ბლოგი

ვაკანსიები
11 ივნ., 2024

ვაკანსიები

მულტიპროფილური კლინიკა "კანი" აცხადებს შერჩევას პოდოლოგის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი, სააკაძის დაღმართი N11 / ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. N94

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი (შესაბამისი განათლების დამადასტურებელი მოწმობა);
** სავალდებულოა ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, დიაგნოსტირება და პოდოლოგიური მკურნალობა;
** კლინიკაში არსებული გაიდლაინების გათვალისწინებით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება და გაცემა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა
** პაციენტებისადმი ეთიკური, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება 

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kani.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “პოდოლოგია”.

სრულად ნახვა
ყველაფერი, რაც მიკრონიდლინგისა და პლაზმოთერაპიის კომბინაციის შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც მიკრონიდლინგისა და პლაზმოთერაპიის კომბინაციის შესახებ უნდა იცოდეთ

აკნეს შემდგომი ლაქების სამკურნალოდ, დაბერების ნიშნებთან საბრძოლველად და კანის გასაჯანსაღებლად, სხვა პროცედურებთან ერთად, ინოვაციურ შესაძლებლობად ითვლება მიკრონიდლინგისა და პლაზმოთერაპიის კომბინაცია, რომელიც სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. 

 

ეს უნიკალური მეთოდი, რომელიც ორ სხვადასხვა პროცედურას აერთიანებს და ორმაგი ბენეფიტის მომტანია, წინა ბლოგში უკვე გაგაცანით, დღეს კი მასზე დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, რადგან შემოდგომა ის სეზონია, როცა თქვენი კანი სწორედ ამ პროცედურას საჭიროებს. Microneedling არის მეთოდი, რა დროსაც უწვრილესი ნემსებით დაფარული სპეციალური მოწყობილობით - DermaPen-ით კანს უამრავი მიზანმიმართული მიკროდაზიანებაადგება. კანის დამცავი მექანიზმი ამ პროცესს განიხილავს, როგორც დაზიანებას და დაუყოვნებლივ სამკურნალო პროცესს იწყებს.
 

 

აღნიშნული მოწყობილობა ასტიმულირებს კანში კოლაგენის დამატებით წარმოებას, რაც ხელს უწყობს ფორების შემცირებას, ნაწიბურების გასადავებას და ამცირებს დაბერების ნიშნებს - წვრილ დანაოჭებას.
 

რაც შეეხება პლაზმოთერაპიას,ამ დროს სახის კანის გასაჯანსაღებლადპაციენტისვე სისხლის პლაზმა გამოიყენება, რომელიც თრომბოციტებითაა გაჯერებული. სწორედ თრომბოციტები აჩქარებს ჭრილობებისა და დაზიანებების მკურნალობას, ვინაიდან სისხლის შედედებას უწყობს ხელს. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა შეიცავს ცილებს, მათ შორის ზრდის ფაქტორებსა და ციტოკინებს. ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად კი ამ ორი დამოუკიდებელი მეთოდის შერწყმა უკეთესი შედეგის მომტანია, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე.
 

პრდოცედურის აღწერა

   პროცედურას კანის ესთეტიკის მთავარი ექიმი, დერმატო-ვენერელოგი, კოსმეტოლოგი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლექტორი, სოფიკო აზრუმელაშვილი დეტალურად აღწერს:

 

პროცედურა მიკრონიდლინგის აპარატით ტარდება. მის თავაკში მოთავსებული ნემსები ჩხვლეტს და მექანიკურად აზიანებს კანს. აპარატით მუშაობის პარალელურად კანზე ზემოდან დავიტანთ პლაზმას, რაც კანის რეგენერაციაში მონაწილეობს. პროცედურის დაწყებამდე კანზე დავიტანთ ადგილობრივ საანესთეზიო კრემსაც, შედეგად პაციენტი თითქმის ვერაფერს გრძნობს. სეანსის შემდეგ, კანი ჰიპერემიული-ვარდისფერი, ოდნავ შეშუპებულია და იგრძნობა მცირედი სიმხურვალე. ეს 3-4 დღის განმავლობაში გრძელდება, - ამბობს სოფიკო აზრუმელაშვილი.

 

რაც შეეხება რეაბილიტაციის პერიოდს, იმის გამო, რომ კანი მიზანმიმართულად ზიანდება, არსებობს ინფიცირების რისკი, ამიტომ მოვლა აუცილებელია. პროცედურის შემდეგ დაუშვებელია ფიზიკური აქტივობა, გარუჯვა, საუნა, აუზი, რათა კანი არ გაოფლიანდეს და არ დაინფიცირდეს. 3-4 დღის გასვლის შემდეგ კი მხოლოდ მსუბუქი აქერცვლა და სიმშრალეშეინიშნება. პაციენტს ენიშნება ანტისეპტიკური საშუალება და დამატენიანებელი კრემი.

იმისათვის, რომ უფრო ზუსტად იცოდეთ, თუ რას უნდა ელოდოთ პროცედურის დროს, ან მის შემდეგ, შევეცადეთ თქვენთვის ისეთი ადამიანის გამოცდიელბა გაგვეზიარებინა, რომელმაც იგი ;კანი ესთეტიკში; სულ ახლახანს ჩაიტარა და როგორც თავადვე აცხადებს, არა უკანასკნელად. თამთა ხარაიშვილი იმ შეგრძნებებზე გვიყვება, რომელიც პროცედურის ჩატარებისას, თუ მომდევნო დღეებში ჰქონდა:

 

შემოდგომაზე ამქერცლავ პროცედურას ყოველთვის ვიტარებ. წელს გადავწყვიტე მიკრონიდლინგი გამეკეთებინა პლაზმოსთან ერთად, რადგან მას მხოლოდ პილინგის ფუნქცია არ აქვს, კანს ასტიმულირებს. მე პროცედურა გამაყუჩებლის გარეშე გავიკეთე და მტკივნეული მაინც არ იყო. კანი მალევე გახურდა და თითქმის აღარაფერს ვგრძნობდი. გამაყუჩებლით, ალბათ, საერთოდ ვერაფერს ვიგრძნობდი.

