თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ ვნახავთ, რომ 30 წლისთვის მამაკაცების დაახლოებით 25% და ქალების 12% დიდი რაოდენობით კარგავს თმას.
უნდა აღინიშნოს, რომ 21-ე საუკუნეში ახალგაზრდა ასაკში თმის ცვენა უფრო და უფრო გავრცელებული ხდება. ეს სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული, მათ შორისაა თანამედროვე ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს არასწორ კვებას, ნაკლებ ფიზიკურ დატვირთვასა და გახშირებულ სტრესს. გარდა ამისა, მოქმედებს გარე ფაქტორები, კერძოდ კი დაბინძურებული გარემო.
მიზეზი რეალურად სხვადასხვანაირია და თმის ცვენის ტიპებიც განსხვავებულია. მეცნიერება, რომელიც დეტალურად შეისწავლის ამ საკითხს, ტრიქოლოგია ეწოდება. ჩვენს ბლოგში დეტალურად გაიგებთ, თუ რა არის ტრიქოლოგია.
ტრიქოლოგია დერმატოლოგიის ნაწილია და შეისწავლის თმასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. “კანის” მაღალკვალიფიციური პროფესიონალები სიღრმისეულ ცოდნას ფლობენ თმის სტრუქტურის, ზრდის ციკლებისა და სხვადასხვა ფაქტორების შესახებ, რომელთა მიზეზითაც გამოწვეულია თმის ცვენა და სკალპის დარღვევები.
მოწინავე დიაგნოსტიკური ტექნიკისა და უახლესი მკურნალობის მეთოდების გამოყენებით, კლინიკა “კანის” დერმატოლოგები იკვლევენ თმის ცვენის ძირეულ მიზეზებს და მუშავდება მკურნალობის გეგმა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თმის ცვენის პროცესი გამელოტებამდე მივიდა გაითვალისწინეთ, რომ თმის გადანერგვა კლინიკა კანში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და შეიძლება ითქვას, რომ სხვა მრავალ სერვისთან ერთად “კანი” თმის გადანერგვის კლინიკა გახლავთ.
არსებობს შემდეგნაირი თმის ცვენის ტიპები:
ანდროგენული ალოპეცია (მამაკაცისა და ქალის სიმელოტე): ანდროგენული ალოპეცია თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე. ეს არის მემკვიდრეობითი და დაკავშირებულია ჰორმონალურ ფაქტორებთან. მამაკაცებში, ეს, როგორც წესი, იწვევს შუბლის ხაზისა და გვირგვინის არეს გათხელებას, ხოლო ქალები განიცდიან თმის დიფუზურ შეთხელებას სკალპზე.
ტრაქციული ალოპეცია: წარმოიქმნება თმის ღეროების გადაჭარბებული დაჭიმულობის შედეგად. ჩვეულებრივ გამოწვეულია ვარცხნილობით, თმის დაგრძელებით და ა.შ. დროთა განმავლობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს თმის შეთხელება მუდმივი დაჭიმულობის ადგილებში.
ტრიქოლოგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის ცვენის სპეციფიკური ტიპის დიაგნოსტიკასა და შესაბამისი მკურნალობის მიდგომის განსაზღვრაში. იმ შემთხვევაში თუ თმის ცვენა მკურნალობას აღარ ექვემდებარება ტრიქოლოგი კოსულტაციას გაგიწევთ და დაგეხმარებათ თქვენთვის შესაბამისი თმის გადანერგვის მეთოდის შერჩევაში.
თუ ღელავთ თქვენი თმისა და სკალპის ჯანმრთელობაზე, დროულად ჩაეწერეთ “კანის” გამოცდილ დერმატოლოგებთან. კონსულტაცია მოგცემთ ღირებულ ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაშია თქვენი თმა. ადრეული ჩარევა კი პრობლემის ეფექტურად მოგვარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
თმის ცვენა მამაკაცებში ძალიან გავრცელებული პრობლემაა. ანდროგენეტიკული ალოპეცია, იგივე მამაკაცური ტიპის თმის ცვენა, ერთ-ერთი ყველაზე ხშირია. ამ დროს თმის ფოლიკულები სუსტდება და ცვივა თმის გამყოფი ზოლის, შუბლისა და თხემის მიდამოებში.
ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში თმის ცვენა მამაკაცებში შეიძლება გავრცელდეს გვირგვინის მიდამოში. გამონაკლისია კეფა, სადაც ჯანმრთელი თმის ფოლიკულები შენარჩუნებულია და არ ცვივა.
თმის ცვენის მკურნალობა მამაკაცებში სხვადასხვა მეთოდებით ხდება. პირველ რიგში გასარკვევია მიზეზი და ამის შემდეგ იქმნება სამკურნალო გეგმა.
თმის ცვენის მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტოზური, ასევე ოპერაციული.
კლინიკა “კანში” დიაგნოზის დასადგენად უახლეს აპარატურას ვიყენებთ, ხოლო გამოცდილი გუნდი თავდაუზოგავად მუშობს, რათა პაციენტმა მაქსიმალური შედეგი მიიღოს.
თმის ცვენა ქალებში სხვადასხვა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით გამოვლინდეს. ქალებში თმის ცვენის გამომწვევ მიზეზებს შორისაა თირკმელზედა ჯირკვლის და საკვერცხეების ფუნქციის მოშლა, მშობიარობის შემდეგ ესტროგენების დონის კლება, კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა მიღება, ჩიყვის პრობლემები, ასევე რკინისა და D ვიტამინის დეფიციტი.
ალოპეცია ქალებში უკვე დიდი ხანია, რაც თანამედროვე მეთოდებით იკურნება კლინიკა “კანში”. ჩვენი წამყვანი სპეციალისტები გაგიწევენ სრულფასოვან კონსულტაციას და მდგომარეობიდან გამომდინარე დაგინიშნავენ მკურნალობას.
კლინიკა ,,კანში” თმის ცვენის დიაგნოსტიკის ინოვაციური მეთოდი გვაქვს. ჩვენ ვაკეთებთ თითოეული ღერის სკანირებას და მიღებული მონაცემები სპეციალური პროგრამის საშუალებით იგზავნება ტრიქოლოგიის საერთაშორისო ლაბორატორიაში.
დიაგნოსტიკის ეს მეთოდი საშუალებას იძლევა დადგინდეს თმის სტრუქტურა, ასევე, აღირიცხოს და შეფასდეს თმის ცვენის ხარისხი.
საბოლოო დასკვნის შემდეგ დგინდება ინდივიდუალური დანიშნულება საერთაშორისო პროფესიონალების მიერ.
მკურნალობის პროცესზე აპარატურული დაკვირვება საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს პროგრესი, რაც მაქსიმალური ეფექტის მიღებას უწყობს ხელს.