ბლოგი

ვაკანსიები
11 ივნ., 2024

ვაკანსიები

მულტიპროფილური კლინიკა "კანი" აცხადებს შერჩევას პოდოლოგის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი, სააკაძის დაღმართი N11 / ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. N94

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი (შესაბამისი განათლების დამადასტურებელი მოწმობა);
** სავალდებულოა ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, დიაგნოსტირება და პოდოლოგიური მკურნალობა;
** კლინიკაში არსებული გაიდლაინების გათვალისწინებით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება და გაცემა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა
** პაციენტებისადმი ეთიკური, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება 

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kani.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “პოდოლოგია”.

სრულად ნახვა
ვაკანსია

ვაკანსია

მულტიპროფილური კლინიკა "კანი" აცხადებს შერჩევას ექიმი დერმატო-ვენეროლოგის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი, სააკაძის დაღმართი N11 / ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. N94

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი (შესაბამისი განათლების დამადასტურებელი მოწმობა);
** სასურველია აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის მიღება, დიაგნოსტირება და ანამნეზის შეკრება;
** კლინიკაში არსებული გაიდლაინების გათვალისწინებით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება და გაცემა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა
** პაციენტებისადმი ეთიკური, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kani.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ექიმი დერმატო-ვენეროლოგი.”

** ვაკანტურ პოზიციაზე განიხილებიან ახალგაზრდა ექიმები და რეზიდენტები.

კანის კიბო - მითები და რეალობა

კანის კიბო - მითები და რეალობა

კანის კიბო სიმსივნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მსოფლიოში ამ დაავადების სხვადასხვა სირთულით ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ავადდება. მიუხედავად გავრცელების ასეთი ფართო მასშტაბისა, მის ირგვლივ ჯერ კიდევ არსებობს მრავალი მითი და მცდარი წარმოდგენა. 


ამ სტატიაში მოგიყვებით ყველაზე გავრცელებული მითების შესახებ და გაგაცნობთ რეალობას.

 

მითი 1: კანის კიბო მხოლოდ ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს ემართებათ.

რეალობა - მიუხედავად იმისა, რომ ღია ფერის კანის მქონე ადამიანები მეტად მგრძნობიარეები არიან, კანის კიბო ნებისმიერს შეიძლება განუვითარდეს. დიდ გავლენას ახდენს გამაღიზიანებელი ფაქტორები და გენეტიკური წინასწარგანწყობა.

 

მითი 2: კანის კიბო ვითარდება მხოლოდ იმ უბნებზე, რომლებიც ხშირად ხვდება მზეზე.

რეალობა - კანის კიბო შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, იმ ადგილებშიც კი, რომლებიც მზეზე საერთოდ არ ხვდება, მაგალითად, კეფა, ტერფის ქვედა საფარველი და პირის ღრუც კი. ამიტომ მნიშვნელოვანია სპეციალისტთან კონსულტაციისას შეიმოწმოთ ყველა საეჭვო ხალი ან ლაქა და არა მხოლოდ მზისგან დაუცველი უბნები.

 

მითი 3. რუჯი კარგი ჯანმრთელობის ნიშანია.

რეალობა - სინამდვილეში რუჯი კანის დაზიანების ნიშანია. როდესაც კანი ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ არის, ის გამოიმუშავებს მეტ მელანინს, რათა დაიცვას თავი. ეს იწვევს კანის გამუქებას და თავისთავად წარმოიქმნება რუჯი. უკვე არსებული რუჯი არ უზრუნველყოფს კანის დაცვას. ამიტომ მზის ქვეშ ყოფნისას აუცილებელია კანი დაიცვათ ძლიერი, SPF-ის შემცველი საცხებით და რაც მთავარია, მოერიდოთ სოლარიუმებს.

 

მითი 4 - მზისგან დამცავი საცხების გამოყენება მხოლოდ მზიან დღეებში გვჭირდება.

რეალობა - ულტრაიისფერი გამოსხივება მოღრუბლულ დღეებშიც დამაზიანებელია, რადგან თავისუფლად აღწევს ღრუბლებში. ამიტომ დამცავი კრემების გამოყენება აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია, ვატაროთ სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები, როგორებიცაა: ქუდები, გრძელმკლავიანი მაისურები, ქოლგა და მზის პიკის საათებში შევეფაროთ ჩრდილს.  

 

მითი 5. კანის კიბო ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის. 

რეალობა - კანის კიბოს შეუძლია სერიოზულ მდგომარეობას მიაღწიოს, გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე, გადავიდეს ორგანოებზე და გახდეს სიცოცხლისთვის საშიში. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა საეჭვო ხალი ან ლაქა შემოწმდეს დერმატოლოგის მიერ.

 

იზრუნეთ ახლობელ ადამიანებზე, გაუზიარეთ ეს ინფორმაცია და დაიცავით თავი რისკებისგან. გახსოვდეთ კანის კიბოს ადრეული გამოვლენა და მკურნალობის დაწყება მნიშვნელოვნად ამცირებს არასასურველი შედეგების დადგომას. პრევენცია შესაძლებელია.

საფრთხეს ნუ შეუქმნით საკუთარ ჯანმრთელობას. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები და პერიოდულად ჩაიტარეთ დიაგნოსტიკა. პროფილაქტიკისთვის მიმართეთ სპეციალიზებულ კლინიკებს.


უახლესი მიღწევების მქონე, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ტექნოლოგიები და მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი კლინიკა „კანის“ უპირატესობებს წარმოადგენს.


კანზე ზრუნვის დროა!
 

თმის გადანერგვის მეთოდები

თმის გადანერგვის მეთოდები

თმა ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის სიმბოლოა, შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად მისი დაკარგვა მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის თავდაჯერებულობასა და ცხოვრების  ხარისხზე. 

 

თმის ცვენის მკურნალობა საკმაოდ კომპლექსური პროცესია. პრობლემის მედიკამენტოზური გზით მკურნალობა შესაძლოა პაციენტისთვის სასურველი შედეგის მომტანი არ აღმოჩნდეს. ამის გამო პაციენტები უფრო და უფრო ხშირად ინტერესდებიან თმის გადანერგვის პროცედურით.

 

დღესდღეობით ტექნოლოგიურმა განვითარებამ თმის გადანერგვა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური გახადა. მსოფლიო ბაზარზე მრავალი მიდგომა არსებობს, თუმცა მათგან ყველაზე პოპულარული DHI და FUE მეთოდებია. მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებისა, ორივე ტიპის გადანერგვის პროცესი თმის ერთი არედან მეორე ზონაში გადატანის პრინციპს ეყრდნობა. 

 

მრავალპროფილური კლინიკა “კანი” მომხმარებელს გადანერგვის უმტკივნეულო, სწრაფ და ეფექტურ სერვისს სთავაზობს. პაციენტის კონსულტაციისას FotoFinder-ის აპარატურას ვიყენებთ, რომელიც ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი და მაღალი გარჩევადობით ხასიათდება. ის თმის ღერის სტრუქტურის შესასწავლად და სხეულის მთლიანი რუკის შესადგენად გამოიყენება. ამასთან ერთად, მას ესთეტიკურ დერმატოლოგიაში იყენებენ. 

 

თმის ცვენის გავლენა ადამიანის თვითშეფასებაზე

თმა ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ მიიჩნევა, მისი დაკარგვა კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის თავდაჯერებულობასა და ცხოვრების ხარისხზე. 

თმის ცვენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს შფოთვის სიმპტომების გაჩენასთან. ხშირად ადამიანები თავს არიდებენ სოციალურ ინტერაქციას და საკუთარ თავს იზოლაციაში აქცევენ. ეს კი, თავის მხრივ, აზიანებს მათ ურთიერთობას მეგობრებთან, პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან. 

 

ტრადიციული DHI მეთოდი

DHI (Direct Hair Implantation) გადანერგვის მეთოდია, რომელის დროსაც სადონორო არედან თმის ფოლიკულს სათითაოდ იღებენ და მიმღებ არეში პირდაპირ ათავსებენ. პროცედურა მიმდინარეობს Choi-ს სპეციალიზებული კალმით.

 

აღსანიშნავია, რომ choi-ს სპეციალური კალმით ხდება  ორი პროცედურის გაერთიანება. პირველი, მიკრო ხვრელის ფორმირება,  ანუ ახალი არხის გახსნა და მეორე ფოლიკულური ჯგუფის ჩასმა . ეს პროცესი გაერთიანებულია და ერთდროულად ხდება.

 

ეს ტექნიკა ქირურგს საშუალებას აძლევს სკალპის გამელოტებულ არეში ზუსტად განათავსოს გრაფტი. მეთოდი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც თმის აღდგენა ნაწიბურებისა და ტრავმის გარეშე სურს.

 

DHI გადანერგვისას პაციენტს არ სჭირდება თავის გადაპარსვა. პროცედურა არის უსაფრთხო და უმტკივნეულო, არ ტოვებს დონორ არეში ნაიარევებსა და ნაწიბურებს. 

ეს მეთოდი ნაკლებად ტრავმულად მიიჩნევა, რადგან თმის ფოლიკულს მყისიერად  ათავსებენ მიმღებ არეში, ეს კი ღერის სიცოცხლისუნარიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. 

 

აღსანიშნავია, რომ გადანერგვის DHI მეთოდი კლინიკა “კანშიც” არის დანერგილი. ეფექტურად ჩატარებული პროცედურა ძველებურ თავდაჯერებულობასა და ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ.

 

თმის გადანერგვის FUE მეთოდი

თმის გადანერგვის უახლოესი მეთოდი - FUE (Follicular Unit Extraction) - სადონორო არედან ფოლიკულების ინდივიდუალურ ამოღებასა და მის სასურველ არეში გადატანას გულისხმობს. 

 

იმისთვის, რომ სასურველ ზონაში გრაფტები განთავსდეს, გამელოტებულ ნაწილში ახალი არხი იხსნება და მიკრო ხვრელი ფორმირდება. ამ მინიმალურად ინვაზიურ პროცედურას საკმაოდ დიდი სივრცის დაფარვა შეუძლია. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ძლიერი ცვენის სამკურნალოდ. 

 

როგორ შევარჩიოთ თმის გადანერგვის მეთოდი?

თმის გადანერგვის მეთოდების შერჩევისას საჭიროა გათვალისწინებული იქნას რიგი ფაქტორები, კერძოდ, ცვენის ტიპი და გამომწვევი მიზეზი, პაციენტის სქესი, თმის სიგრძე და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებმაც შეიძლება პროცედურაზე გავლენა მოახდინოს. 

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მეთოდის  შერჩევამდე საჭიროა პროფესიონალ ტრიქოლოგთან კონსულტაცია, რომელიც თმის გადანერგვის ეფექტური მეთოდის შერჩევაში დაგეხმარებათ. 

 

კაცებში ანდროგენული თმის ცვენისას, შეთხელების პროცესი შუბლის ხაზიდან, ე.წ. წინა სამკუთხედებიდან იწყება და ასევე გვირგვინის არედანაც  შეიძლება დაიწყოს.  ამ დროს სწორედ ფოლიკულური ერთეულის ექსტრაქციაა პოპულარული გამოსავალი. 

 

ქალებში კი ხშირია დიფუზური თმის ცვენა. ასეთი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა კი თმის პირდაპირი იმპლანტაციაა (DHI).

 

ქალ პაციენტებში ხშირად გამოიყენება გრძელი თმის გადანერგვა. ამ მეთოდის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტს პროცედურის დასრულებისთანავე შეუძლია დაინახოს შედეგი და წინასწარ განსაზღვროს თმის სიხშირე დამაკმაყოფილებელია თუ არა მისთვის. 

 

გრძელი თმის გადანერგვის მთავარი უპირატესობა შედარებით შეუმჩნეველი და უმტკივნეულო პოსტოპერაციული პერიოდია, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია დატვირთული რეჟიმის მქონე ადამიანებისთვის. 

 

თმის გადანერგვა საქართველოში 

თმის გადანერგვა ქართულ ბაზარზე 2000-იან წლებში გახდა ხელმისაწვდომი, სერვისს კი მალევე გამოუჩნდა მომხმარებელი. დღესდღეობით ამ მიმართულებით სპეციალიზებული რამდენიმე  კლინიკა არსებობს. ისინი მომხმარებელს როგორც ტრიქოლოგის, ისე ქირურგის კონსულტაციას სთავაზობენ. 

 

კლინიკა “კანი” მომხმარებელს გადანერგვის მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს. ჩვენი სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია გერმანული FotoFinder აპარატურით, რომელიც მასში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ზუსტად ასკანერებს თმის ღერს, ადგენს მის სტრუქტურასა და დაწვრილებით შეისწავლის თმის ფოლიკულის ტიპს.

 

თმის ცვენის პრობლემის დიაგნოსტიკაში კლინიკის ტრიქოლოგები იყენებენ Tricho LAB-ის უახლოეს სადიაგნოსტიკო პროგრამას, რომელიც საშუალებას იძლევა მაქსიმალური სიზუსტით დადგინდეს ცვენის გართულების მიზეზები.

 

ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, ჩვენს კლინიკაში გადანერგვის ოპერაციას თურქეთის საუკეთესო კლინიკებიდან მოწვეული პროფესიონალები ატარებენ. 

კლინიკა “კანში” თმის გადანერგვის ფასი ტრიქოლოგთან ინდივიდუალური კონსულტაციის შემდეგ განისაზღვრება. აქვე აღვნიშნავთ, რომ თითოეულ პაციენტს შეუძლია განვადებით სარგებლობა.

 

“კანის” მთავარი ღირებულება პაციენტებისთვის ხარისხიანი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიწოდებაა. სწორედ ამიტომ,  კლინიკა ყველა მომხმარებლის მოთხოვნას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. 

ბუასილი - გამომწვევი მიზეზები და მკუნალობა

ბუასილი - გამომწვევი მიზეზები და მკუნალობა

ბუასილი - ანუ ჰემოროიდული დაავადება ხასიათდება სწორი ნაწლავის შეშუპებითა და ხშირად ანთებითაც. 

ბუასილი შესაძლოა იყოს, როგორც შიდა, ისე გარე. გარეგანი ბუასილი წარმოიქმნება ანუსის გარშემო, შინაგანი კი სწორი ნაწლავის შიგნით. 

ამ მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, ქავილი, სისხლდენა და ფიზიკური დისკომფორტი. 

 

ბუასილის გამომწვევი მიზეზები

ჰემოროიდული დაავადება როგორც სრულიად დამოუკიდებლად, ისე სხვა დაავადებების პარალელურადაც ვითარდება. ბუასილი შესაძლოა გამოიწვიოს რამდენიმე ფაქტორმა: 

  • ქრონიკული ყაბზობა ან დიარეა  - ნაწლავის დაურეგულირებელი მოქმედება მთავარი განმაპირობებელია ჰემოროიდული დაავადების. 
  • ორსულობა და მშობიარობა - ორსულობის დროს მენჯის სისხლძარღვებზე გაზრდილი წნევა და ჰორმონალური ცვლილებები ხელს უწყობს ბუასილის განვითარებას. 
  • არასწორი კვება - სითხეებისა და ბოჭკოვანი საკვების შეზღუდული რაოდენობით მიღება პირდაპირ განაპირობებს ჰემოროიდების წარმოქმნას. ბუასილის თავიდან ასაცილებლად სასურველია ხშირად მიიღოთ წვნიანები, მარცვლეული და ხილ-ბოსტნეული. 
  • ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა, ხშირი ჯდომა - ხანგრძლივი დროით ჯდომა სისხლის მიმოქცევას აფერხებს სწორი ნაწლავის მიდამოში, ეს კი, თავის მხრივ, ხშირად არის ჰემოროიდების წარმოქმნის მიზეზი. 
  • ჭარბი წონა - სხეულის მძიმე მასა დამატებით ზეწოლას ახდენს სწორი ნაწლავის მიდამოზე, რაც ზრდის დაავადების გაჩენის ალბათობას. 
  • სიმძიმეების აწევა - ხშირი ვარჯიში სიმძიმეებით მუცელშიდა წნევას ზრდის, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს როგორც თიაქარი, ისე ბუასილი. 
  • უხეში ანალური სექსი - აგრესიული ანალური პენეტრაცია აღიზიანებს ანუსს, რაც შესაძლოა ხელის შემწყობი ფაქტორი გახდეს დაავადების გაჩენის. 
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა - ისევე, როგორც ყველა სხვა ტიპის დაავადების, ბუასილის წარმოქმნაც დიდწილად არის დამოკიდებული პაციენტის გენეტიკაზე. ზოგიერთი ადამიანი გენეტიკურად არის მიდრეკილი დაავადების განვითარებისკენ. 
  • ასაკის მატება და ხანდაზმულობა - დაბერების ბუნებრივი პროცესი იწვევს შემაერთებელი ქსოვილების შესუსტებას სწორი ნაწლავის მიდამოში, რაც ასაკოვან ადამიანებს ჰემოროიდების განვითარების მიმართ უფრო მოწყვლადებს ხდის.  

 

ბუასილის სიმპტომები

ბუასილი შეგვიძლია ამოვიცნოთ შემდეგი ჩივილებით: 

  • სისხლდენა დეფეკაციის დროს ან მის შემდეგ - ბუასილი არის შეშუპებული სისხლძარღვები სწორი ნაწლავის მიდამოში. როცა ანუსის არეში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, ხშირია სისხლდენა. ეს სისხლდენა ხშირად უმტკივნეულოა მისი შემჩნევა ხშირად ტუალეტის ქაღალდზეა შესაძლებელი. 
  • გარეგანი კვანძების გაჩენა - გარეგანი კვანძები ხელითაც ისინჯება. ისინი ხშირად მეწამული ან მოლურჯო ფერისაა.
  • ლორწოვანი გამონადენი - ბუასილი ხშირად ჭარბ გამონადენსაც იწვევს, რამაც შესაძლოა შეაშფოთოს არაერთი პაციენტი. 
  • ქავილი ანუსის არეში - ბუასილი იწვევს ქავილსა და გაღიზიანებას ანუსის მიდამოში. ქავილი ძირითადად გამოწვეულია ანუსის გარშემო მგრძნობიარე კანის გაღიზიანებით, რომელსაც, თავის მხრივ, სისხლძარღვების შეშუპება და ლორწოვანი გამონადენი იწვევს. 
  • დეფეკაციის შემდგომ ისეთი შეგრძნება, თითქოს ნაწლავი სრულად არ დაცლილა - ბუასილმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება დეფეკაციის შემდეგ. ამ შეგრძნებას შეშუპებული ჰემოროიდი იწვევს, რომელიც კუჭის მოქმედების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. 
  • წვა და ზოგადი დისკომფორტი ჯდომისას - წვის შეგრძნება ხშირად ხანგრძლივი ჯდომისას დროს ჩნდება. შეშუპებული გარე კვანძები მგრძნობიარე და მტკივნეულია, რაც ჯდომას არასასიამოვნო ხდის. 

 

რისკ ჯგუფები 

არსებობს ადამიანთა კონკრეტული კატეგორია, რომლებსაც მეტი შანსია, რომ ბუასილი განუვითარდეთ. ეს ჯგუფებია:

  • ფიზიკურად არააქტიური ადამიანები, რომლებსაც ხშირად უწევთ ჯდომა
  • ორსულები 
  • ხანდაზმულები
  • ქრონიკული ყაბზობისა და ფაღარათის მქონე ადამიანები. 

 

დიაგნოსტიკა

ბუასილის დიაგნოსტირება პროქტოლოგის პასუხისმგებლობაა. ის თავდაპირველ გასინჯვას გარეგანი დათვალიერებითა და მცირე ანალური პენეტრაციით ახორციელებს. 

ექიმი ამოწმებს როგორც გარეგან, ისე შინაგან ჰემოროიდებსა და პაპილომებს. ის ასევე აკვირდება კანს, რომელზეც შესაძლოა გაღიზიანება არსებობდეს და ამის შემდეგ ნიშნავს შესაბამის მკურნალობას. 

 

ბუასილი და მისი მკურნალობა

პროქტოლოგები მკურნალობის მეთოდს დაავადების სტადიის გათვალისწინებით არჩევენ, დაავადების საწყის ეტაპზე ჰემოროიდს მალამოებით, სანთლებით, აბაზანებითა და მედიკამენტებით მკურნალობენ, პრობლემის გართულების შემთხვევაში კი საჭირო ხდება ინვაზიური მეთოდების გამოყენება. 

ასეთ დროს ექიმები რამდენიმე ტიპის პროცედურას იყენებენ: 

ლიგირება რეზინით - ეს პროცედურა გულისხმობს რეზინის ზოლის დადებას ბუასილის ძირის გარშემო, რათა შეწყვიტოს მისი სისხლით მომარაგება, რაც იწვევს მის ზომაში შემცირებას. 

სკლეროთერაპია - ჰემოროიდში შეჰყავთ ქიმიური ხსნარი, რათა მოხდეს ქსოვილის შეკუმშვა. 

ინფრაწითელი კოაგულაცია (IRC) - სითბოს წყარო გამოიყენება ბუასილის ქსოვილის შესამცირებლად.

ჰემოროიდექტომია - ჰემოროიდების ქირურგიული გზით მოცილება მაშინ ხდება საჭირო, როცა მკურნალობის ყველა სხვა მეთოდი არაეფექტურია. 

 

შესაძლო გართულებები

ბუასილის მკურნალობის დიდი დროით გადადებამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი გართულებები: 

 

  • ანემია - ანემიური მდგომარეობა ხასიათდება სისხლის წითელი უჯრედების დეფიციტით ან ჰემოგლობინის ნაკლებობით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ჟანგბადის გადატანის უნარის დაქვეითება. ხანგრძლივმა და ხშირმა სისხლდენამ ბუასილიდან შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული სისხლის დაკარგვა. დროთა განმავლობაში სისხლის ქრონიკული კარგვა ხელს უწყობს ანემიის განვითარებას. ანემიამ კი, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სისუსტე, კანის გაფერმკრთალება, ქოშინი და თავბრუსხვევა. ბუასილის დროული მკურნალობა ხელს უწყობს სისხლის გადაჭარბებული დაკარგვისა და ანემიის რისკის თავიდან აცილებას.
  • სისხლის შედედების პრობლემა გარე ჰემოროიდებში (თრომბოზი) - თრომბოზირებული ბუასილი იწვევს ძლიერ ტკივილსა და შეშუპებას. მკურნალობის დაგვიანება კი დისკომფორტს კიდევ უფრო აძლიერებს. 
  • სხვადასხვა ინფექციები - ჰემოროიდების რეგულარული წმენდა და დამუშავება მისი ინფექციებისგან დაცვის საუკეთესო გზაა. ანუსში ხშირად გროვდება ბაქტერიები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ჩირქის დაგროვება ანუსის გარშემო ან სეფსისი (მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია). ინფექციები იწვევს დამატებით გართულებებს, რომლებიც საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. 

 

დიეტა ბუასილის პრევენციისთვის

ბუასილთან საბრძოლველად საუკეთესო საკვებია:

  • ლობიო, ოსპი და მუხუდო
  • წიწიბურა, კინოა, ყავისფერი ბრინჯი და შვრია
  • ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტანდარტული კომბოსტო და ბოლოკი
  • ტკბილი კარტოფილი, ჭარხალი და სტაფილო
  • სხვადასხვა ტიპის ბულგარული წიწაკა, ნიახური და კიტრი
  • მსხალი, ვაშლი, მოცვი, ბანანი

 

მოერიდეთ შემდეგ პროდუქტებს: 

  • თეთრი ფქვილისგან წარმოებულ ცომეულს
  • მარილიან და შემწვარ საკვებს
  • რძის პროდუქტებს
  • გადამუშავებულ ხორცს
  • ცხარე საკვებს
  • კოფეინს
  • ალკოჰოლს

 

ბუასილი ბავშვებში

გასტროენტეროლოგიური პრობლემები ბავშვებში საკმაოდ ხშირია, სწორედ ამიტომ დიდი რისკია ბავშვებში ბუასილის განვითარების. 

ბავშვებში ჰემოროიდების გაჩენას ძირითადად ქრონიკული შეკრულობა და დიარეა, უნიტაზზე ან ღამის ქოთანზე დიდხანს ჯდომა და არასწორი კვების რეჟიმი იწვევს. 

 

იმისთვის, რომ ბავშვებში დაავადების პრევენცია წარმატებით შევძლოთ, მნიშვნელოვანია ბავშვის კვების რაციონი დავტვირთოთ წვნიანი საკვებით, წავახალისოთ ფიზიკური აქტივობა და მკაცრად ვაკონტროლოთ ბავშვის უნიტაზზე ჯდომის დრო. 

 

როდის მივმართოთ ექიმს?

ექიმთან მიმართვა რეკომენდებულია მაშინ, როცა კვანძები ხელით ისინჯება, დეფეკაცია ხდება მტკივნეული, ამჩნევთ სისხლს ფეკალურ მასაში  და გრძნობთ ტკივილს, წვას და ქავილს ანუსის არეში. 

თუ გაქვთ რაიმე ტიპის კუჭ-ნაწლავის დაავადება, სასურველია პროქტოლოგის პარალელურად ექიმთან შეთანხმებით გასტროენტეროლოგის კონსულტაცია განიხილოთ, რათა დაავადების მკურნალობამ ეფექტურად ჩაიაროს. 

რა არის ანემია?

რა არის ანემია?

ანემია ხშირად კანის  ფერმკრთალ შეფერილობასთან ასოცირდება. სინამდვილეში ეს მხოლოდ გაფითრების სინონიმი როდია. ანემია ბერძნული სიტყვაა  და პირდაპირი თარგმანის შემთხვევაში სისხლნაკლებობას ან უსისხლობას ნიშნავს. 

 

რა არის ანემია?

კლინიკურად ანემია სისხლში წითელი უჯრედების და/ან ჰემოგლობინის დაბალი დონით ხასიათდება. სისხლის წითელი უჯრედების ანუ ერითროციტების მთავარი ცილა ჰემოგლობინია, რომელიც ჟანგბადის გადამტან ფუნქციას ასრულებს და მას ადამიანის მთელ ორგანიზმს აწვდის. შესაბამისად, ანემია პირდაპირ უკავშირდება ჰემოგლობინის დაბალ დონეს, რაც ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობას გულისხმობს, ეს კი დაღლილობასა და სისუსტესთან ასოცირდება. 

 

ანემიის ტიპები და მათი გამომწვევი მიზეზები

ანემიის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ ჰემოგლობინის ნაკლებობა როდია. ამ დაავადების რამდენიმე ტიპი არსებობს, რომელთაც  განსხვავებული ფაქტორები განაპირობებს. 

 

რკინადეფიციტური ანუ ვიტამინდეფიციტური ანემია, როგორც მისი სახელი გვეუბნება, ორგანიზმში რკინის ნაკლებობის შედეგად ვითარდება. ერთგვარი ჯაჭვური კავშირი არსებობს -  რკინა ჰემოგლობინს წარმოქმნის, ჰემოგლობინი კი, როგორც აღინიშნა, ერითროციტების მთავარი ცილაა. გამოდის, რომ ორგანიზმში რკინის ნაკლებობა ჟანგბადის გადატანას აფერხებს და ორგანოების ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის. 

 

მეგალობლასტური ანემია ორგანიზმში ფოლიუმის მჟავისა (ვიტამინი B9) და ვიტამინი B12 ნაკლებობის შედეგად ვითარდება.  ასეთ დროს ძვლის ტვინში პათოლოგიური წითელი უჯრედები წარმოიქმნება. აღნიშნული ვიტამინების ნაკლებობა ხშირად საკვების მცირე რაოდენობით მიღებას, დაუბალანსებელ კვებას ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შეწოვის დარღვევას უკავშირდება. 

 

ანემიის შემდეგი ტიპს აპლასტიური ეწოდება. უნდა აღნიშნოს, რომ ეს იშვიათი, სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობაა. ყალიბდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის სისხლის ახალი უჯრედების გამომუშავებას წყვეტს.  აპლასტიური ანემია შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერ ასაკში და ეს შეიძლება სრულიად მოულოდნელად მოხდეს. 

 

აღსანიშნავია, რომ არსებობს ანემიის მემკვიდრეობითი ფორმები, მაგალითად ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია. როგორც წესი, სისხლის წითელი უჯრედები მრგვალია, თუმცა ამ დაავადების მქონე ადამიანის შემთხვევაში, ეს უჯრედები ნამგალს წააგავს. ამ ფორმაცვალებას კი ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული ჰემოგლობინი უწყობს ხელს. მეტიც, ამ ტიპის ანემიის პირობებში სისხლის წითელი უჯრედები მყარი და წებოვანი ხდება. ნამგლისებრი ფორმის უჯრედების აღნიშნული მახასიათებლები სისხლძარღვებში მის გადაადგილებას ხელს უშლის, რაც ქსოვილებისათვის ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს. 

 

ანემიის სიმპტომები

ჯერ კიდევ ჰიპოკრატე, ძველი ბერძენი ექიმი, აღწერდა ანემიის ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა: სიფერმკრთალე, სისუსტე და დაღლილობა, თუმცა მხოლოდ ეს როდია. 

 

ანემიას ახასიათებს:

  • დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება ანემიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ჰემოგლობინის დაბალი დონის გამო ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტი დგება, რაც დაღლილობის შეგრძნებას იწვევს;
  • ანემიამ შესაძლოა კანისა და ლორწოვანი გარსების, პირის ღრუსა და თვალის,  სიფერმკრთალე გამოიწვიოს;
  • ანემიას ფიზიკური დატვირთვის დროს ხშირად სუნთქვის გაძნელებაც ახასიათებს;
  • ჟანგბადის გადატანის უნარის დაქვეითების კომპენსაციის მიზნით გული ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ცემს, რაც ტაქიკარდიას იწვევს;
  • ზოგიერთ შემთხვევაში ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს კონცენტრაციის გაძნელება, მეხსიერების პრობლემები ან კოგნიტიური ფუნქციის დაქვეითება;
  • ანემია გაღიზიანებასა და ხასიათის უეცარ ცვლილებას იწვევს;
  • ზედმეტად სიცივის შეგრძნება, თუნდაც შედარებით თბილ ტემპერატურაზე, შეიძლება იყოს ანემიის სიმპტომი;
  • თმის ცვენა ახასიათებს;

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიმპტომების სიმძიმე და მათი კომბინაცია შესაძლოა ანემიის გამომწვევი მიზეზების მიხედვით განსხვავდებოდეს. 

 

ანემია ორსულებში

ანემია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ორსულებში, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას. 

შეიძლება ითქვას, რომ ორსულობა ხელსაყრელი მდგომარეობაა ანემიის განვითარებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ ნაყოფი დედისაგან იღებს ისეთ მინერალებს, როგორებიცაა: რკინა, ფოლიუმის მჟავა თუ სხვა ვიტამინები, სრულიად შესაძლებელია, რომ ორგანიზმმა გაორმაგებულ ხარჯვას ვეღარ გაუძლოს და ვიტამინების დეფიციტის ხარჯზე ანემია განვითარდეს. 

უნდა აღინიშნოს, რომ რკინადეფიციტური ანემია ორსულებში ყველაზე გავრცელებულია. ორსულობის დროს ნაყოფი ზრდისა და განვითარებისათვის მშობლის სისხლის წითელ უჯრედებს იყენებს, ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურდება ბოლო 3 თვის განმავლობაში. ქალები, რომლებსაც ორგანიზმში რკინის საკმარისი შემცველობა არ აქვთ, დიდი შანსია, რომ რკინადეფიციტური ანემიით დაავადდნენ.

სათანადო რეაგირების გარეშე, ანემიამ შესაძლოა ორსული კრიტიკულ მდგომარეობამდეც კი მიიყვანოს. აღსანიშნავია, რომ ორსულობის პერიოდში ნაყოფი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის, რაც სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობისა და ჟანგბადის ტრანსპორტირების შეფერხებითაა გამოწვეული. ამასთანავე, ანემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა:

  •  ახალშობილის მცირე წონა;
  • ნაადრევი მშობიარობა;
  • მშობიარობის დროს სისხლის გადასხმის საჭიროების მაღალი რისკი;
  • რძის შემცირება;
  • რკინის დეფიციტი ახალშობილში;
  • პოსტსამშობიარო დეპრესია. 

თუკი ორსულობის დროს ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს უჩივით, მაშინ მიმართეთ ექიმს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზურ მკურნალობასა და შესაბამის კვებით რაციონს დანიშნავს. მართალია, ანემიის დროს ძუძუთი კვება უსაფრთხოა, თუმცა დაავადებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს რძის რაოდენობა. 

 

როგორ ვუმკურნალოთ ანემიას

თავდაპირველად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ანემიის მკურნალობის გზები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამომწვევი მიზეზებისა და მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ექიმთან ვიზიტს, დიაგნოსტიკასა და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვას. თუმცა,  გიზიარებთ ანემიის მკურნალობის რამდენიმე გავრცელებულ მიდგომას:

იმ შემთხვევაში, თუ ანემია ისეთი ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობითაა გამოწვეული, როგორიცაა რკინა, ვიტამინი B12 ან ფოლიუმის მჟავა,  მაშინ მნიშვნელოვანია, რომ  თქვენს რაციონში აღნიშნული ნუტრიენტებით მდიდარი საკვები შეიტანოთ.  ამასთანავე, სპეციალისტთან ვიზიტის შედეგად შესაძლოა დაინიშნოს სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც მკურნალობის პროცესს ხელს შეუწყობს.

იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა მძიმეა, შესაძლოა სისხლის გადასხმაც კი გახდეს საჭირო. ეს მეთოდი  სისხლში წითელი უჯრედების სწრაფ გაზრდასა და მთელი ორგანიზმისათვის ჟანგბადის მიწვდას უზრუნველყოფს.

ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული ანემიის მართვისათვის კი შესაძლოა ცხოვრების სტილის შეცვლა მოგიხდეთ.

და ბოლოს,  ანემიის მკურნალობა ხშირ მონიტორინგსა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობა შესაძლოა იყოს სარისკო და არაეფექტური.

ჩაზრდილი ფრჩხილი, როგორ აირიდოთ თავიდან გართულებები და რა დროს უნდა მივმართოთ პოდოლოგს

ჩაზრდილი ფრჩხილი, როგორ აირიდოთ თავიდან გართულებები და რა დროს უნდა მივმართოთ პოდოლოგს

ზამთრის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება ფეხის ფრჩხილების ჯანმრთელობა და მოვლა. ცივი ამინდების სეზონი მუდმივად დახურული ფეხსაცმლის ტარების საჭიროებას ქმნის. ამ დროს კი არასწორად მორგებულმა ფეხსაცმელმა შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას. გამოიწვიოს ფრჩხილის ტრავმები, ჩახურება, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები. 


დღეს ჩაზრდილ ფრჩხილზე გესაუბრებით და გაგიზიარებთ რჩევებს როგორ აირიდოთ თავიდან გართულებები.


ჩაზრდილი ფრჩხილი არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც შესაძლებელია ყველა თითზე წარმოიშვას. თუმცა უფრო ხშირი შემთხვევებია როდესაც გვხვდება ფეხის დიდ თითზე. ამ დროს ფრჩხილის კუთხე კანში იზრდება და იწვევს ანთებით პროცესს. ჩაბრუნებული ფრჩხილის ვერ შემჩნევა შეუძლებელია, რადგან ტკივილთან ერთად ვიზუალური ეფექტიც აქვს.


თუ თითის ბალიში შესივებული და გაწითლებულია, შეხებისას გრძნობთ ტკივილს ან ამჩნევთ რომ დაზიანებული უბანი ჩირქმდენია, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმ-პოდოლოგთან ჩაიტარეთ პროცედურები. ასე თავიდან აირიდებთ შემდგომ გართულებებს, რადგან არასრულფასოვანი მკურნალობა პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგეხმარებათ. 

 

ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა

მკურნალობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს მწვავე პროცესის ჩაცხრომა, ჩაზრდილი ფრჩხილის (მხოლოდ ნაწილის, არაქირურგიული გზით) მოცილება, ჩირქოვანი და ანთებითი უბნების განეიტრალება და მხოლოდ ამის შემდგომ იგეგმება მკურნალობის ეტაპები, რომლებიც ფრჩხილის სწორად გაზრდას შეუწყობს ხელს. კორექციული პროცედურები გულისხმობს ფრჩხილის ბრეკეტების და ტამპონების გამოყენებას. 


გართულებების თავიდან ასარიდებლად გამოიყენეთ თავისუფალი და კომფორტული ფეხსაცმელი. ფეხის ფრჩხილები დაიჭერით ჰორიზონტალურად, არ მოამრგვალოთ და არ მოაჭრათ კუთხეები. მიეცით საშუალება ისე გაიზარდოს რომ კანის საფარველი არ გაიკეთოს. ჩაიცვით ბუნებრივი მასალისგან დამზადებული წინდა. ხშირად დაიბანეთ ფეხები და პერიოდულად გაიკეთეთ ზღვის მარილის აბაზანები. 


განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ თუ გაქვთ დიაბეტი. ნუ მიმართავთ თვითმკურნალობის მეთოდებს. 

აუცილებლად
ჩართეთ ექიმი-პოდოლოგი რომ თავიდან აირიდოთ ჭრილობების მოშუშებასთან დაკავშირებული სირთულეები. პოდოლოგიური პროცედურები მარტო სამკურნალო მიზნით არ გამოიყენება, ისინი საუკეთესო საშუალებებია დიაბეტურ ტერფთან დაკავშირებული გართულებების, წყლულების, კოჟრების და ფრჩხილების დაზიანებების თავიდან არიდებისთვის.


შემოდგომა - ზამთრის პერიოდი გარდა იმისა რომ დაავადების პროვოცირებას ახდენს, ასევე საუკეთესო დროა - მოიწესრიგოთ ფეხები და ზაფხულს მოვლილი, ჯანმრთელი ფრჩხილებით შეხვდეთ.

 

ფაქტი თუ მითი, ვიტილიგო

ფაქტი თუ მითი, ვიტილიგო

ხშირად ნახავთ ფოტოებს ფერადკანიანი მოდელის, რომელსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილებში თეთრი ლაქები აქვს ეს ვიტილიგოა, მდგომარეობა, რომელიც იწვევს კანის ნაწილების დეპიგმენტაციას. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა კანის პიგმენტური უჯრედები იღუპება ან ვერ ფუნქციონირებს.
 
ეს შესაძლოა სხეულის ნებისმიერ ადგილას განვითარდეს, მათ შორის ისეთ ნაწილებზეც, რომელზეც მზის სხივები ხშირად ხვდება, მაგალითად, ხელებზე, ფეხებზე, სახეზე და ისეთებზეც, როგორიც ნესტოები ან ყურის შიდა ნაწილებია.

 კანის ქრონიკული დაავადება განაჩენი არ არის

 

ამ სტატიაში ვიტილიგოს შესახებ სხვადასხვა ფაქტს გაგაცნობთ, რათა ერთად დავამარცხოთ გავრცელებული მითები. 