 

რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, პირველ დღეს კანზე ვგრძნობდი დაჭიმულობას და სიმშრალეს, რაც ამ პროცედურის თანმდევია. აქერცვლა არ იყო შემაწუხებელი, პილინგის შემდეგ უფრო ძლიერი აქერცვლა მაქვს ხოლმე. მეორე დღეს კანზე სიწითლე შეიმჩნეოდა, მესამე დღეს კი აღარაფერი, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი. პირველი სამი დღე სპეციალისტის მიერ დანიშნულ კრემს ვისვამდი. სულ ეს იყო. აუცილებლად ვაპირებ 4-5 პროცედურის ჩატარებას, - ამბობს თამთა.

 

 

პროცედურის ეფექტი და რისკები

სარგებელზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აკნეს ნაწიბურებზე მიკრონიდლინგს+პლაზმოთერაპიის გავლენა შეისწავლა. 50 ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოხდილი წყლით გაკეთებულმა მიკრონიდლინგმა აკნეს ნაწიბურები 45.84%-ით, ხოლო პლაზმათი მიკრონიდლინგმა 62.20%–ით გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ მკურნალობისას გვერდითი ეფექტი ცდის არც ერთ არც ერთ მონაწილეს არ გამოვლენია.


უკვე 2019 წელს ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მიკრონიდლინგზე პლაზმოთერაპიის დამატება არა მხოლოდ გვეხმარება აკნეს ნაწიბურებთან ბრძოლაში, არამედ ამცირებს კიდეც დროს, რაც მკურნალობისთვისაა საჭირო. პროცედურა წარმატებულია პიგმენტური ლაქების შემთხვევაშიც. საერთო ჯამში კი, იმ ჩვენებების ჩამონათვალი, რომლის დროსაც მიკრონიდლინგს+პლაზმოთერაპიის გამოყენება ეფექტური და ზოგ შემთხვევაში შეუცვლელიც კია, ასე გამოიყურება: აკნეს ნაწიბურები, ქირურგიული ჩარევის შედეგად დარჩენილი ნაწიბურები, ნაოჭები და წვრილი ხაზები, ჰიპერპიგმენტაცია, მზისგან დაზიანებული, გამომშრალი და გაუხეშებული კანი, დიდი ფორები, ცხიმიანობა, კანის არათანაბარი სტრუქტურა, არაჯანსაღი ფერი. ამერიკის დერმატოლოგიური აკადემიის თანახმად, მიკრონიდლინგი უსაფრთხო და ეფექტურია როგორც მუქი, ისე ღია ფერის კანისთვის.


„იგი აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ამცირებს ფორებს, აქვს პილინგის ეფექტი. პროცედურა ჩართულია ნაწიბურებისა და პიგმენტური ლაქების მკურნალობის პროცესში, სხვა პროცედურებთან ერთად კომბინაციაში.“,- ამბობს სოფიკო აზრუმელაშვილი.


ექიმი დერმატოლოგი იმასაც განმარტავს, თუ რა შემთხვევაში იქნება არაეფექტური აღნიშნული პროცედურა. ამბობს, რომ მნიშვნელობა აქვს სეზონსაც და პაციენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებსაც. ეს ყველაფერი კი პროფესიონალმა დერმატოლოგმა უნდა განსაზღვროს, პაციენტის შესახებ სრული ანამნეზის მოკრების შემდეგ.


„პროცედურა იდეალურია სტრუქტურულად სქელი, ფოროვანი, ცხიმიანი კანის შემთხვევაში. რეკომენდირებული არ არის მგრძნობიარე, თხელი და მშრალი კანისთვის, ზედაპირული კაპილარების შემთხვევაში. ცალსახად გამორიცხულია ჩირქოვანი გამონაყარის, პუსტულოზური  აკნეს, სებორეული დერმატიტის, ჰერპესის დროს. განიკურნება რა კანი უკვე, შესაძლებელია პროცედურის ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, კანი მეორადად დაინფიცირდეს და უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს“,- აღნიშნავს ექიმი დერმატოლოგი.

 

როდის დავინახავთ შედეგს?

როგორც თითქმის ყველა სხვა პროცედურისა თუ მკურნალობის კურსის შემთხვევაში, საჭირო სესიების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პრობლემასა და კანის ტიპზე - ღრმა ნაწიბურებისა და ნაოჭების შემთხვევაში შედეგი უფრო გვიან დგება. განმეორებითი სეანსებია საჭირო დაბერების ნიშნებთან საბრძოლველადაც, ვინაიდან კანს კოლაგენის წარმოებისთვის დრო სჭირდება.

 

შედეგი, პირველი პროცედურიდან, დაახლოებით 10-14 დღეში ჩანს, როდესაც დამუშავებელი კანი ჩამოიფრცქვნება. პაციენტი აუცილებლად შეამჩნევს, რომ იგი უფრო გლუვი და ერთგვაროვანი გახდა. რაც შეეხება სიხშირეს, იდეალურია, 3-4 პროცედურის ჩატარება ერთ თვიანი ინტერვარლით, რათა კანმა აღდგენაც მოასწროს. ინდივიდუალურია ისიც, თუ რა პერიოდის შემდეგაა მიზანშეწონილი კურსის განმეორება, საშაულოდ 6 თვე - 1 წელი.

