გინეკოლოგია

გინეკოლოგია

გინეკოლოგია მედიცინის ერთ-ერთი კომპლექსური მიმართულებაა, რომელიც ქალის სქესობრივი ჯანმრთელობის ანატომიურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებს შეისწავლის. გინეკოლოგი კი ის ადამიანია, რომელიც პაციენტს ამ ტიპის დაავადებების დამარცხებაში ეხმარება.
 

კლინიკა “კანის” გინეკოლოგიური ცენტრი როგორც ამბულატორიულ, ისე ლაბორატორიულ და რადიოლოგიურ მომსახურებას მოიცავს. 
მულტიპროფილური კლინიკა კანი გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

 

  • გინეკოლოგთან კონსულტაცია;
  • საშვილოსნოს ყელის დიაგნოსტიკა;
  • კოლპოსკოპია;
  • პაპ ტესტი;
  • ლაბორატორიული კვლევები;
  • ჰორმონალური სპექტრის განსაზღვრა;
  • ექოსკოპია

რა სახის დაავადებებს მკურნალობს გინეკოლოგი? 

გინეკოლოგის ერთ-ერთი პასუხისმგებლობაა ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა:

პოლიკისტოზი - პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომის მიმდინარეობის დროს საკვერცხეები სითხით სავსე პატარა სითხურ ჩანართებს - კისტებს ავითარებს. ისინი საკვერცხეების ნორმალურ ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას და მენსტრუალური ციკლის თანმიმდევრულობას არღვევს. დაავადების ძირითადი სიმპტომებია არარეგულარული ციკლი და ორგანიზმში ანდროგენების ჭარბი რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, ჭარბთმიანობას, წონაში მატებასა და აკნეს იწვევს. ამასთან ერთად, ოვულაციასთან დაკავშირებული პრობლემებითა და გადიდებული საკვერცხეებით ხასიათდება.


ენდომეტრიოზი - დაავადება მაშინ ვითარდება, როცა საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მსგავსი ქსოვილი - ენდომეტრიუმი - საშვილოსნოს გარეთ ვითარდება. ეს ქსოვილი საკვერცხეებზე, ფალოპის მილებსა და მენჯის სხვა ორგანოებზე გვხვდება. ამ კერებში, ფაქტობრივად, ისეთივე ცვლილებები მიმდინარეობს, როგორიც საშვილოსნოს ლორწოვან გარსში. თუ ენდომეტრიოზი შარდის ბუშტს ან სწორ ნაწლავს მოიცავს, ხშირია შარდვისა და დეფეკაციის დროს ტკივილი.


ამ სიმპტომებთან ერთად, ენდომეტრიოზით დაავადებული ადამიანისთვის ვაგინალური პენეტრაცია უჩვეულოდ მტკივნეულია, მენსტრუალური ციკლი კი - არარეგულარული.
იქედან გამომდინარე, რომ ენდომეტრიოზი პაციენტის ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, გინეკოლოგია მას ქალების ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს.


არარეგულარული მენსტრუაცია - ციკლი შესაძლოა არარეგულარულად ჩაითვალოს თუ პერიოდებს შორის ხანგრძლივობა 21 დღეზე ნაკლებია, მუდმივად იცვლება ან 35 დღეზე მეტია.


ასე მიმდინარე მენსტრუალური ციკლი ჰორმონალური დისბალანსის, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების, სტრესისა და წონის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ყველაფერთან ერთად, ის ართულებს ოვულაციის პროგნოზირებასაც, ეს კი მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის ქალებს, რომლებსაც ორსულობა აქვთ დაგეგმილი.


ფიზიკური ჯანმრთელობის პარალელურად, საფრთხე მენტალურ ჯანმრთელობასაც ექმნება - ქალები განწყობის ხშირი ცვლილებისა და გაღიზიანების მიმართ უფრო მოწყვლადები ხდებიან.


არარეგულარული ციკლი ენდომეტრიუმის გასქელების რისკს ზრდის, რამაც, თავის მხრივ, სიმსივნის განვითარებასაც შეიძლება შეუწყოს ხელი.


კვლევები კლინიკა “კანში” საუკეთესო სპეციალისტების დახმარებით შეგიძლიათ ჩაიტაროთ, რომლებიც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას აბსოლუტური სიზუსტით შეაფასებენ. გინეკოლოგიური ანალიზები ერთმანეთისგან სპეციფიკით მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამიტომ, გინეკოლოგის რეკომენდაციები მკურნალობის სწორად წარმართვისთვის აუცილებლად უნდა დაიცვათ.
 

ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები

ბაქტერიული ვაგინოზი - დაავადება, რომლის დროსაც საშოში გარკვეული ტიპის ბაქტერიების ჭარბი რაოდენობა ფიქსირდება. მისი დიაგნოსტირებისთვის გინეკოლოგი საშოს ნაცხის ანალიზს აკეთებს. ვაგინოზი ზრდის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების განვითარების რისკსაც. 
 

სოკოვანი ინფექციები - დაავადების ძირითადი სიმპტომებია გამონაყარი, ქავილი, წვა და თეთრი ფერის გამონადენი. დიაგნოზის დასასმელად ვაგინალური მიკროფლორის კვლევა ტარდება.


ასეთი ტიპის დაავადებების ეფექტურად სამკურნალოდ მნიშვნელოვანია საუკეთესო მულტიპროფილური კლინიკის შერჩევა. 
კლინიკა “კანი” მაღალკვალიფიციური სამედიცინო სპეციალისტებისა და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე.