 

7 ფაქტი ვიტილიგოს შესახებ

 

მითი : ვიტილიგო "კოსმეტიკური" პრობლემაა

ფაქტი: ვიტილიგო ავტოიმუნური დარღვევაა, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, სხეული საკუთარ უჯრედებს "თავს ესხმის". ასევე, ცნობილია, რომ იმ ადამიანების 20%-ს რომელთაც ვიტილიგო აქვს, კიდევ ერთი სხვა ავტოიმუნური დაავადებაც აქვთ. მათ შორისაა სკლეროდერმა — კანისა და შემაერთებელი ქსოვილების გამაგრება და სიმჭიდროვე და სხვა.

 

მითი: ვიტილიგო გადამდებია.

ფაქტი: მართალია, ვიტილიგო სხეულის ნებისმიერ წერტილში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა ის არც გადამდები და არც ინფექციური.

 

მითი: ვიტილიგო არ არის გავრცელებული ყველა რასის წარმომადგენლებში.

ფაქტი: მსოფლიოში ნებისმიერი რასისა, ეთნოსის თუ სქესის წარმომადგენელს შესაძლოა განუვითარდეს ვიტილიგო; ამასთან, ეს შეიძლება უფრო შესამჩნევი იყოს მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებში.

 

მითი: არსებობს ცრურწმენა ვიტილიგოს გამომწვევი მიზეზის შესახებ. ზოგიერთს სჯერა, რომ ეს გამოწვეულია დეზოდორანტით ან კონკრეტული საკვებით.

ფაქტი: დაავადება ხასიათდება კანზე თეთრი ლაქების წარმოქმნით .ეს განპირობებულია პიგმენტ მელანინის გაქრობით რომელიც როგორც წესი, თანაბრად არის განაწილებული კანის ზედაპირზე. ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. შესაძლებელია ამ დაავადების დროს სხვა აუტოიმუნური პროცესებიც იყოს ორგანიზმში,მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მისი მაპროვოცირებელი ფაქტორი სტრესიც შეიძლება იყოს, ამიტომ ზუსტი და დროული დიაგნოსტირებაა საჭირო.

 

მითი: ვიტილიგო იწვევს ფიზიკურ გართულებას.

ფაქტი: როგორც წესი, ვიტილიგოს თან არ ახლავს რაიმე ფიზიკური გართულება. ის მხოლოდ და მხოლოდ ზრდის მზისგან დამწვრობის რისკებს. თავის ასარიდებლად კი მზისგან დამცავი კრემების გამოყენება აუცილებელია.

 

მითი: ვიტილიგო გამოწვეულია საკვებით.

ზოგი თვლის, რომ მდგომარეობა გამოწვეულია რძის ან სხვა თეთრი საკვების მიღებით. სხვები თვლიან, რომ მჟავე საკვების მიღება, როგორიცაა ლიმონი და ფორთოხალი, ზრდის მის გავრცელებას. ასევე არსებობს ერთი განსაკუთრებით გავრცელებული მითი, რომ თევზის მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ რძის მიღება იწვევს დაავადებას.

ფაქტი: ვიტილიგო არის ავტოიმუნური დაავადება, რომელსაც პირდაპირი კავშირი არ აქვს საკვებთან და ეს არ არის გამოწვეული საკვების არასწორი კომბინაციის მიღებით.

 

მითი: ვიტილიგო დაკავშირებულია კანის სხვა დაავადებებთან, როგორიცაა კანის კიბო, კეთრი და ალბინიზმი.

ფაქტი: ვიტილიგო არის აბსოლუტურად ცალკე მდგომი დაავადება და არ არის დაკავშირებული კანის კიბოს, კეთრის ან ალბინიზმთან. ალბინიზმის მქონე პირები იბადებიან მელანინის მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ აქვთ, მაშინ როდესაც ვიტილიგო იწყება მელანოციტების განადგურებისას და ის იშვიათად მოიცავს მთელს სხეულს. მნიშვნელოვანია მიაღწიოთ სწორ დიაგნოზს და არ დაუშვათ შეცდომა ერთი აშლილობისას სხვაზე, რის გამოც ეჭვის არსებობისას ყოველთვის უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.

 

მითი: დაავადების მართვა შეუძლებელია.

ფაქტი: დავადების მართვა შესაძლებელია თუმცა, ის დამოკიდებულია მდგომარეობის სიმწვავეზე, ლაქების ადგილმდებარეობასა და ზომაზე, მათ რაოდენობაზე, სიხშირესა და იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი მკურნალობაზე.

 

აქედან გამომდინარე, სამედიცინო პრაქტიკაში სხივური თერაპია არის თანამედროვე, სრულიად უსაფრთხო, კლინიკურად დამტკიცებული, მაღალეფექტური მეთოდი.მკურნალობა ამცირებს დაავადების გავრცელების და ახალი კერების წარმოქმნის რისკს და ნაწილობრივ აქრობს არსებულ პრობლემას.

 

რა უნდა ვიცოდეთ ბოტულინოთერაპიის პროცედურამდე და რა უნდა გავითვალისწინოთ პროცედურის შემდგომ

რა უნდა ვიცოდეთ ბოტულინოთერაპიის პროცედურამდე და რა უნდა გავითვალისწინოთ პროცედურის შემდგომ

ყველას გვსურს ახალგაზრდობა, სილამაზე, გლუვი და ერთგვაროვანი კანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ.

დღესდღეობით, ბოტულინოტოქსინის ინექცია შეუცვლელი და უნიკალური პროცედურაა გაახალგაზრდავების და მიმიკური ნაოჭების მოსაშორებლად.
 

ეს გახლავთ პრეპარატი, რომელიც არღვევს ნერვ-კუნთოვან დაბოლოებებს შორისიმპულსების გადაცემას, რაც გამოიხატება კუნთის აქტიური მოძრაობის დაქვეითებით და ვიზუალურად ნაოჭის გასადავებას და სახის ნაკვთების გაუმჯობესებას იწვევს.

 

რა უნდა გაითვალისწინოთ  ბოტულინოთერაპიის  პროცედურამდე და როგორ მივიღოთ სასურველი შედეგი?

კანი ესთეტიკის გუნდის წევრებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, სიღრმისეული ცოდნა და წარმატებული პროცედურის ჩასატარებლად საჭირო უნარ-ჩვევები.ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ არა მხოლოდ გვირჩიონ საუკეთესო მკურნალობის მეთოდი, არამედ შემოგვთავაზონ და ჩაგვიტარონინდივიდუალურად თქვენზე მორგებული პროცედურები რაც მთავარია მაქსიმალური შედეგით.

 

რა უნდა ვიცოდეთ ბოტულინოთერაპიის პროცედრის დაჯავშნამდე? 

შევარჩიოთ პროფესიონალი ესთეტიკური დერმატოლოგი.

ხელმისაწვდომ ფასად აღმოჩენილი პროცედურა ხშირ შემთხვევაში უხარისხო, უშედეგო ან/და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ყურადღება მიაქციეთ თქვენ მიერ არჩეული სპეციალისტის კაბინეტს, სანიტარიას და სერთიფიკატებს. მნიშვნელოვანია ანდოთ თქვენი სილამაზე და ჯანმრთელობა მხოლოდ გამოცდილ, პროფესიონალ ესთეტიკური დერმატოლოგიის სპეციალისტებს რომლებიც იყენებენ მხოლოდ სერტიფიცირებულ უმაღლესი ხარისხის პრეპარატებს.


მოვერიდოთ სალონში სტუმრობას.
არ გარისკოთ, საეჭვო დაწესებულებებთან თუ სპეციალისტებთან ვიზიტი. პროცედურა აუცილებელად უნდა შესრულდეს პროფესიონალი ესთეტიკური დერმატოლოგის მიერ რათა თქვენი ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

 

 

შევიქმნათ სწორი მოლოდინი 

მშიშვნელოვანია შევიქმნათ სწორი მოლოდინი და გვესმოდეს რისი მიღწევა გვსურს. მაგალითისთვის, თუ გვსურს ჩვენი კანი გამოიყურებოდეს გაბრწყინებული და განახლებული, შეგვიძლია წელიწადში ერთი პროცედურის ჩატარება.თუ გვსურს ნაოჭების და სახვითი ხაზების გაუმჯობესება და შენარჩუნება, წელიწადში ორი ან სამი პროცედურა შეიძლება გახდეს საჭირო.

 

პროცედურის წინ გასათვალისწინებელი რჩევები

  • კრიტიკულია, რომ არ მოვიხმაროთ ალკოჰოლი ბოტოქსის ინექციამდე მინიმუმ 24 საათის განმავლობაში.
  • მოვერიდოთ მედიკამეტებს, რომლებიც ათხელებენ სისხლს
  • მოვერიდოთ ცვილისა და ლაზერის გამოყენებას იმ ადგილებში  სადაც უნდა გაკეთდეს ინექცია.
  • ასევე, არ არის რეკომენდირებული დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ნივთიერებებს - რეტინოლი, გლიკოლიდმჟავა და ალფაქსიდი.
  • გარდა ამისა, უნდა დავრწმუნდით, რომ პროცედურის დღეს არ ვატარებთ მაკიაჟს და ვართ დანაყრებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვიგრძნოთ თავბრუსხვევა პროცედურის დროს.  


 

პროცედურის შემდგომ გასათვალისწინებელი რჩევები

  • 24 საათის განმავლობაში არ არის სასურველი ინიცირებულ ზონაზე, შეხება, მასაჟი ან რაიმე ტიპის ზემოქმედება, რადგან შეიძლება ბოტულინოტოქსინმა სხვა კუნთებზე გადაინაცვლოს და გაიფანტოს.
  • უნდა მოერიდოთსიმძიმეების აწევას, ძალისხმიერ და აქტიურ ვარჯიშს.  
  • პროცედურის დასრულების შემდეგ ოთხი საათის განმავლობაში არ უნდა დაწვეთ, რათა ბოტულინოტოქსინმა სხვა კუნთებზე გადაინაცვლოს და გაიფანტოს.
  • პარარელურად ნუ ჩავიტარებთ სხვა პროცედურებს მიკროდერმაბრაზიას, სახის ქიმიურ წმენდას, ბოტოქსის გაკეთების
  • მორიდეთ მზეს, მანან, სანამ სიწითლე ან შეშუპება არ ჩაქრება.
  • ცივის დადება დაგეხმარებათ შეამციროთ შეშუპება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ დიდი ძალით ზემოქმედება, პროცედურის შემდგომი რამდენიმე დღე, წარმატების უზრუნველსაყოფად.
  • პროცედურის დასრულების შემდეგ დაახლოებით ერთი კვირაა საჭირო საბოლოო ეფექტის მისაღებად.