 

„პროცედურა საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით ზაფხულის, ზღვისა და გარუჯვის შემდეგ, როცა კანი არაერთგვაროვანი, აჭრელებული და გვინდა მკვდარი უჯრედები ჩამოვფრცქვნათ. სწორედ ამიტომ, შემოდგომაზე ამ პროცედურის ჩატარება ყველაზე კარგი არჩევანია, რადგან ორ საქმეს ერთდროულად ვაკეთებთ - კანს თან მკვდარ უჯრედებს ვაცილებთ და თან ვასტიმულირებთ, ხელს ვუწყობთ ახალი უჯრედების წარმოქმანს“, - დასძენს სოფიკო აზრუმელაშვილი.

 

სწორად შერჩეული კლინიკა და სპეციალისტი - მთავარი ნაბიჯი წარმატებული შედეგისკენ

 

რამდენადაც სასიკეთო შეიძლება იყოს აღნიშნული პროცედურა ჩვენი სახის კანისა და სილამაზისთვის, იმდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, თუკი თვალს დავხუჭავთ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, როგორიცაა სრულად აღჭურვილი, მაღალი სტანდარტების მქონე და მრავალგზის შემოწმებული კლინიკა და პროფესიონალი სპეციალისტი. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, ისეთ საპასუხისმგებლო პროცედურებს, როგორც მიკრონიდლინგი, პლაზმოთერაპია, თუ მრავალი სხვაა, ორიოდე თვიანი გადამზადების გავლის შედეგად კოსმეტოლოგის სტატუსს დაუფლებული ადამიანები ხშირად გვთავაზობენ. საბოლოოდ კი, პაციენტები უკეთეს შემთხვევაში ნულოვან შედეგს, უარეს შემთხვევაში კი გაუარესებულ მდგომარეობასა და უსიამოვნო სიურპრიზებს იღებენ.

 

„გადამწყვეტ როლს თამაშობს სანდო და მაღალპროფესიონალური კლინიკა, სადაც პაციენტს ზუსტ დიაგნოზს დაუსვამენ. დიაგნოზისა და კანის მდგომარეობის გათვალისწინებით, სწორად შეირჩვა მკურნალობის გეგმა, სეანსების თანმიმდევრობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც პაციენტს ეს პროცედურა უტარდება, ერთჯერადი და სტერილური იარაღები, რომელსაც ექიმი გამოიყენებს. „კანი ესთეტიკში“ ამას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ჰიგიენური ნორმების დაცვასთან ერთად, მაქსიმალურად ვცდილობთ პაციენტს კომფორტული, მეგობრული ატმოსფერო დავახვედროთ, რათა მან თავი კარგად და მშვიდად იგრძნოს“, - აღნიშნავს ექიმი დერმატოლოგი სოფიკო აზრუმელაშვილი.

 

ექიმთან ჩასაწერად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 032 243 40 00

VENUS VERSA - კაპილარების მოშორების ინოვაციური საშუალება

VENUS VERSA - კაპილარების მოშორების ინოვაციური საშუალება

კაპილარები და ამით გამოწვეული სიწითლე სახეზე ის პრობლემაა, რომელიც უამრავ ადამიანს დილით, სარკეში ჩახედვისას, გუნება-განწყობას უფუჭებს. ამგვარი კანი მუდმივად წითელია რაც ბევრ ჩვენგანს სურვილს უჩენს სასწრაფოდ დაფაროს ის რაიმეთი, თუნდაც დროებით. თუმცა, კრემების საშუალებით პრობლემა მხოლოდ მცირე ხნით გვარდება - სარკეში მომდევნო ჩახედვამდე. ამ ბლოგში ჩვენ იმ საშუალების შესახებ მოგიყვებით, რომელიც მისი  ხანგრძლივად დავიწყებისა და დამფარავი კრემების გადაყრის საშუალებას მოგცემთ.

 

პროცედურა და აპარატი, რომელიც უნდა გაგაცნოთ, ესთეტიკურ მედიცინასა და კანის მკურნალობაში ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი აღმოჩენაა.

აპარატ Venus Versa-სა და IPL მეთოდზე, რომელიც კაპილარებისა და წვრილი სისხლძარღვების ფოტო სხივით მოშორებას გულისხმობს. აღნიშნული აპარატი, საქართველოში, მხოლოდ კლინიკა „კანს“ აქვს  და შესაბამისად, მისი გამოყენების უახლეს ტექნოლოგიასაც მხოლოდ „კანის“ პროფესიონალი ექიმი დერმატოლოგები ფლობენ.
 

ცოტაოდანი რამ VENUS VERSA-სა და IPL მეთოდზე

IPL (ანუ, ინტენსიური პულსის სინათლე) იყენებს სინათლეზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას, რომელიც კანის მკურნალობასა და ზემოთხსენებული კაპილარების გაქრობას ეხმარება.  IPL, ესაა სინათლისა და სითბოს კომბინაცია, რომელთა გარდატეხვის შედეგად კანზე შერჩევითი ლიზის, ანუ სამიზნე უჯრედების დაზიანება ხდება. აპარატი ინოვაციურია იმით, რომ მასში მოთავსებულია Smartpulse™ ტექნოლოგია -  კანის ზედაპირის იდეალური გაგრილება, რაც ექიმს საშუალებას აძლევს თითოეულ პაციენტთან სწორად შერჩეული ენერგიით იმუშაოს და ამასთან ისე, რომ  კანის დაზიანება არ გამოიწვიოს.

 

როგორია IPL პროცედურა?

პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა და არ საჭიროებს გამაყუჩებელ საშუალებას. პაციენტი მხოლოდ მცირე სითბოს გრძნობს სახეზე. სეანსი, საშუალოდ, 10-15 წუთს გრძელდება. მაქსიმუმ - ნახევარი საათი. დასრულების შემდეგ, პაციენტს აღენიშნება მცირედი შეშუპება და სიწითლე, შესაძლოა გრძნობდეს სიმხურვალესაც 1-2 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში იზღუდება ფიზიკური აქტივობაც, რადგან კანი არ უნდა ჩახურდეს და გაოფლიანდეს.  სრულყოფილ ცხოვრებას ადამიანი, დაახლოებით, 4-5 დღეში უბრუნდება. თუმცა, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და ზოგიერთ პაციენტს ეს მცირეოდენი დისკომფორტიც კი არ აწუხებს.


IPL მეთოდის ეფექტი და შედეგები

IPL მეთოდი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა  კაპილარებისა და წვრილი სიხლძარღვების ხანგრძლივი დროით მოსაშორებლად, გასაუფერულებლად. იწვევს კაპილარების კოაგულაციას. სახიდან ქრება სიწითლე,  კანი ხდება შესამჩნევად  კაშკაშა და თანაბარი.

შედეგი პირველივე პროცედურის დასრულების შემდეგ თვალსაჩინოა, თუმცა IPL მეთოდით მკურნალობა, როგორც წესი, 3-4 სეანსს გულისხმობს, დაახლოებით ერთ თვიანი შუალედით. მეთოდი თერაპიულია, ამიტომ ციკლურ კურსს ითვალისწინებს. კურსის განმეორების სიხშირე და ინტერვალი კი პაციენტის პრობლემასა და  სამკურნალო არეალზეა დამოკიდებული.პროცედურა გასაკუთრებით ეფექტურია სახისთვის, თუმცა,  სხეულის სხვა უბნებზეც ტარდება და შედეგი, ამ შემთხვევაშიც, მაღალხარისხიანია.

პროცედურისთვის საუკეთესოა დროა შემოდგომა და ზამთარი, რადგან ამ პერიოდში, ადამიანები, მზეზე ნაკლებად ხვდებიან. სეანსების ჩატარების პერიოდში გარუჯვა აკრძალულია. რეკომენდირებულია ანტიბიტიკების მიღებისგან ავის შეკავება.

სახის კანის წმენდა

სახის კანის წმენდა

სახის კანის წმენდა, თავის მოვლის რუტინის პირველ საფეხურად და ანა-ბანად შეგვიძლია მოვნათლოთ, ვინაიდან შეუძლებელია, ადამიანი, რომელიც საკუთარ გარეგნობასა და სილამაზეზე ზრუნავს, პირველ რიგში, სახის კანის წმენდას არ იტარებდეს. ესაა ის, რის გარეშეც აზრს კარგავს ყველაზე ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებები და ესთეტიკური პროცედურებიც კი. პირდაპირ და შეულამაზებლად რომ გითხრათ, სულ ტყუილად ხარჯავთ სოლიდურ თანხებს ათასნაირ კრემებსა თუ შრატებში, გელებსა თუ ნიღბებში, თუკი სახის წმენდას არ იტარებთ და კანს მკვდარი უჯრედების, მაკიაჟის ნარჩენების, მტვრისა და იმ ათასგვარი ჭუჭყისაგან არ ასუფთავებთ, რაც მასზე წლების განმავლობაში გროვდება, ფორებს ავსებს, აფართოებს, გამონაყარისა და ნაოჭებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის და ყოველდღიურად აუშნოებს.

კიდევ უფრო მეტი სიმარტივისა და პირდაპირობისთვის - ესაა ის, რასაც ვერავინ ავარიდებთ თავს, თუკი საკუთარი გარეგნობა, კანის სიჯანსაღე და იერი გვაწუხებს. თუკი არ გვინდა კანი ნაადრევად დანაოჭებულად, მოშვებულად, არაჯანსაღად გამოიყურებოდეს და მასზე, ყოველდღიურად, გამონაყარის სახით ახალ-ახალი „სიურპრიზები“ გვხვდებოდეს. 
 

 

კანის წმენდის ტიპები და საფეხურები
 

დასაწყისისთვის, აუცილებლად უნდა გითხრათ ის, რომ სახის კანის ორი ტიპის წმენდა არსებობს - ზედაპირული და ღრმა. ზედაპირული წმენდა, ძირითადად, მშრალი კანის მქონე ადამიანებს სჭირდებათ. ან მათ, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, თუმცა ხშირად იწმენდს, კანი ნორმალურ მდგომარეობამდეა მიყვანილი და ახლა უკვე ზედაპირულ წმენდას საჭიროებს. რაც შეეხება ღრმა წმენდას, იგი სჭირდებათ ნორმალური, კომბინირებული, ან ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებს. ღრმა და ზედაპირულ წმენდას შორის განსხვავება არ გულისხმობს იმას, რომ რომელიმე უფრო მეტად, ან უფრო ნაკლებად ტრავმულია. კანისთვის ორივე თანაბრად არატრავმულია, უბრალოდ ზოგიერთი კანი გასაწმენდად უფრო მეტ საფეხურს საჭიროებს, ზოგი კი - ნაკლებს.
 

რაც შეეხება საფეხურებს, ღრმა წმენდა 7 ძირითად საფეხურს მოიცავს, ზედაპირული კი - ხუთს. იმას, თუ რომელ პაციენტს როგორი ტიპის წმენდა სჭირდება და როდის არის ეს უფრო მიზანშეწონილი, კლინიკა „კანი ესთეტიკის“ ექიმი დერმატოლოგები მასთან პირადი კონსულტაციის დროს ადგენენ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც პაციენტის კანის მდგომარეობის შესახებ სრულ ანამნეზს შეკრებენ. თუმცა ისეც ხდება, რომ თავდაპირველად, პაციენტისთვის ზედაპირული წმენდა გადაწყდება, საწყისი ეტაპების გავლის შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ კანი იმაზე მეტადაა გასაწმენდი, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა და პროცესი ღრმა წმენდაში გადაიზრდება. ადამიანების დაახლოებით 95 %-ის შემთხვევაში კანის ღრმა წმენდაა საჭირო, ზედაპირულს კი, მხოლოდ 5 % თუ საჭიროებს.

მოდით, მივყვეთ თანმიმდევრობით და დავახასიათოთ თითოეული ტიპის წმენდა ცალ-ცალკე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაფერი კონსულტაციით იწყება, რასაც საჭირო ტიპის განსაზღვრა მოსდევს და ხოლოდ ამის შემდეგ შეუდგება სპეციალისტი საქმეს.


  
                                                              


სახის ღრმა წმენდა

სახის კანის ღრმა წმენდა 7 საფეხურიანია და იგი ძირეულად განსხვავდება იმ მოძველებული მეთოდოლოგიისგან, რომელსაც კოსმეტოლოგები სულ ახლო წარსულში და სამწუხაროდ, ახლაც კი იყენებენ. ეს თანამედროვე, მრავალეტაპიანი საშუალება, განსხვავებით წინამორბედი პროცედურისგან, გამორიცხავს სახის კანის დაზიანებას და აორმაგებს შედეგს.

 

კონსულტაციის შემდეგ, რომელიც კანის პრობლემებს გამოკვეთს და ექიმს უკარნახებს, თუ რა სახის ჩარევა სჭირდება პაციენტს, რენტგენული სურათის (ვიზიო) გადაღება ხდება, რათა მან კანის წმენდამდე არსებული მდგომარეობა ასახოს. ამის შემდეგ უკვე პროცედურა იწყება.

 

საფეხური #1: პირველი საფეხური დემაკიაჟია, რაც აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი კლინიკაში უმაკიაჟოდ და დაბანილი სახით მოდის. სპეციალისტი, უშუალოდ სამუშაოს დაწყების წინ, კანის ტიპის შესაბამისი გელით კიდევ ერთხელ ჩამოჰბანს პაციენტს სახეს და შემდეგი ეტაპებისთვის მოამზადებს.

 

საფეხური #2: 7 ეტაპიანი წმენდის მეორე ნაბიჯი „ბრაშინგია“. ამ დროს კანზე, სპეციალური კოსმეტოლოგიური საშუალებით, ზედაპირული პილინგი კეთდება, რაც მას ზედაპირულ მკვდარ უჯრედებს აშორებს და წმენდისთვის ამზადებს. „ბრაშინგის“ ალტერნატივად, ან მის დამატებად, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას თერმული ნიღაბი, რომელსაც ასევე პილიგნის ეფექტი აქვს. ამ გზით სპეციალისტი კანის ზედაპირს არბილებს და ღრმად არსებულ მკვდარ უჯრედებს მოსაცილებლად ამზადებს. ამავე საფეხურზე მოიაზრება დერმაბრაზიაც, რაც ზედაპირული მკვდარი უჯრედების კიდევ უფრო საფუძვლიან მოცილებასა და ფორების, ნაწიბურების გათხელებას გულისხმობს. აღნიშნული პროცესი, შესაძლოა, არ იყოს საჭირო მთელს სახეზე და დერმატოლოგმა მას მხოლოდ კონკრეტული უბნებისთვის მიმართოს, სადაც ფორების გათხელება და შემცირება უფრო მეტად იქნება საჭირო.

 

საფეხური #3: პროცედურის ამ ეტაპზე კომედონების (ე.წ. ფერისმჭამელები, შავი, ან ყვითელი წერტილები) დამარბილებლად ჰიდროგელის ნიღაბი გამოიყენება. მისი საშუალებით კომედონები, რომლებიც ჩვენს კანს არცთუ ისე უხდება და ბევრს ხელით წვალების სურვილსაც უჩენს, რბილდება. მოგვიანებით კი მარტივად ამოდის კიდეც.

 

საფეხური #4: მას შემდეგ, რაც პირველ სამ საფეხურს დაასრულებს, ექიმი დერმატოლოგი ულტრაბგერით წმენდაზე გადადის. ეს, როგორც წესი, მთლიანი სახის კანზე კეთდება და ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის, არასასურველი ელემენტების ადვილად ამოსაღებადაა საჭირო. იგი, დერმაბრაზიის შემდეგ, მეორე აპარატურული საფეხურია მთელს ჯაჭვში. დანარჩენი საფეხურებისთვის კი სხვადასხვა სახის პრეპარატი და ექიმის გაწაფული ხელებია საჭირო.

 

საფეხური #5: სახის კანის სრულყოფილი გასუფთავების მეექვსე ეტაპად მექანიკური წმენდაა განსაზღვრული, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდება, თუკი კანზე ანთებითი პროცესი არ აღინიშნება. მექანიკური წმენდა, როგორც წესი, ძირითადად იმ უბნებზე გამოიყენება, სადაც შავი წერტილები, ან ცხიმგროვებია. ეს საშუალება სრულიად გამორიცხავს ძველებურ „კოვზს“ და მას სპეციალისტი მხოლოდ ხელით აკეთებს. იმ შემთხვევაში, თუ ცხიმგროვა დიდია და ხელით მეკანიკურ წმენდას არ ემორჩილება, მისი ნემსით გახსნა ხდება იმგვარად, რომ კანის მთლიანობა არ იღრვევა.

 

საფეხური #6: განვლილი 5 საფეხურის შემდეგ პაციენტის სახე უკვე ნიღაბს საჭიროებს. მისი კანის ტიპის და იმის მიხედვით, თუ რამდენადაა გაღიზიანებული იგი, ექიმი დერმატოლოგი ნიღაბს არჩევს და მას კანის გამოსაკვებად და დასამშვიდებლად იყენებს.

