სამედიცინო სერვისები

დერმატოლოგია

დერმატოლოგია

კანი სხეულის ყველაზე დიდი და ხილული ორგანოა.

 

ის წარმოადგენს სასიცოცხლო ბარიერს, რომელიც იცავს ჩვენი სხეულის შიდა სისტემებს გარე საფრთხეებისგან. კანის ბარიერული ფუნქცია კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ისეთ სამედიცინო მეცნიერებას, როგორიცაა დერმატოლოგია.

 

„კანი“ მრავალპროფილური კლინიკაა, რომლის მთავარ მიმართულებას სწორედ დერმატოლოგიური სერვისი წარმოადგენს.კლინიკა აღჭურვილია უახლესი, ხელოვნური ინტელექტის მქონე ტექნიკით, რომელიც ზუსტი დიაგნოსტირების სრულ გარანტიას იძლევა. ჩვენი გამოცდილი პროფესიონალების გუნდი მუდამ მზად არის სრულყოფილი სერვისი შესთავაზოს პაციენტს. 

 

რა არის დერმატოლოგია?

დერმატოლოგია მედიცინის ის სფეროა, რომელიც ეხება კანის, თმის, ფრჩხილებისა და ლორწოვან გარსების დარღვევების დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და პრევენციას. 

 

დერმატოლოგია ხშირად მოიცავს ისეთ კოსმეტიკურ პროცედურებსაც, რომლებიც მიზნად კანის ვიზუალური მხარის გაუმჯობესებას ისახავს. ასეთი პროცედურებია ქიმიური პილინგები, სამკურნალო ლაზერული პროცედურები და ე.წ. მიკრონიდლინგი. დერმატოლოგიის სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის საერთო ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.  

 

ვინ არის დერმატოლოგი? 

დერმატოლოგი არის სამედიცინო პროფესიონალი, რომელიც კანის დაავადებების ფართო სპექტრის მკურნალობაზეა პასუხისმგებელი.

 

იმისთვის, რომ დერმატოლოგთან ვიზიტი სწორად დავგეგმოთ, მნიშვნელოვანია გვქონდეს ზოგადი ინფორმაცია ჩვენი პრობლემის შესახებ. ასე ჩვენ შეგვეძლება ზუსტად იმ დაავადებაზე სპეციალიზებული ექიმი დერმატოლოგი შევარჩიოთ, რომელზეც ეჭვი გვაქვს.

 

კლინიკის საუკეთესო დერმატოლოგი დეტალურად გამოიკვლევს პაციენტის სამედიცინო ისტორიას და შესთავაზებს მასზე მაქსიმალურად მორგებულ მკურნალობის კურსს.

 

დერმატო-ვენეროლოგი

სამედიცინო სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია როგორც კანის დაავადებების, ისე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტირებაზე, მკურნალობასა და მართვაზე. 

 

კლინიკა “კანში” არაერთი ცნობილი დერმატოლოგი საქმიანობს, რომელსაც მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს ამ სფეროში, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

დერმატო-ვენეროლოგს შეგიძლიათ მიმართოთ ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა:
 

  • ეგზემა
  • ატოპიური დერმატიტი
  • კანის სოკოვანი ინფექციები
  • Ზომაში გაზრდილი ან ფორმაშეცვლილი ხალი
  • აკნე
  • ფსორიოზი
  • ჰერპესი
  • თმის ცვენა
  • მეჭეჭები
  • ვიტილიგო

 

ბავშვთა დერმატოლოგი

ექიმი, რომელიც სპეციალიზებულია ჩვილთა, ბავშვთა და მოზარდთა კანის, თმისა და ფრჩხილის მკურნალობაზე. ბავშვებს, განსაკუთრებით ჩვილებს, სპეციალური სამედიცინო საჭიროებები აქვთ, ბავშვთა დერმატოლოგი კი კვალიფიციურია ზუსტად ამ საჭიროებების გამოკვლევასა და მკურნალობაში. 

 

ბავშვთა დერმატოლოგი ადგენს მკურნალობისს კურსს შემდეგ დაავადებებისთვის:

 

  • აკვნის ქუდი
  • დიათეზი
  • საფენით გამოწვეული ძლიერი გამონაყარი
  • საბავშვო აკნე
  • ეგზემა
  • მილია 

 

დერმატო-ონკოლოგი

დერმატოლოგი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს კანის კიბოსა და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტირებაზე, მკურნალობასა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ქირურგიულ ჩარევაზე.

დერმატოლოგი ონკოლოგი განსაზღვრავს ხალის ონკოლოგიის რისკსაც.

 

ტრიქოლოგი

სამედიცინო სპეციალისტი, რომელიც სპეციალიზებულია თმისა და სკალპის დარღვევების შესწავლაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. 

ის მეთვალყურეობს თმის ზრდის პროცესს და ამავდროულად პაციენტს საჭირო კონსულტაციას უწევს. 

ტრიქოლოგის საქმიანობა მოიცავს ისეთი აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობაში მონაწილეობის მიღებასაც, როგორიცაა ალოპეცია.

 

დერმატოლოგიური სერვისი კლინიკა „კანში“

ჩვენთან დაგხვდებათ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, საკუთარ სფეროში წარმატებული, არაერთი საუკეთესო დერმატოლოგი, რომელიც თქვენს საჭიროებებს ემპათიურად მიუდგება და მკურნალობის პროცესს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

 

კლინიკაში ხელმისაწვდომია შემდეგი დერმატოლოგიური სერვისები:

  • დერმატო-ვენეროლოგის ზოგადი კონსულტაცია
  • ხალის ონკოლოგიური რისკის განსაზღვრა გერმანული აპარატით
  • თმის ცვენის მკურნალობა 
  • თმის გადანერგვა
  • სხეულზე არსებული წარმონაქმნების მოშორება
  • ფოტოთერაპიის სხივებით მკურნალობა
  • სქესობრივად გადამდები დაავადებების მკურნალობა

 

იმისთვის, რომ კლინიკაში დერმატოლოგიური სერვისი მიიღოთ საჭიროა წინასწარ ჩაწერა სატელეფონო ზარის საშუალებით ან ვებ-გვერდზე “ვიზიტის დაჯავშნის” ღილაკის გამოყენებით. 