 

რა უნდა იცოდეთ მეზოთერაპიის შესახებ

რა უნდა იცოდეთ მეზოთერაპიის შესახებ

ეს არის დერმატო-კოსმეტოლოგიური პროცედურა, რომლის დროსაც ხდება კანქვეშ კომბინირებული, მულტიკომპლექსური კოქტეილების შეყვანა, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, ვიტამინებს, ამინომჟავებს, ოლიგოელემენტებს, პეპტიდებს, ფოსფოლიპიდებს, მინერალურ ნივთიერებებს და ხდება მათი ათვისება.
 

არსებობს ინექციური მეთოდი (როდესაც ხდება ნივთიერების უშუალოდ კანქვეშ შეყვანა ინექციური მეთოდით) და არაინექციური - აპარატურული მეთოდი.
 

მეზოთერაპიის პროცედურებს იტარებენ ასაკობრივი ნაოჭების, ცხიმიანი, ფორებიანი, მშრალი ან მოდუნებული კანის, პიგმენტური ლაქების, აკნეს, დაკიდებული ღაბაბის, ცელულიტის, ზედმეტი ცხიმის, თვალის ირგვლივ შავი წრეების არსებობის და თმის ცვენის შემთხვევაში.

 

მეზოთერაპიის საშუალებით ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა, კანის ფერის გაუმჯობესება, პიგმენტული ლაქების და ზედაპირული ნაოჭების კორექცია. მისი ეფექტი კი საშუალოდ 18 თვემდე ნარჩუნდება.
 

მეზოთერაპიის უპირატესობებია:

  • შესაძლოა პროცედურის ჩატარება ნებისმიერ ასაკში;
  • რეკომენდებულია როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში;
  • ეფექტურია ნაოჭებისა და სხვა დეფექტების აღმოსაფხვრელად;
  • შედეგი ნარჩუნდება საშუალოდ 18 თვემდე;
  • შემადგენელი კომპონენტები კარგად  აითვისება ორგანიზმის მიერ;
  • ტარდება ამბულატორიულად;
  • მინიმალური დისკომფორტი პროცედურის მსვლელობისას.


მკურნალობის დაწყებამდე კლინიკა „კანი ესთეტიკიში“ ტარდება კონსულტაცია 3 განზომილებიანი ხელოვნური ინტელექტის მქონე აპარატურით კონსულტაცია და დიაგნოსტიკა,  რის შემდგომაც ჩვენი
ესთეტიკური დერმატოლოგები  შეარჩევენ რამდენი პროცედურის ჩატარებაა თქვენთვის მიზანშეწონილი. პროცედურების რაოდენობა და ტიპი არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე.
 

მეზოთერაპია კანისა და კანქვეშა ქსოვილების პრობლემებისა და დეფექტების მკურნალობის გზით გაახალგაზრდავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. 

 

მეზოთერაპიის ძირითადი ზონებია:

  • ტუჩის ირგვლივ არე;
  • თმა;
  • კისერი;
  • თვალის ირგვლივ არე;
  • ნიკაპი;
  • ღაბაბი;
  • წარბები;
  • შუბლი;
  • ცხვირი და ცხვირტუჩის მიდამო;
  • მუცელი;
  • თეძო და დუნდულო;
  • დეკოლტეს ზონა;
  • ზურგი;
     

რას მკურნალობს მეზოთერაპია?

ეზოთერაპია შეუცვლელი და აუცილებელი პროცედურაა, რომელიც ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად ამაღლებს და გვაძლევს საშუალებას მოვაგვაროთ რიგი დეფეტები, რომელიც ხელს გვიშლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი და თავდაჯარებული ყოფისთვის.

 

ცელულიტი

მეზოკოქტეილი შლის ლოკალურ ცხიმოვან ფენებს და აგლუვებს რელიეფს, ამასთან ახდენს მის ლიფტინგს, რის შედეგადაც ხდება „ფორთოხლის ცედრის" ეფექტის მოცილება.
გამონაყარი:
მეზოთერაპიიული კოქტეილების შემადგენლობაში არის ანტიბაქტერიული და სპეციალურად გამონაყარის საწინააღმდეგო კომპონენტები, რომლების ებრძვიან გამონაყარის გამომწვევ ბაქტერიებს. პარალელურად ხდება რეგენერაციის პროცესის აქტივირება, რის შედეგადაც კანი ხდება ჯანსახი და გლუვი.

 

თმა

მეზოთერაპია პრაქტიკულად შეუცვლელი პროცედურაა თმის ცვენის, ალოპელაციის, გამელოტების წინააღმდეგ. პროცედურა ანორმალიზებს თმის კანის ჯირკვლების მუშაობას და აქტივიზირებს ააქტიურებს თმის ზრის პროცესს, ამაგრებს თმის ბოლქვებს. შესაბამისად პროეცედურა ეფექტურია არა მარტო თმის ცვენის, არამედ გამელოტების წინააღმდეგ (თუკი თავის კანზე შენარჩუნებულია თმის ფოლიკულები).
მეზოთერაპია განსაკუთრებით აუცილებელი და საჭირო პროცედურაა:

  • გვეხმარება მნიშვნელოვნად შევამციროთ თმის ცვენა;
  • ასტიმულირებს თმის ბოლქვების ზრდას;
  • თმა ხდება ხშირი და მბზინვარე;
  • ეფექტურია ქერტლის საწინააღმდეგოდ;
  • აძლიერებს დასუსტებულ თმის ღერს;
  • აუმჯობესებს თავის კანის სისხლმომარაგებას;
  • ხელს უწყობს ახალი თმის ამოსვლას.

კლინიკა „კანი ესთეტიკში" დანერგილია თმის ცვენის საწინააღმდეგო სპეციალური კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს 5 პროცედურას - პლაზმოთერაპიის, მეზოთერაპიისა და სხვა სპეციალური კოქტეილების ერთობლიობას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს.

 

ნაწიბური

მეზოკოქტეილი მიზანმიმარტულად ახდენს ნაწიბურების პრობლემის მოგვარებას, ასტიმულირებენ კანის რეგენერაციასა და პროცესების ცვლას. თერაპიას იდეალური შედეგი აქვს ნაწიბურების ადრეულ ეტეპზე მკურნალობისას.

 

სტრიების მოშორება

მეზოთერაპია სტრიების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, ასტიმულირებენ კანის რეგენერაციასა და პროცესების ცვლას, რის შედეგადაც სტრიების პრობლემურ ზონაზე ხდება კანის განახლება.

 

თვალის გარშემო მუქი რგოლები და ჩამოშვებული უპეები:

მეზოთერაპია აწესრიგებს ლიმფურ სადინარებს, აცილებს ლოკალურ ცხიმოვან ფენებს, ამკვრივებს კანს, რასაც თავის მხრივ ეფექტურია თვალის უპეების „ბალიშების“ მოსაცილებლად. მისი კანის ფერის ნორმალიზების ეფექტი კი გვაძლევს საშუალებას გავთავსუფლდეთ თვალის გარშემო არსებული მუქი წრეებისგან.

 

პიგმენტური ლაქები

მეზოკოქტეილში შემავალი მელანინის დამშლელი ნივთიერებები აღიავებს და აქრობს პიგმენტურ ლაქებს სახეზე. საკმარისია საშუალოდ 2-3 პროცედურა, რათა შედეგი შესამჩნევი და იდეალური გახდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ გამოცდილი, დახელოვნებული ესთეტიკური დერმატოლოგის მიერ სწორად და ინდივიდუალურად თქვენთზე მორგებული მეზოთერაპიული კოქტეილის შერჩევა. კლინიკა „კანი ესთეტიკში“ დიაგნოსტირება 3 განზომილებიანი უახლესი, მე-7 თაობის აპარატით – VISIA, რისი დახმარებითად  ხდება სახის კანის დეტალური სკანირება, სადაც ვლინდება კანის საერთო მდგომარეობა, ბიოლოგიური ასაკი, იკვეთება კანქვეშ არსებული პიგმენტური ლაქებისა და ბაქტერიების არსებობა.

ბიორევიტალიზაცია - ერთი პროცედურა უამრავი დადებითი ეფექტით

ბიორევიტალიზაცია - ერთი პროცედურა უამრავი დადებითი ეფექტით

ყველას გვსურს, გვქონდეს სუფთა, ელასტიკური და ჯანსაღი კანი, და ვცდილობთ, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით რაც შეიძლება მეტხანს შევინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი.

კანს სჭირდება დატენიანება, განსაკუთრებით მზიანი დღეების დადგომის დროს, დროთა განმავლობაში კი გამკვრივებაც.

კანთან დაკავშირბული პროცედურები და ჩარევა დაახლოებით 25 წლიდან არის რეკომენდებული. ეს ის ასაკია, როდესაც დაბერების პროცესი ბიოქიმიურ დონეზე მიმდინარეობს და ჩვენი ახალგაზრდობის განმაპირობებელი ნივთიერებების სინთეზი (კოლაგენი, ელასტინი, ჰიალურონის მჟავა) ნელ-ნელა იკლებს.

თანამედროვე დერმატოლოგიაში ბიორევიტალიზაცია მიღებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და უსაფრთხო გაახალგაზრდავების მეთოდი ქირურგიული ჩარევის გარეშე.