 

საფეხური #7: ბოლო ეტაპი კი კანის ტიპის შესაბამისი კრემით დატენიანებაა. მზიანი ამინდის შემთხვევაში მას დამცავი SPF კრემიც ემატება. ამის შემდეგ უკვე პროცედურა დასრულებულია, კანი - გაწმენდილი, პაციენტი კი - კმაყოფილი. ღრმა წმენდისთვის, საშუალოდ 1,5 საათია საჭირო.

 

სახის ზედაპირული წმენდა

ზედაპირული წმენდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტწილად, მშრალი კანის მქონე პაციენტებს ენიშნებათ. იგი, ძირითადად, იმ ეტაპებს მოიცავს, რასაც ღრმა წმენდა, თუმცა ზოგიერთი მათგანის გამოკლებით. დერმაბრაზია და მექანიკური წმენდა ის საფეხურებია, რაც ზედაპირული წმენდის დროს გამორიცხულია. მათი გამოყენება მხოლოდ ღრმა წმენდის დროსაა მიზანშეწონილი.დანარჩენი საფეხურები კი, ზედაპირული წმენდის დროსაც გასავლელია. თუმცა, ინდივიდუალური მახასიათებლები ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია და ეტაპების შემცირება, ან თანმიმდევრობის არევაც დასაშვებია.

 

მაშ ასე, ზედაპირული წმენდის საფეხურებია:

საფეხური #1 - დემაკიაჟი;
საფეხური #2 – „ბრაშინგი“;
საფეხური #3 - ჰიდროგელის ნიღაბი;
საფეხური #4 - ულტრაბგერითი წმენდა;
საფეხური #5 - ნიღაბი და კანის შესაბამისი კრემი.

ზედაპირულ წმენდას, როგორც წესი, ერთი საათი სჭირდება.

 

სახის წმენდის პროცედურის შესახებ

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ბევრ დაწესებულებაში სთავაზობენ პაციენტს კანის ძველი მეთოდით ე.წ. „კოვზით“ წმენდას, რაც „კანი ესთეტიკის“ ექიმი დერმატოლოგების მიერ ხმარებიდან ამოღებულია იმ მიზეზით, რომ იგი ზედმეტად ტრავმულია, ზეწოლით არღვევს კანის მთლიანობას, შუპდება და ზედაპირული კაპილარების გაჩენას იწვევს. კანის წმენდის ძველი მეთოდი დისკომფორტის შემცველი, ხშირად კი მტკივნეულიც კი იყო. 

 

შესაბამისად, ვინმესთვის კანის წმენდა, შესაძლოა, დისკომფორტთან ასოცირდებოდეს, რაც თანამედროვე მეთოდის შემთხვევაში რეალობას სრულებით არ შეესაბამება. როგორც ღრმა, ისე ზედაპირული წმენდის დროს პროცედურა არათუ სრულიად უმტკივნეულო, არამედ სასიამოვნოც კი არის. „პროცედურა იმდენად კომფორტულია, რომ პაციენტები ისვენებენ, დუნდებიან და ეძინებათ კიდეც. სახის მასაჟსაც კი ჰგავს და მართლაც სასიამოვნო შეგრძნებებია. რეაბილიტაციის პერიოდი, ფაქტობრივად, არ აქვს. თუ პაციენტი დილის საათებში ჩაიტარებს მას, საღამომდე, უბრალოდ, დაიბანს და კრემს წაისვამს, თუ საღამოს საათებში გაიწმენდს, დაძინებამდე აღარაფერი სჭირდება. წმენდის დღეს არ შეიძლება მაკიაჟის გაკეთება და 1-2 საათის განმავლობაში უნდა მოვერიდოთ სახეზე მექანიკურ შეხებას. პირველ და მეორე დღეს იკრძალება აუზი, გარუჯვა, საუნა და ვარჯიში, რათა კანი არ გაოფლიანდეს. ამის შემდეგ უკვე ყველაფერი ნებადართულია“, - განმარტავს „კანი ესთეტიკის“ დერმატო-კოსმეტოლოგი მაკა ჯუგაშვილი.

 

მითი და რეალობა - როდის არ უნდა ჩავიტაროთ კანის წმენდა

არის შემთხვევები, როცა პაციენტს სპეციალისტი კანის წმენდაზე უარს ეუბნება და მის სხვა დროს ჩატარებას სთავაზობს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუკი სახეზე ანთებითი პროცესია დაწყებული და კერა იმდენად მრავალი, ან დიდია, რომ წმენდის დროს თავის არიდება შეუძლებელი ხდება. მითი, რომელიც ყველაზე ხშირად გაგვიგია, ალბათ, ის არის, რომ მშრალი კანის მქონე ადამიანებს სახის კანის წმენდა არ სჭირდებთ. „კანი ესთეტიკის“ დერმატო-კომეტოლოგი მაკა ჯუგაშვილი ამბობს, რომ ეს მოსაზრება კატეგორიულად არასწორია და რომ მშრალი კანის შემთხვევაშიც ისევე მიმდინარეობს მკვდარი უჯრედების დაშრევების პროცესი, როგორც ცხიმიანი კანის დროს. უბრალოდ, ცხიმიან კანს ამით ბევრი ისეთი პრობლემა ექმნება, რაც ვიზუალურად უფრო მარტივად შესამჩნევია - გამონაყარი, ცხიმიანობა. მშრალ კანს კი, გაუწმენდაობის შემთხვევაში, უჩნდება წვრილი ნაოჭები, აღენიშნება არაჯანსაღი ფერი, დუნდება და ა.შ. სპეციალისტი ამბობს, რომ წმენდა სჭირდება არათუ მშრალი, არამედ ძალიან მშრალი კანის მქონე ადამიანებსაც კი. ოღონდ - ზედაპირული. „გასაწმენდი კანი, ყველაზე მეტად, ფორებს აზიანებს - აჩენს და აფართოებს მას. ისინი ივსება ჭარბი ცხიმით, მაკიაჟის ნარჩენებით, მტვერით და ა.შ. შედეგად, ფორები ფართოვდება და მისი მოშორება უკვე ძნელი, ხშირად კი შეუძლებელიც ხდება. გაფართოებული ფორები იწვევს სწორედ გამონაყარს, ნაოჭებს და ა.შ.“ - ამბობს სპეციალისტი.

 

რამდენად ხშირად უნდა მივმართოთ პროცედურას?

რაც შეეხება პროცედურების ჩატარების ინტენსივობას, ეს ინდივიდუალურია. ცხიმიანი კანის შემთხვევაში, საწყის ეტაპზე, 1-1,5 თვის ინტერვალითაა საჭირო,მოგვიანებით, როცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება, ინტერვალი იზრდება. მშრალი კანის შემთხვევაში კი წელიწადში ორჯერ, როგორც წესი, საკმარისია.

ბიორეპილის სასწაულმოქმედი პროცედურა და ერთ პრეპარატში გაერთიანებული სამმაგი ეფექტი

ბიორეპილის სასწაულმოქმედი პროცედურა და ერთ პრეპარატში გაერთიანებული სამმაგი ეფექტი

თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა სულ უფრო და უფრო მეტად ვითარდება და ამ პროცესში მთავარი, რაზეც მეცნიერები მუშაობენ, ისაა, რომ იგი მაქსიმალურად პაციენტის კომფორტზე მორგებული, მაქსიმალურად მარტივი და მაქსიმალური შედეგის მომტანი იყოს. სწორედ ამიტომ, მუდმივად ცდილობენ ცალკეული პროცედურები გააერთიანონ და ერთი სეანსით მოგვცენ ისეთივე, ან იმაზე მეტი ეფექტის მიღების შესაძლებლობა, ვიდრე ცალ-ცალკე, რამდენიმეს ჩატარების შემთხვევაში მივიღებდით. 

სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ბიორეპილის პრეპარატით ჩატარებული პროცედურის დროს, რომელიც სამ სხვადასხვა პროცედურას ( ბიოსტიმულაციას, რევიტალიზაციასა და პილინგს) ართიანებს და ერთ მარტივ, უმტკივნეულო, უდისკომფორტო, თუმცა სამმაგი შედეგის მომტან მეთოდად გვევლინება.

 

განვიხილოთ თითოეული პროცედურა ცალ-ცალკე:

 

ბიოსტიმულაცია

არის საკუთარი ბიორესურსების სტიმულირება, კერძოდ, ფიბრობლასტებზე ზემოქმედება, რაც კოლაგენ-ელასტინის სინთეზს განაპირობებს, რომლებიც, თავის მხრივ, კანის ელასტიურობასა და სტრუქტურას განსაზღვრავენ.

 

რევიტალიზაცია

სიტყვა სიტყვით, კანის გაცოცხლებას ნიშნავს, მის გაჯერებას ჰიალურონის მჟავით, რომელსაც აქვს უნარი მოიზიდოს წყალი და შეინარჩუნოს ტენიანობა. არსებობს კვლევები, რომლებზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორგანიზმში ჰიალურონის გარკვეული კონცენტრაციით შეყვანა საგრძნობლად ამცირებს სახსრების ტკივილსა და მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამსუბუქებს გულ-სისხლძარღვთა გარკვეულ პათოლოგიებს და ა.შ.

 

პილინგი

კი არაქირურგიული გზით, მხოლოდ  აქერცვლის საშუალებით გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღების ერთ-ერთი მთავარი მეთოდია. ქიმიური პილინგის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი სხვადასხვა ტიპის მჟავაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად ვებრძოლოთ ისეთ დერმატოლოგიურ დეფექტებს სახესა თუ სხეულის ცალკეულ უბნებზე, როგორიცაა ნაიარევი (შრამები) ნახეთქები, პოსტ აკნე ნაწიბურები, პიგმენტური ლაქები, სტრიები და ვებრძოლოთ ასაკობრივ ცვლილებებს.
 

სწორედ ამ სამ სხვადასხვა და საკმაოდ სასარგებლო პროცედურას აერთიანებს ბიორეპილის პრეპარატით ჩატარებული პროცედურა და ასამმაგებს კიდეც თითოეული მათგანის მიერ მოტანილ სარგებელს. თავად პრეპარატზეც რომ ვთქვათ ორიოდე სიტყვა, ესაა ბიფაზური პრეპარატი (ლიპოფილური და ჰიდროფილური), რომლის მოხმარების წინაც ფაზები ერევა და ერთმანეთის ეფექტს აძლიერებს. ლიპოფილური და ჰიდროფილური ფაზები პასუხისმგებელია კანის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე, გაახალგაზრდავებაზე, კანის დატენიანებასა და დამცავი ბარიერის აღდგენაზე. მის შემადგენლობაში 14 აქტიური ნივთიერება შედის. მათ შორის, მჟავები, ამინომჟავები, ვიტამინები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი ტიპისა და პრობლემის მქონე კანზე ერთნაირად ეფექტურად ვიმოქმედოთ.