გინეკოლოგია და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

გინეკოლოგია შეისწავლის სქესობრივად გადამდები დაავადებების მიმდინარეობასა და გავლენას ადამიანის ცხოვრების ხარისხზე:


პაპილომა ვირუსი - პაპილომა ვირუსი (HPV) გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც შეუძლია როგორც ქალების, ასევე კაცების ჯანმრთელობაზე მოახდინოს გავლენა. 


უყურადღებოდ დატოვებული პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზია. დღესდღეობით საქართველოში ქალებს პაპილომა ვირუსის ვაქცინით სარგებლობა ქვეყნის ყველა პოლიკლინიკაში შეუძლიათ. დაავადების დიაგნოსტირება ე.წ. პაპ ტესტის გამოყენებით ხდება. მისი მთავარი სიმპტომი კი გენიტალური მეჭეჭებია. 
 

გენიტალური ჰერპესი - დაავადებას ახასიათებს ქავილის, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება ვაგინალურ ან/და ანალურ მიდამოში. ხშირია ცხელება და გრიპის მსგავსი სხვა სიმპტომებიც. გენიტალურ ჰერპესს ახასიათებს შეშუპებული ჯირკვლები, ტკივილი ფეხებში, საჯდომის არესა და საშოში, ცვლილება გამონადენის სტრუქტურასა და ფერში, თავის ტკივილი და გართულებული შარდვა. თუ გენიტალურ ჰერპესზე გაქვთ ეჭვი, კლინიკა “კანი” საშუალებას გაძლევთ გინეკოლოგიური კვლევები საუკეთესო ფასად ჩაიტაროთ. 
 

ქლამიდია - დაავადება, რომელსაც შარდვისას წვა და ვაგინალური პენეტრაციისას ძლიერი ტკივილი ახასიათებს. პაციენტებში ასევე ხშირია ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მოყვითალო გამონადენი საშოდან და სისხლდენა მენსტრუალურ ციკლებს შორის. 
 

გონორეა - დაავადებას ახასიათებს უჩვეულო ვაგინალური გამონადენი, რომელიც ხშირად თხელი, წყლიანი, მწვანე ან ყვითელია. სიმპტომებს თან ახლავს წვისა და ტკივილის შეგრძნება შარდვის დროს.
 

ჩამოთვლილ დაავადებებთან ერთად, გინეკოლოგი მრავალი სხვა ტიპის სქესობრივად გადამდები დაავადების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზეა სპეციალიზებული.


მეან-გინეკოლოგია და ორსულობასთან დაკავშირებული საკითხები

მეან-გინეკოლოგია ორსულობაზე, მშობიარობასა და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე სპეციალიზებული სამედიცინო სფეროა. მეან-გინეკოლოგი თავდაპირველად პაციენტის ჯანმრთელობას შეისწავლის, ატარებს ულტრაბგერით კვლევასა და სხვა სამედიცინო შემოწმებებს საშვილოსნოს ზოგადი მდგომარეობის შესამოწმებლად. 
 

ორსულობის პერიოდში მას ნაყოფის განვითარების კონტროლი ევალება, რისკის შემცველი ფეხმძიმობის შემთხვევაში კი რისკ-ფაქტორების მართვა. 
 

მეან გინეკოლოგები მშობიარობისას ტკივილის მართვის პროცესს ხელმძღვანელობენ და საჭიროების შემთხვევაში, უძღვებიან საკეისრო კვეთასაც.
 

მშობიარობის შემდეგ ისინი როგორც დედის, ისე ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს უზრუნველყოფენ. 
საბოლოო ჯამში, მეან-გინეკოლოგი პაციენტისთვის როგორც ორსულობის, ისე პოსტსამშობიარო  პერიოდის გამარტივებაზე ზრუნავს.
გინეკოლოგია კლინიკა “კანში”
იმისთვის, რომ არსებული დაავადება მარტივად დაამარცხოთ, აუცილებელია კარგი გინეკოლოგი შეარჩიოთ. მრავალპროფილური კლინიკა “კანი” მომხმარებელს მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სადიაგნოსტიკო მეთოდებით ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

ჩვენს კლინიკაში დაგხვდებიან ცნობილი გინეკოლოგები, რომლებიც დაავადებების დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასა და შემდგომ პრევენციასთან დაკავშირებულ პროცესს ეფექტურად წარმართავენ. კლინიკა მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას იყენებს, რაც პაციენტზე განსაკუთრებულ ზრუნვას გულისხმობს. 

საშვილოსნოს ყელის დიაგნოსტიკა, ულტრათანამედროვე, EDAN-ის ფირმის კოლპოსკოპიის აპარატით, ამიერკავკასიაში მხოლოდ კლინიკა კანის თბილისის ფილიალში ტარდება.

 

გინეკოლოგია კლინიკა “კანში”

იმისთვის, რომ არსებული დაავადება მარტივად დაამარცხოთ, აუცილებელია კარგი გინეკოლოგი შეარჩიოთ. მრავალპროფილური კლინიკა “კანი” პაციენტებს მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სადიაგნოსტიკო მეთოდებით ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

 

კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მოწვეული და ადგილობრივი სამედიცინო პერსონალით, რომლებიც თქვენს საჭიროებებს განსაკუთრებული ყურადღებითა და ემპათიით მიუდგებიან. ჩვენს კლინიკაში დაგხვდებიან ცნობილი გინეკოლოგები, რომლებიც მკურნალობის პროცესს ეფექტურად გაუძღვებიან. კლინიკა მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას იყენებს, რაც პაციენტზე განსაკუთრებულ ზრუნვას გულისხმობს. 


მაღალი ხარისხის მომსახურება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სწორედ ისაა, რაც სამედიცინო სფეროში ახალი სტანდარტების დანერგვაში გვეხმარება. 

სხვა სერვისები