სადმე შესაძლოა შეგვხვდეს, წავიკითხოთ, რომ თანამედროვე არარადიკალური გაახალგაზრდავების მეთოდები უმტკივნეულოა და ყველასათვის ერთნაირად ეფექტურია. ზოგიერთი ასევე თვლის, რომ ბიორევიტალიზაცია ის განსაკუთრებული გამონაკლისია გაახლგაზრდავების მეთოდებს შორის, რომელსაც არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. იმისათვის, რომ გავარკვიოთ რა არის ამ გავრცელებული მოსაზრებებიდან მართალი და რა მითი, საჭიროა უფრო დეტალური განხილვა. იმისათვის, რომ გავიგოთ როგორ ტარდება ბიორევიტალიზაციის პროცედურა, რა ხდება შემდგომ ჩვენს ორგანიზმში და რა ეფექტი აქვს პროცედურას , ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ჩვენი ბლოგი.

 

რას არის ბიორევიტალიზაცია?

ბიორევიტალიზაციის პროცედურა გულისხმობს უშუალოდ სპეციალისტის მიერ დერმისზედა და ღრმა შრეების გამდიდრებას გარე სტიმულირების ფაქტორებით: პრეპარატი, ულტრაბგერა, ლაზერი, მაგნიტური ტალღა, სიცივე და სხვა. მას ასევე ეხება პოპულარული და გავრცელებული პროცედურა მეზოთერაპია, რომელიც მოიცავს გარკვეული რაოდენობის აქტიური მედიკამენტების შეყვანას კანქვეშ. გასათვალისწინებელია, რომ რთულია გაიმიჯნოს ბიორევიტალიზაციისა და მეზოთერაპიის ზუსტი გამყოფი ხაზი.

 

რას იყენებენ ბიორევიტალიზაციისთვის?

მთავარი და ძირითადი განმსაზღვრელი კომპონენტი გახლავთ პოლიმერული მჟავა - ჰიულურონი, იგივე ჰიალურონის მჟავა, რომელიც სინთეზური გზით მიიღება. მისი გამოყენება შესაძლოა მოხდეს როგორც სუფთა, ასევე გაზავებული სახით. მეტი ეფექტის მისაღწევად გამოიყენება სუფთა და მაღალმოლეკულური ჰიულურონის მჟავა.

თავად ჰიულურონის მჟავა - გახლავთ კანის ბუნებრივი ელემენტი. ახალგაზრდა ასაკში სინთეზირდება დიდი რაოდენობით. ასაკის მატებასთან ერთად კი მისი გამომუშავება მნიშვნელოვნად მცირდება და კანის დაბერების პირველი ნიშნებიც სწორედ ჰიალურონის მჟავის სინთეზის მნიშვნელოვნად შემცირებას და მის შეჩერებას უკავშირდება. კანის გაახალგაზრდავება ბიორევიტალიზაციის ხარჯზე ნიშნავს მივაწოდოთ უჯრედს  დეფიციტური ნივთიერება და გავააქტიუროთ ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავების ბუნებრივი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას, სიმკვრივეს, სიჯანსაღესა და ბუნებრივ სილამაზეს. ბიორევიტალიზაციის კურსის შემდგომ მნიშვნელოვნად იმატებს კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების შანსი, ბიორევიტალიზაციის მეთოდი ერთნაირად ეფექტურია ნებისმიერ ასაკში, რეკომენდებულია ახალგარდა ასაკში მისი ჩატარება, როდესაც სახეზეა კანის მოშვების, ბუნებრივი სიჯანსაღისა და დაბერების პირველი ნიშნები.

როგორ ტარდება ბიორევიტალიზაციის პროცედურა და რა ხდება შემდგომ ჩვენს ორგანიზმში

ბიორევიტალიზაციის პროცესი იწყება საჭიროების მიხედვით სხვადასხვა პროცედურების შემდგომ, იქნება ეს კანის დამუშავება, მომზადება პროცედურის წინ, აპლიკაციური გამაყუჩებელი მალამოების შემდგომ. თავად პროცესის მიმდინარეობა კი ასეთია: ჰიალურონის მჟავის კანქვეშ შეყვანის შემდგომ, უჯრედს მიეწოდება გამზადებული სახით სუფთა ჰიალურონისდ მჟავა, მოხვედრისას იწვევს ე.წ „სტრესის ეფექტს“, შედეგად უჯრედი ბუნებრივი რექციაა გამოიმუშავოს კოლაგენი და ელასტინი დიდი ოდენობით. წარმოიქმნება თვალისათვის უხილავი მიკროჩაქცევები და მეზოდერმალური ფენის შევსების ხარჯზე იზრდება კანის სიმკვრივე. წარმოქმნილი ნაოჭები მცირდება, კანი ბევრად ელასტიური ხდება უბრუნდება ჯანსაღი და ახალგაზრდა იერი.

 

ჩვენება:

  • მშრალი კანი, დეჰიდრატაცია;
  • კანის დაბერების ნიშნები;
  • კანის ელასტიურობის დაკარგვა;
  • თვალის ირგვლივ ნაოჭები და შავი წრეები;
  • კუპეროზი;
  • ფორების გაფართოება;
  • ნაწიბურები;
  • სახის არამკვეთრი კონტური;
  • მოშვებული ლოყები, ღაბაბი, ოვალის კორექტირება.

ყოველივე ზემოთ მოყვანილისგან, არ იფიქროთ, რომ ბიორევიტალიზაცია ეს პანაცეაა და ცალსახად წარმოდგენს ყველა თქვენი პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზას. ნებისმიერი სახის კანთან დაკავშირებული პრობლემის განხილვა ხდება კვალიფიციურ და პროფესიონალ ესთეტიკურ დერმატოლოგთან, კლინიკა „კანი ესთეტიკში“ თითოეულ თქვენგანთან ხდება ინდივიდუალური მიდგომით თქვენი სახის კანის მდგომარეობის შესწავლა და მხოლოდ ამის შემდგომ ზონის დამუშავება და საჭირო პროცედურის შერჩევა

 

უკუჩვენება:

  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
  • აუტოიმუნური დაავადებები (ართრიტი, გაფანტული სკლეროზი)
  • გამწვავების პერიოდში ნებისმიერი ქრონიკული დაავადება
  • ანთებითი პროცესი
  • კანის ნაწიბურებისკენ მიდრეკილება
  • ალერგია
  • ნევუსი, ხალი, მსხვილი პიგმენტური ლაქები
  • ნაღველკენჭოვანი დაავადებები

რა თქმა უნდა კლინიკა „კანი ესთეტიკის“ ესთეტიკური დერმატოლოგები პროცედურის წინ პაცინეტის ანამნეზით აუცილებლად არკვევს ზემოთ მოყვანილი უკუჩვენებების არსებობას, ამასთან მას უწევს დაეყრდნოს პაციენტის სიტყვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია იყოთ გულახდილნი და დაგვეხმაროთ გავხადოთ ბიორევიტალიზაციის პროცესი მეტად ეფექტური, ჩვენთვის თქვენს სილამაზესთან ერთად თქვენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი.

ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ გამოცდილი, დახელოვნებული ესთეტიკური დერმატოლოგის მიერ სწორად და ინდივიდუალურად თქვენზე მორგებული პრეპარატის შერჩევა. 
კლინიკა „კანი ესთეტიკში“ დიაგნოსტირება 3 განზომილებიანი უახლესი, მე-7 თაობის აპარატით – VISIA, რისი დახმარებითად  ხდება სახის კანის დეტალური სკანირება, სადაც ვლინდება კანის საერთო მდგომარეობა, ბიოლოგიური ასაკი, იკვეთება კანქვეშ არსებული პიგმენტური ლაქებისა და ბაქტერიების არსებობა.

აკნეს შემდგომი ნაწიბურების და პიგმენტური ლაქების სამკურნალო სამი საუკეთესო პროცედურა

აკნეს შემდგომი ნაწიბურების და პიგმენტური ლაქების სამკურნალო სამი საუკეთესო პროცედურა

თუ თქვენ ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვისაც ტონალური კრემის, ან რაიმე დამფარავი საშუალების გარეშე სახლიდან გასვლა ვეღარც კი წარმოუდგენია, აკნეს შემდგომი ნაწიბურები, პიგმენტური ლაქები აწუხებს, წონის კლების, ან ორსულობის შემდგომ სტრიებს ებრძვის, ასაკის მატებასთან ერთად კანის მოშვებასა და ნაოჭების გაჩენას განიცდის, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ჩვენი ბლოგი.


პრობლემა, რომელზეც დღეს უნდა გესაუბროთ, ადამიანთა უმეტესობისთვის ნაცნობი და მტკივნეულია -
აკნეს შედეგად წარმოქმნილი ნაწიბურები და პიგმენტური ლაქები. კანი ესთეტიკში კი, ყველა ამ პრობლემის მოგვარება იმაზე მარტივია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. რომელსაც დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ, რეალურად, არა მხოლოდ აკნეს „ნარჩენების“ სამკურნალოდ არის ეფექტური, არამედ ნებისმიერი სახის ნაწიბურისთვის, სტრიებისა და დეფექტებისთვის, რაც ადამიანთა დიდი ნაწილისთვის  დისკომფორტია.

პოსტაკნე ნაწიბურებთან ეფექტური ბრძოლისთვის პროცედურებიდან თითოეულს თავისი დანიშნულება გააჩნია და საბოლოო შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვან საფეხურს წარმოადგენს. სრულყოფილი ეფექტის მისაღწევად მნიშვნელობა სეზონსაც კი აქვს და შემოდგომა ამისთვის სწორედ საუკეთესო დროა.

 

პროცედურა #1 - VENUS VIVA


იცით, რომ ნაწიბურების გასაქრობად Venus Viva_ს აპარატს საუკეთესო შედეგი აქვს ? პოსტაკნე ნაწიბურების, პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ და ოცნების შედეგამდე მისაღწევ გზად აუცილებლად უნდა დავასახელოთ ინოვაციური აპარატი, სახელწოდებით Venus Viva. მას თამამად შეიძლება ეწოდოს რევოლუციური სიახლე ესთეტიკურ მედიცინაში. მოცემული მეთოდიკა არაქირურგიული გზით გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღების ერთ-ერთ მთავარი გზად ითვლება.  იგი სულ უფრო პოპულარული ხდება და სამართლიანად იკავებს მოწინავე ადგილს იმ პროცედურების ჩამონათვალში, რომელთაც სხვადასხვა ქვეყანაში უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ.