 

რაც შეეხება უპირატესობებს პილინგთან და ბიორევიტალიზაციასთან შედარებით, მას აქვს მთელი რიგი დადებითი ეფექტებისა, რომელთა მიღწევაც მხოლოდ ბიორეპილის გამოყენების დროს ხდება შესაძლებელი: 

 

  • დამცავი და სტაბილიზაციის მოქმედება;
  • აღმდგენი მოქმედება;
  • დამატენიანებელი მოქმედება;
  • ბიოსტიმულაციური მოქმედება;
  • გამაცოცხლებელი მოქმედება;
  • პილინგი და კერატოლიზური მოქმედებები;
  • ნაოჭების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება.

                                                        

ის აქერცლავს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს რეგენერაციას.  ასუფთავებს და ჟანგბადით ავსებს,ატენიანებს, ამდიდრებს ამინომჟავებითა და ვიტამინით, რაც ჯანსაღი კანის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია. გარდა ამისა, ხურავს ღია ფორებს, აუმჯობესებს ტექსტურას და ზრდის ეპიდერმისის სისქეს. ამცირებს ნაოჭებს, კანს ანიჭებს ერთგვაროვან ტონს ხდის გლუვს და მატებს სიკაშკაშეს. ასუსტებს პიგმენტურ დაზიანებებს და უზრუნველყოფს დეპიგმენტაციურ ეფექტს. ამცირებს აკნეს გამოვლინებებს და ხელს უშლის ნაწიბურების წარმოქმნას.

 

იგი მიზანშეწონილია ნებისმიერი ადამიანისთვის- გამომშრალი, უსიცოცხლო, აკნესკენ მიდრეკილ, ცხიმიანი, პიგმენტური, სიწითლისკენ მიდრეკილი, ნებისმიერი ტიპისა და სტრუქტურის მქონე კანისთვის. პრობლემური კანის შემთხვევაში მისი მეტი ინტენსივობით ჩატარებაა რეკომენდირებული, ნაკლებად პრობლემურს კი - წელიწადში ორჯერ მაინც.

 

რაც ყველაზე მთავარია და რაც ნემსის შიშის მქონე ადამიანებს განსაკუთრებულად გაახარებთ არის ის, რომ ბიორეპილის პროცედურა, განსხვავებით ბიორევიტალიზაციისგან, არ საჭიროებს ინექციას. პაციენტს მოლოდ ოდნავი წიწკვნისა და სიმხურვალის შეგრძნება აქვს, როგორც ნებისმიერი პილინგის დროს. პროცედურის ხანგრძლივობა 10-15 წუთია და არ საჭიროებს რეაბილიტაციას.

 

მეორე სასიხარულო ფაქტი კი ისაა, რომ როგორც წესი, პაციენტებს სურთ ამა თუ იმ პროცედურის ეფექტი დასრულებისთანავე დაინახონ. ეს,  უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელია, რადგან შედეგის დადგომას დრო სჭირდება. ბიორეპილის მეთოდი კი სწორედ ის შემთხვევაა, როცა პაციენტი ცვლილებებსა და კანის გამოცოცხლებას პროცედურის დასრულებისთანავე გრძნობს. თუმცა,  ეს მხოლოდ დასაწყისია. პრეპარატში შემავალი ნივთიერებები მუშაობას 7-10 დღის განმავლობაში განაგრძობენ. მესამე დღიდან პაციენტს მსუბუქი ექსფოლიაცია (აქერცვლა)ეწყება, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან ამ დროს  ე.წ. კანის ცვლის პროცესი მიმდინარეობს დ ეს, რიგ შემთხვევებში, პაციენტისთვის შეუმჩნეველიც კი შეიძლება იყოს. ამავე დროს ხდება ელასტინისა და კოლაგენის სინთეზის სტიმულაცია, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ტენიანდება ღრმა შრეები. ფორები, უფერულდება პიგმენტაცია, ლაგდება გამონაყარი, კანი ერთგვაროვან და ჯანსაღ იერს იბრუნებს.


მართალია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შედეგი პირველივე პროცედურის ჩატარების შემდეგ ჩანს, თუმცა საბოლოო ეფექტისთვის 4-6 პროცედურის ჩატარებაა სასურველი  7-10 დღიანი ინტერვალებით. საჭირო სეანსების რაოდენობა  „კანი ესთეტიკის“ პროფესდიონალი ესთეტიკური დერმატოლოგის მიერ, თითოეული პაციენტისთვის, ინდივიდუალურად განისაზღვრება.

 

პროცედურის ჩატარება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, გამომშრალი და უსიცოცხლო კანის, აკნეს და პოსტაკნეს დროს, გამონაყარის აქტიურ ფაზაშიც კი, ფოტო და ასაკობრივი დაბერების დროს, ახალი, მცირე ზომის ნაწიბურების, პიგმენტაციის, წვრილი ნაოჭების, გაფართოებული ფორებისა და ცხიმიანი კანის არსებობის შემთხვევაში.  აღსანიშნავი და პაციენტებისთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა ისიც, რომ ბიორეპილის პროცედურა არა მხოლოდ სახეზე, ყელსა და დეკოლტის არეზე, არამედ  სხეულის სხვა უბნებზეც ტარდება - იდაყვების, ტერფების, მტევნების, მუხლების ზონებში გაუხეშებული კანის ექსფოლიაციისა და დატენიანების მიზნით.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიორეპილის პრეპარატით სეანსის ჩატარების შემდეგ რეაბილიტაცია საჭირო არაა. პაციენტს მხოლოდ ის მოეთხოვება, რომ კანი  მექანიკური და თერმული ფაქტორებით არ გააღიზიანოს და 24 საათის განმავლობაში არ ჩამოიბანოს. 48 საათის განმავლობაში არ არის სასურველი მაკიაჟის გაკეთება, 5-7 დღის განმავლობაში კი - რუჯის მიღება. კანი უნდა იყოს მუდმივად დატენიანებული და ზამთარშიც კი აუცილებელია მზისგან დამცავის გამოყენება.