯერ იჩენს თავს.

 

დაავადების სიმპტომებია:

  • ხშირი შარდვა
  • შარდვის დროს წვა და ტკივილი
  • შარდვის გაძნელება
  • მტკივნეული შარდვა
  • მუცლის ქვემოთ ყრუ ტკივილი
  • შარდსადინარის შეკუმშვის შეგრძნება
  • მოშარდვის შემდეგ სისხლის წვეთების გამოყოფა

 

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გაჩენისთანავე, აუცილებელია მიმართოთ ექიმს და დაიწყოთ სერიოზული მკურნალობა. დაუშვებელია თვითმკურნალობა. მწვავე ცისტიტი შესაძლოა გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში და დიდხანს გაგყვეთ, რაც გამოიწვევს დისკომფორტს, სტრესს და უსიამოვნოდ აისახება თქვენს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. 

 

ცისტიტის დიაგნოსტიკის დროს ხდება: 

  • კლინიკური სიმპტომების შეფასება;
  • შარდის საერთო და ბაქტერიოლოგიური ანალიზი;
  • შარდის ბუშტის და თირკმელების ექოსკოპია.

დაავადების მკურნალობის დროს საჭიროა გამომწვევი ბაქტერიების მგრძნობელობის მიხედვით შერჩეული ანტიბიოტიკების მიღება. მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია მედიკამენტოზური და არამედიკამენტოზური პროფილაქტიკა (ცხოვრების ჯანსაღი წესი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება). მნიშვნელოვანია კვებითი რაციონის დაცვა. ამოღებული უნდა იქნეს ცხარე, გამაღიზიანებელი საკვები, ალკოჰოლი და გაზიანი სასმელები.

 

არასრული მკურნალობა იწვევს დაავადების რამდენჯერმე გამეორებას.