ჩაზრდილი ფრჩხილი, როგორ აირიდოთ თავიდან გართულებები და რა დროს უნდა მივმართოთ პოდოლოგს

ჩაზრდილი ფრჩხილი, როგორ აირიდოთ თავიდან გართულებები და რა დროს უნდა მივმართოთ პოდოლოგს
ჩაზრდილი ფრჩხილი, როგორ აირიდოთ თავიდან გართულებები და რა დროს უნდა მივმართოთ პოდოლოგს

ზამთრის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება ფეხის ფრჩხილების ჯანმრთელობა და მოვლა. ცივი ამინდების სეზონი მუდმივად დახურული ფეხსაცმლის ტარების საჭიროებას ქმნის. ამ დროს კი არასწორად მორგებულმა ფეხსაცმელმა შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას. გამოიწვიოს ფრჩხილის ტრავმები, ჩახურება, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები. 


დღეს ჩაზრდილ ფრჩხილზე გესაუბრებით და გაგიზიარებთ რჩევებს როგორ აირიდოთ თავიდან გართულებები.


ჩაზრდილი ფრჩხილი არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც შესაძლებელია ყველა თითზე წარმოიშვას. თუმცა უფრო ხშირი შემთხვევებია როდესაც გვხვდება ფეხის დიდ თითზე. ამ დროს ფრჩხილის კუთხე კანში იზრდება და იწვევს ანთებით პროცესს. ჩაბრუნებული ფრჩხილის ვერ შემჩნევა შეუძლებელია, რადგან ტკივილთან ერთად ვიზუალური ეფექტიც აქვს.


თუ თითის ბალიში შესივებული და გაწითლებულია, შეხებისას გრძნობთ ტკივილს ან ამჩნევთ რომ დაზიანებული უბანი ჩირქმდენია, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმ-პოდოლოგთან ჩაიტარეთ პროცედურები. ასე თავიდან აირიდებთ შემდგომ გართულებებს, რადგან არასრულფასოვანი მკურნალობა პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგეხმარებათ. 

 

ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა

მკურნალობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს მწვავე პროცესის ჩაცხრომა, ჩაზრდილი ფრჩხილის (მხოლოდ ნაწილის, არაქირურგიული გზით) მოცილება, ჩირქოვანი და ანთებითი უბნების განეიტრალება და მხოლოდ ამის შემდგომ იგეგმება მკურნალობის ეტაპები, რომლებიც ფრჩხილის სწორად გაზრდას შეუწყობს ხელს. კორექციული პროცედურები გულისხმობს ფრჩხილის ბრეკეტების და ტამპონების გამოყენებას. 


გართულებების თავიდან ასარიდებლად გამოიყენეთ თავისუფალი და კომფორტული ფეხსაცმელი. ფეხის ფრჩხილები დაიჭერით ჰორიზონტალურად, არ მოამრგვალოთ და არ მოაჭრათ კუთხეები. მიეცით საშუალება ისე გაიზარდოს რომ კანის საფარველი არ გაიკეთოს. ჩაიცვით ბუნებრივი მასალისგან დამზადებული წინდა. ხშირად დაიბანეთ ფეხები და პერიოდულად გაიკეთეთ ზღვის მარილის აბაზანები. 


განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ თუ გაქვთ დიაბეტი. ნუ მიმართავთ თვითმკურნალობის მეთოდებს. 

აუცილებლად ჩართეთ ექიმი-პოდოლოგი რომ თავიდან აირიდოთ ჭრილობების მოშუშებასთან დაკავშირებული სირთულეები. პოდოლოგიური პროცედურები მარტო სამკურნალო მიზნით არ გამოიყენება, ისინი საუკეთესო საშუალებებია დიაბეტურ ტერფთან დაკავშირებული გართულებების, წყლულების, კოჟრების და ფრჩხილების დაზიანებების თავიდან არიდებისთვის.


შემოდგომა - ზამთრის პერიოდი გარდა იმისა რომ დაავადების პროვოცირებას ახდენს, ასევე საუკეთესო დროა - მოიწესრიგოთ ფეხები და ზაფხულს მოვლილი, ჯანმრთელი ფრჩხილებით შეხვდეთ.

 

სხვა სტატიები