ეს არის დერმატო-კოსმეტოლოგიური პროცედურა, რომლის დროსაც ხდება კანქვეშ კომბინირებული, მულტიკომპლექსური კოქტეილების შეყვანა, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, ვიტამინებს, ამინომჟავებს, ოლიგოელემენტებს, პეპტიდებს, ფოსფოლიპიდებს, მინერალურ ნივთიერებებს და ხდება მათი ათვისება.
არსებობს ინექციური მეთოდი (როდესაც ხდება ნივთიერების უშუალოდ კანქვეშ შეყვანა ინექციური მეთოდით) და არაინექციური - აპარატურული მეთოდი.
მეზოთერაპიის პროცედურებს იტარებენ ასაკობრივი ნაოჭების, ცხიმიანი, ფორებიანი, მშრალი ან მოდუნებული კანის, პიგმენტური ლაქების, აკნეს, დაკიდებული ღაბაბის, ცელულიტის, ზედმეტი ცხიმის, თვალის ირგვლივ შავი წრეების არსებობის და თმის ცვენის შემთხვევაში.
მეზოთერაპიის საშუალებით ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა, კანის ფერის გაუმჯობესება, პიგმენტული ლაქების და ზედაპირული ნაოჭების კორექცია. მისი ეფექტი კი საშუალოდ 18 თვემდე ნარჩუნდება.
მკურნალობის დაწყებამდე კლინიკა „კანი ესთეტიკიში“ ტარდება კონსულტაცია 3 განზომილებიანი ხელოვნური ინტელექტის მქონე აპარატურით კონსულტაცია და დიაგნოსტიკა, რის შემდგომაც ჩვენი ესთეტიკური დერმატოლოგები შეარჩევენ რამდენი პროცედურის ჩატარებაა თქვენთვის მიზანშეწონილი. პროცედურების რაოდენობა და ტიპი არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე.
მეზოთერაპია კანისა და კანქვეშა ქსოვილების პრობლემებისა და დეფექტების მკურნალობის გზით გაახალგაზრდავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
მეზოთერაპია შეუცვლელი და აუცილებელი პროცედურაა, რომელიც ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად ამაღლებს და გვაძლევს საშუალებას მოვაგვაროთ რიგი დეფეტები, რომელიც ხელს გვიშლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი და თავდაჯარებული ყოფისთვის.
მეზოკოქტეილი შლის ლოკალურ ცხიმოვან ფენებს და აგლუვებს რელიეფს, ამასთან ახდენს მის ლიფტინგს, რის შედეგადაც ხდება „ფორთოხლის ცედრის" ეფექტის მოცილება.
გამონაყარი:
მეზოთერაპიიული კოქტეილების შემადგენლობაში არის ანტიბაქტერიული და სპეციალურად გამონაყარის საწინააღმდეგო კომპონენტები, რომლების ებრძვიან გამონაყარის გამომწვევ ბაქტერიებს. პარალელურად ხდება რეგენერაციის პროცესის აქტივირება, რის შედეგადაც კანი ხდება ჯანსახი და გლუვი.
მეზოთერაპია პრაქტიკულად შეუცვლელი პროცედურაა თმის ცვენის, ალოპელაციის, გამელოტების წინააღმდეგ. პროცედურა ანორმალიზებს თმის კანის ჯირკვლების მუშაობას და აქტივიზირებს ააქტიურებს თმის ზრის პროცესს, ამაგრებს თმის ბოლქვებს. შესაბამისად პროეცედურა ეფექტურია არა მარტო თმის ცვენის, არამედ გამელოტების წინააღმდეგ (თუკი თავის კანზე შენარჩუნებულია თმის ფოლიკულები).
მეზოთერაპია განსაკუთრებით აუცილებელი და საჭირო პროცედურაა:
კლინიკა „კანი ესთეტიკში" დანერგილია თმის ცვენის საწინააღმდეგო სპეციალური კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს 5 პროცედურას - პლაზმოთერაპიის, მეზოთერაპიისა და სხვა სპეციალური კოქტეილების ერთობლიობას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს.
მეზოკოქტეილი მიზანმიმარტულად ახდენს ნაწიბურების პრობლემის მოგვარებას, ასტიმულირებენ კანის რეგენერაციასა და პროცესების ცვლას. თერაპიას იდეალური შედეგი აქვს ნაწიბურების ადრეულ ეტეპზე მკურნალობისას.
მეზოთერაპია სტრიების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, ასტიმულირებენ კანის რეგენერაციასა და პროცესების ცვლას, რის შედეგადაც სტრიების პრობლემურ ზონაზე ხდება კანის განახლება.
მეზოთერაპია აწესრიგებს ლიმფურ სადინარებს, აცილებს ლოკალურ ცხიმოვან ფენებს, ამკვრივებს კანს, რასაც თავის მხრივ ეფექტურია თვალის უპეების „ბალიშების“ მოსაცილებლად. მისი კანის ფერის ნორმალიზების ეფექტი კი გვაძლევს საშუალებას გავთავსუფლდეთ თვალის გარშემო არსებული მუქი წრეებისგან.
მეზოკოქტეილში შემავალი მელანინის დამშლელი ნივთიერებები აღიავებს და აქრობს პიგმენტურ ლაქებს სახეზე. საკმარისია საშუალოდ 2-3 პროცედურა, რათა შედეგი შესამჩნევი და იდეალური გახდეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ გამოცდილი, დახელოვნებული ესთეტიკური დერმატოლოგის მიერ სწორად და ინდივიდუალურად თქვენთზე მორგებული მეზოთერაპიული კოქტეილის შერჩევა. კლინიკა „კანი ესთეტიკში“ დიაგნოსტირება 3 განზომილებიანი უახლესი, მე-7 თაობის აპარატით – VISIA, რისი დახმარებითად ხდება სახის კანის დეტალური სკანირება, სადაც ვლინდება კანის საერთო მდგომარეობა, ბიოლოგიური ასაკი, იკვეთება კანქვეშ არსებული პიგმენტური ლაქებისა და ბაქტერიების არსებობა.