უშუალოდ პროცედურაზე რომ გადავიდეთ, Venus Viva დერმატოლოგიური პროცედურაა, რომელიც კანის აქერცვლას და გაახალგაზრდავებას გულისხმობს. აპარატის თავაკში მოთავსებულ ელექტროდებში წარმოქმნილი ნანოფრაქციული რადიოტალღა კანის მიზანმიმართულ დაზიანებას იწვევს.  სტრუქტურის აღდგენის შემდეგ უმჯობესდება კანის ზედაპირი, ტექსტურა და ფერი, სწორდება კანის დაზიანების ნიშნები. აკნეს ნაწიბურების გარდა ებრძვის სტრიებს, როზაცეას, ზედაპირულ ლაქებს, სამედიცინო ჩარევის შედეგად დარჩენილ ნაწიბურებს, გაფართოებული ფორებს, ღრმა ნაოჭებს, კანის არათანაბარ ტექსტურასა და პიგმენტაციას. აპარატი თანაბრად სასარგებლოა როგორც მუქი, ისე ღია ფერის კანისთვის.

ბაზარზე Venus Viva-ს გამოჩენამდე მსგავს პროცედურას ლაზერული აპარატების მეშვეობით აკეთებდნენ, თუმცა იგი მტკივნეული იყო და რეაბილიტაციას, ხშირად, რამდენიმე კვირა სჭირდებოდა. Venus Viva-მ კი ესთეტიკურ მედიცინას მისცა საშუალება პროცედურა ბევრად ეფექტურად, უმტკივნეულოდ და რაც მთვარია, ყოველგვარი რეაბილიტაციის პერიოდის გარეშე წარემართა - ყოველდღიურ რუტინას პაციენტი 24 საათში უბრუნდება. საქართველოში Venus Viva-ს ინოვაციური აპარატით სარგებლობა მხოლოდ კლინიკა „კანშია“ შესაძლებელი.

რაც შეეხება ხილულ შედეგს, იგი პირველივე პროცედურის შემდეგ თვალსაჩინოა, თუმცა ზემოთჩამოთვლილი საკმაოდ ღრმა პრობლემების მოსაგვარებლად, ბუნებრივია, მისი განმეორებაა უპრიანი. განსაკუთრებით ეფექტური იქნება, თუკი მას კომბინირებული თერაპიის ნაწილად განვიხილავთ და იმ სხვა პროცედურებთან ერთად მივმართავთ, რომლებზეც ბლოგში გვაქვს საუბარი.

 

პროცედურა #2 - მიკრონიდლინგს ( DERMAPEN ) + პლაზმოთერაპია

 

მიკრონიდლინგი სპეციალური მოწყობილობის (DermaPen) მეშვეობით კანის ზედაპირულ ფენაზე მრავლობითი, მიზანმიმართული მიკროდაზიანების მიყენებას გულისხმობს და იგი თანამედროვე აპარატურულ კოსმეტოლოგიაში უნიკალურ მეთოდად ითვლება. დერმაპენის ბოლოში განთავსებული 12 თხელი ნემსი კანში წამში 100-ჯერ აღწევს, რაც მის მრავალ მიკრო დაზიანებას იწვევს. კანის დამცავი მექანიზმი ამ პროცესს განიხილავს როგორც დაზიანებას და დაუყოვნებლივ სამკურნალო პროცესს იწყებს.  იგი განსაკუთრებულ ეფექტს პლაზმოთერაპიასთან კომბინაციის დროს იძლევა. ამრიგად, კანი უფრო მტკიცე და კაშკაშა ხდება. 

 

აღნიშნული მეთოდიც არა მხოლოდ პოსტაკნე ნაწიბურების გაქრობაში გვეხმარება, არამედ პრობლემათა გრძელი სიის გადაჭრაში თამაშობს უდიდეს როლს. ბონუსად კი მთელ რიგ დადებით ეფექტებს მოიყოლებს: ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას, ამცირებს ნაოჭებსა და წვრილ ხაზებს, ჰიპერპიგმენტაციას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ამკვრივებს და ახალგაზრდავებს. ფორებს, ლაქებსა და ნაწიბურებს კი ამცირებს.

 

მიკრონიდლინგსა და დერმაპენის მოქმედების პრინციპზე უკვე ვისაუბრეთ, რაც შეეხება პლაზმოთერაპიას, ესაა პროცედურა, რომლისთვისაც სახის კანის უჯრედების გასაჯერებლად პაციენტისვე სისხლის პლაზმა გამოიყენება. მიკრონიდლინგი პლაზმოთერაპიასთან ერთად კი წარმოადგენს კოსმეტიკური მკურნალობის პროცედურას, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის წარმოშობას კანზე წვრილი ნემსების მოძრაობითა და თრომბოციტების შეშვების გზით, რაც სისხლის ერთერთი შემადგენელი კომპონენტია. სისხლის პლაზმის დამატება მიკრონიდლინგს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის, ვინაიდან სისხლში არსებული თრომბოციტები ჭრილობებისა და დაზიანებების მკურნალობას ეხმარებიან. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა შეიცავს ცილებს, მათ შორის ზრდის ფაქტორებსა და ციტოკინებს. სწორედ ეს ცილები უწყობს ხელს კანის ქსოვილის აღდგენას. შესაბამისად, მიკრონიდლინგზე პლაზმოთერაპიის დამატება აჩქარებს მკურნალობის პროცესს და აუმჯობესებს შედეგს.

 

პროცედურების ოპტიმალური რაოდენობა ინდივიდუალურია. დიდი ნაწიბურებისა და ღრმა ნაოჭების მკურნალობისთვის, ბუნებრივია, მეტი სეანსია საჭირო. შესაბამისად, თვალსაჩინო შედეგსაც მყისვე არ უნდა ველოდოთ, ვინაიდან ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებისთვის დრო სჭირდება. პროცედურას თან მინიმალური დისკომფორტი ახლავს. კანის სიწითლე და მცირე ზომის სისხლჩაქცევები კი, რომელიც პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს, 4-5 დღის განმავლობაში ქრება.


პროცედურა #3 - ქიმიური პილინგი


ქიმიურ პილინგს ჯადოსნურ ეფექტს უწოდებენ, რადგან პროცედურის შემდეგ ადამიანი სრულიად განახლებულ, გაახალგაზრდავებულ კანს იძენს, ერთგვაროვანი იერითა და ჯანსაღი ფერით.

 

ყველაზე ხშირად დასმულ კითხვაზე - რეალურად გვეხმარება თუ არა ქიმიური პილინგი აკნეს ნაწიბურების შემცირებასა და გაქრობაში, პასუხი მარტივი და ერთმნიშვნელოვანია - დიახ, ქიმიური პილინგი ებრძვის აკნეს ნაწიბურებს! ჯადოსნობა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, იმაში მდგომარეობს, რომ ამქერცლავი პროცედურა კანის ზედაპირს პრობლემურ ფენას, ჩამოაცილებს და ახალი, ჯანმრთელი, ლამაზი საფარველით ჩაანაცვლებს. დროთა განმავლობაში კი აკნეს მიერ დატოვებულ ნაწიბურებსაც ამცირებს.

 

პილინგი არაჩვეულებრივი საშუალებაა არა მხოლოდ აკნეს შემდგომი ნაწიბურებისა და შრამებისთვის, არამედ პიგმენტური ლაქებისთვისაც, რითიც ზაფხულის მზე უხვად „გვასაჩუქრებს”. მითუფრო, თუ სანაპიროზე გარუჯვაც გვიყვარს. აგრეთვე, გრკვეული ტიპის გამონაყარის დროს, მომაბეზრებელი შავი წერტილების, ნახეთქების, სტრიების, გაფართოებული ფორების, არაჯანსაღი სახის ფერის, ნაოჭების, მოდუნებული და რელიეფური კანის შემთხვევაში.

 

ქიმიური პილინგის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი სხვადასხვა ტიპის მჟავაა. პროცედურის მსვლელობისას პრობლემური ზონა სპეციალური ნივთიერებით მუშავდება. სწორედ იგი აშორებს კანს ზედა საფარველს და ასტიმულირებს ახალი უჯრედების გამომუშავებას, აძლიერებს უჯრედშორის ნივთიერებათა სინთეზს და აჩქარებს ფერმენტებისა და ფიბრობლასტების გამომუშავებას. პროცედურის რეგულარულად ჩატარების შემთხვევაში, კანი მდიდრდება კოლაგენითა და ელასტინით, რაც მას ბრწყინვალე, ჯანსაღ და ახალგაზრდულ იერს აძლევს.

 

ქიმიური პილინგი, ზემოქმედების სიღრმის მიხედვით, სამ კატეგორიად იყოფა: ზედაპირული, საშუალო და ღრმა. პილინგის მეთოდი და პროცედურის რაოდენობა კი პაციენტის ასაკსა და კანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

 

დასკვნის სახით, აუცილებლად უნდა გითხრათ ისიც, რომ ზემოთხსენებული პროცედურების კურსის ხანგრძლივობას, საჭირო სესიების რაოდენობასა და სიხშირეს პროფესიონალი ექიმი დერმატოლოგები თითოეული პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით ადგენენ. დაუშვებელია სხვისი გამოცდილების პირდაპირი სახით გამეორება და სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება. იმისათვის, რომ ეფექტი იყოს მაქსიმალური და არ გამოიწვიოს უკუშედეგი - არ გაამწვავოს თქვენი კანის მდგომარეობა, დარწმუნებულები უნდა იყოთ იმ დაწესებულების სანდოობასა და მაღალ სტანდარტში, სადაც პროცედურის ჩატარებას გადაწყვეტთ.