აკნე

აკნე

აკნე ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ყველაზე ხშირად, სქესობრივი სიმწიფის, გარდატეხის პერიოდში ვლინდება. მისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: ცხიმიანობის ზრდა, ცხიმგროვების, ფერიმჭამელების წარმოქმნა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც შავი წერტილების და ღია ფერიმჭამელების სახით, ასევე თეთრი დახურული ელემენტების სახით. მისი სალოკალიზაციო არე უპირატესად თავის თმიანი არეა, ასევე სახის არე, გულ-მკერდისა და ზურგის მიდამოები სადაც ყველაზე ხშირად არის წარმოდგენილი.

 

რა იწვევს აკნეს?

დაავადების გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია, სქესობრივი სიმწიფის პერიოდთან. ანდროგენების, სასქესო ჰორმონების ორგანიზმში გამომუშავება, განაპირობებს ცხიმიანობის ზრდას. ასევე მეორე ფაქტორი ეს არის, პროპიუმ-ბაქტერიუმ აკნე, კანზე მცხოვრები ბაქტერია, რომელიც განაპირობებს ანთებადი პროცესის (პუსტულა-ჩირქგროვის) წარმონაქმნს.

 

აკნე გადამდებია თუ გენეტიკური?

დაავადება გადამდები არ გახლავთ, თუმცა, გენეტიკური ფაქტორი ამ შემთხვევაში საკმაოდ გასათვალისწინებელია, რაც არის მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების მგრძნობელობის ზრდისას სასქესო ჰორმონების ანდროგენების მიმართ.

 

აკნეს მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტებით

დაავადების სწორი და ეფექტური მკურნალობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დასმას, ასევე დაავადების სტადიისა და ფორმის განსაზღვრას. მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესში, მდგომარეობის ცვლილების კონტროლი, რაც დიდწილად აისახება შედეგზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ თერაპიას, რომელიც უშუალოდ მიმართულია დაავადების გამომწვევი მიზეზისკენ. ასეთ შემთხვევაში შედეგი გაცილებით მოკლე ვადაში მიიღწევა. 

კლინიკა კანში ვიყენებთ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც დამტკიცებულია და კვლევა ჩატარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის წამყვან ქვეყნებში. აღნიშნული მეთოდი მკურნალობას უფრო კომფორტულსა და ნაკლებად შემაწუხებელს ხდის . შედეგი, კი როგორც წესი სწრაფი ტემპით მიიღწევა.

 

აკნეს მაპროვოცირებელი სხვა დაავადებები

არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა, რომლის დროსაც შეიძლება მოხდეს აკნეს გართულება. ამ შემთხვევაში, უპირატესად, ეს ეხება ანდროგენებს - სასქესო ჰორმონებს. რაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში, ხშირ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მენსტრუაციული ციკლის დარღვევით,სახეზე ჭარბთმიანობის -ჰიპერტრიხოზის წარმოქმნით, პოლიკისტოზის და სხვა პათოლოგიების თანდართვით.იმისთვის რომ აკნეს მკურნალობა გახდეს მაქსიმალურად ეფექტური, პირველ რიგში აუცილებელია ამ პათოლოგიების კორექცია. მამაკაცების შემთხვევაში ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი არის ფიზიკური აქტივობა, ამ დროს ხდება სასქესო ჰორმონის-ტესტოსტერონის ზრდა, რაც იწვევს ცხიმიანობის მატებას. ამიტომ ვინც აქტიური სპორტით არის დაკავებული, მათთვის საპროფილაქტიკოდ ინიშნება შესაბამისი მოვლის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ამ დაავადების გართულება.

 

აკნესთან დაკავშირებული ზოგადი რჩევები

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პერიოდში, კოსმეტიკის სწორად შერჩევას. ხშირ შემთხვევაში მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში სხვადასხვა ტიპის მაკიაჟი, თუ ის არის ცხიმოვანი ტექსტურის შემცვლელი, ხდება დაავადების გამწვავების მიზეზი. ასეთ დროს ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით დაწყებული და დასრულებული ნებისმიერი სახის საცხის გარეგანი გამოყენებისას მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო.