ყველას გვსურს, გვქონდეს სუფთა, ელასტიკური და ჯანსაღი კანი, და ვცდილობთ, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით რაც შეიძლება მეტხანს შევინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი.
კანს სჭირდება დატენიანება, განსაკუთრებით მზიანი დღეების დადგომის დროს, დროთა განმავლობაში კი გამკვრივებაც.
კანთან დაკავშირბული პროცედურები და ჩარევა დაახლოებით 25 წლიდან არის რეკომენდებული. ეს ის ასაკია, როდესაც დაბერების პროცესი ბიოქიმიურ დონეზე მიმდინარეობს და ჩვენი ახალგაზრდობის განმაპირობებელი ნივთიერებების სინთეზი (კოლაგენი, ელასტინი, ჰიალურონის მჟავა) ნელ-ნელა იკლებს.
თანამედროვე დერმატოლოგიაში ბიორევიტალიზაცია მიღებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და უსაფრთხო გაახალგაზრდავების მეთოდი ქირურგიული ჩარევის გარეშე.
სადმე შესაძლოა შეგვხვდეს, წავიკითხოთ, რომ თანამედროვე არარადიკალური გაახალგაზრდავების მეთოდები უმტკივნეულოა და ყველასათვის ერთნაირად ეფექტურია. ზოგიერთი ასევე თვლის, რომ ბიორევიტალიზაცია ის განსაკუთრებული გამონაკლისია გაახლგაზრდავების მეთოდებს შორის, რომელსაც არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. იმისათვის, რომ გავარკვიოთ რა არის ამ გავრცელებული მოსაზრებებიდან მართალი და რა მითი, საჭიროა უფრო დეტალური განხილვა. იმისათვის, რომ გავიგოთ როგორ ტარდება ბიორევიტალიზაციის პროცედურა, რა ხდება შემდგომ ჩვენს ორგანიზმში და რა ეფექტი აქვს პროცედურას , ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ჩვენი ბლოგი.
ბიორევიტალიზაციის პროცედურა გულისხმობს უშუალოდ სპეციალისტის მიერ დერმისზედა და ღრმა შრეების გამდიდრებას გარე სტიმულირების ფაქტორებით: პრეპარატი, ულტრაბგერა, ლაზერი, მაგნიტური ტალღა, სიცივე და სხვა. მას ასევე ეხება პოპულარული და გავრცელებული პროცედურა მეზოთერაპია, რომელიც მოიცავს გარკვეული რაოდენობის აქტიური მედიკამენტების შეყვანას კანქვეშ. გასათვალისწინებელია, რომ რთულია გაიმიჯნოს ბიორევიტალიზაციისა და მეზოთერაპიის ზუსტი გამყოფი ხაზი.
მთავარი და ძირითადი განმსაზღვრელი კომპონენტი გახლავთ პოლიმერული მჟავა - ჰიულურონი, იგივე ჰიალურონის მჟავა, რომელიც სინთეზური გზით მიიღება. მისი გამოყენება შესაძლოა მოხდეს როგორც სუფთა, ასევე გაზავებული სახით. მეტი ეფექტის მისაღწევად გამოიყენება სუფთა და მაღალმოლეკულური ჰიულურონის მჟავა.
თავად ჰიულურონის მჟავა - გახლავთ კანის ბუნებრივი ელემენტი. ახალგაზრდა ასაკში სინთეზირდება დიდი რაოდენობით. ასაკის მატებასთან ერთად კი მისი გამომუშავება მნიშვნელოვნად მცირდება და კანის დაბერების პირველი ნიშნებიც სწორედ ჰიალურონის მჟავის სინთეზის მნიშვნელოვნად შემცირებას და მის შეჩერებას უკავშირდება. კანის გაახალგაზრდავება ბიორევიტალიზაციის ხარჯზე ნიშნავს მივაწოდოთ უჯრედს დეფიციტური ნივთიერება და გავააქტიუროთ ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავების ბუნებრივი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას, სიმკვრივეს, სიჯანსაღესა და ბუნებრივ სილამაზეს. ბიორევიტალიზაციის კურსის შემდგომ მნიშვნელოვნად იმატებს კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების შანსი, ბიორევიტალიზაციის მეთოდი ერთნაირად ეფექტურია ნებისმიერ ასაკში, რეკომენდებულია ახალგარდა ასაკში მისი ჩატარება, როდესაც სახეზეა კანის მოშვების, ბუნებრივი სიჯანსაღისა და დაბერების პირველი ნიშნები.
ბიორევიტალიზაციის პროცესი იწყება საჭიროების მიხედვით სხვადასხვა პროცედურების შემდგომ, იქნება ეს კანის დამუშავება, მომზადება პროცედურის წინ, აპლიკაციური გამაყუჩებელი მალამოების შემდგომ. თავად პროცესის მიმდინარეობა კი ასეთია: ჰიალურონის მჟავის კანქვეშ შეყვანის შემდგომ, უჯრედს მიეწოდება გამზადებული სახით სუფთა ჰიალურონისდ მჟავა, მოხვედრისას იწვევს ე.წ „სტრესის ეფექტს“, შედეგად უჯრედი ბუნებრივი რექციაა გამოიმუშავოს კოლაგენი და ელასტინი დიდი ოდენობით. წარმოიქმნება თვალისათვის უხილავი მიკროჩაქცევები და მეზოდერმალური ფენის შევსების ხარჯზე იზრდება კანის სიმკვრივე. წარმოქმნილი ნაოჭები მცირდება, კანი ბევრად ელასტიური ხდება უბრუნდება ჯანსაღი და ახალგაზრდა იერი.
ყოველივე ზემოთ მოყვანილისგან, არ იფიქროთ, რომ ბიორევიტალიზაცია ეს პანაცეაა და ცალსახად წარმოდგენს ყველა თქვენი პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზას. ნებისმიერი სახის კანთან დაკავშირებული პრობლემის განხილვა ხდება კვალიფიციურ და პროფესიონალ ესთეტიკურ დერმატოლოგთან, კლინიკა „კანი ესთეტიკში“ თითოეულ თქვენგანთან ხდება ინდივიდუალური მიდგომით თქვენი სახის კანის მდგომარეობის შესწავლა და მხოლოდ ამის შემდგომ ზონის დამუშავება და საჭირო პროცედურის შერჩევა
რა თქმა უნდა კლინიკა „კანი ესთეტიკის“ ესთეტიკური დერმატოლოგები პროცედურის წინ პაცინეტის ანამნეზით აუცილებლად არკვევს ზემოთ მოყვანილი უკუჩვენებების არსებობას, ამასთან მას უწევს დაეყრდნოს პაციენტის სიტყვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია იყოთ გულახდილნი და დაგვეხმაროთ გავხადოთ ბიორევიტალიზაციის პროცესი მეტად ეფექტური, ჩვენთვის თქვენს სილამაზესთან ერთად თქვენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი.
ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ გამოცდილი, დახელოვნებული ესთეტიკური დერმატოლოგის მიერ სწორად და ინდივიდუალურად თქვენზე მორგებული პრეპარატის შერჩევა.
კლინიკა „კანი ესთეტიკში“ დიაგნოსტირება 3 განზომილებიანი უახლესი, მე-7 თაობის აპარატით – VISIA, რისი დახმარებითად ხდება სახის კანის დეტალური სკანირება, სადაც ვლინდება კანის საერთო მდგომარეობა, ბიოლოგიური ასაკი, იკვეთება კანქვეშ არსებული პიგმენტური ლაქებისა და ბაქტერიების არსებობა.