დერმატოლოგიური სერვისი ხელმისაწვდომია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 

ხალის ონკოლოგიის რისკის განსაზღვრა

ხალის ონკოლოგიის რისკის განსაზღვრა

ხალები არის პატარა, მუქი ლაქები ან წარმონაქმნები ჩვენს კანზე. ისინი, როგორც წესი, უვნებელია და ძალიან ხშირია და ჩნდება ადამიანების უმეტესობის სხეულზე.

ხალი, სხვადასხვა მახასიათებლებით და რაოდენობით არის განლაგებული ჩვენს სხეულზე. ის შესაძლებელია იყოს ბრტყელი ან ამობურცული, გლუვი ან ხორკლიანი, მრგვალი ან ოვალური, ზოგს ახასიათებს თმიანობა. ასევე ხალი არსებობს სხვადასხვა ფერებში, როგორიცაა ყავისფერი, შავი ან თუნდაც ვარდისფერი.

 

მართალია ხშირად ხალი უვნებელია, მაგრამ აუცილებელია ვიყოთ ყურადღებით, რადგან ხალმა შესაძლოა შეიცვალოს სტრუქტურა და წარმოქმნას სიმსივნის რისკი.


სხეულზე ჭარბი რაოდენობის ხალების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია სიფრთხილე, განსაკუთრებით მაშინ თუ აღმოჩენილია მუქია და კანიდან ამოწეული ან წითელი ხალი. ასეთ დროს დაუშვებელია სოლარიუმში ვიზიტი და მზეზე გარუჯვა. აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება, რათა არიდებული იქნას გართულებები.

 

საშიში ხალის ნიშნებია:

  • ხალის გამკვრივება;
  • ნახეთქების გაჩენა;
  • ქავილისა და წვის შეგრძნება ხალის არეში;
  • სისხლდენა;
  • ფერის შეცვლა (გამუქება, გაღიავება);
  • ხალის ზედაპირიდან თმის გაცვენა;
  • ზომის სწრაფი მატება.

საფრთხილოა ხალის მექანიკური ტრავმები, როგორიცაა გაკაწვრა, მოგლეჯა, ტანსაცმლის ხახუნი, სამართებლით ან სავარცხლით დაზიანება და ა.შ. ამიტომ თუ ხალი სხეულის ისეთ ადგილასაა, სადაც ხშირია მისი ტრავმირება, სასურველია, მოსცილდეს.
ამ ნიშნებიდან თუნდაც ერთის შემჩნევის შემთხვევაში აუცილებელია ექიმ დერმატოლოგთან ვიზიტი და ხალის დიაგნოსტიკა. მელანომის ეფექტური მკურნალობა სწორედ მის დროულ გამოვლენაზეა დამოკიდებული.


ხალის კავშირი ონკოლოგიასთან

ზოგჯერ, ხალები შეიძლება შეიცვალოს გარეგნულად ან ზომით. მიუხედავად იმისა, რომ ხალების უმეტესობა უვნებელია, ზოგიერთი შეიძლება გადაიქცეს კანის კიბოდ. კანის კიბო არის კიბოს ტიპი, რომელიც იწყება კანის უჯრედებში. როდესაც ეს მოხდება, აუცილებელი ხდება მედიცინის სპეციალურ სფეროსთან დაკავშირება, რომელსაც ონკოლოგია ეწოდება.

 

მელანომა კანის კიბოს ყველაზე საშიში და აგრესიული სახეობაა. ის წარმოიქმნება პიგმენტის წარმომქმნელი უჯრედებიდან, რომელსაც ეწოდება მელანოციტები. მიუხედავად იმისა, რომ ის ნაკლებად გავრცელებულია, ვიდრე ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, ის შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე, თუ დროულად არ გამოვლინდა და არ დაიწყო მკურნალობა.

 

მელანომა შეიძლება გამოჩნდეს როგორც ახალი ხალი ან იყოს არსებული ხალის ცვლილება. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ "ABCDE" წესს შესაძლო მელანომის გამოსავლენად: ასიმეტრია, საზღვრის დარღვევა, ფერის ცვალებადობა, დიამეტრი 6 მმ-ზე მეტი და განვითარებული ცვლილებები ზომაში, ფორმაში ან ფერში.

 

რა არის ონკოლოგია

ონკოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც ეხება კიბოს შესწავლას და მკურნალობას. კიბო ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენს ორგანიზმში უჯრედები უკონტროლოდ იწყებენ ზრდას. ონკოლოგები არიან ექიმები, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. მათ საქმიანობაში ასევე შედის ხალის დიაგნოსტიკა.

 

ონკოლოგის როლი

თუ ხალი ავლენს პოტენციური კიბოს ნიშნებს, ამ შემთხვევაში აუცილებელია ონკოლოგთან ვიზიტი. კარგი ონკოლოგი გულდასმით შეისწავლის ხალს და შეიძლება გირჩიოთ რამდენიმე ტესტი იმის გასაგებად, არის თუ არა ის სიმსივნური. კარგი ონკოლოგი განსაზღვრავს კიბოს ტიპსა და სტადიას, შემდეგ კი დაგეგმავს საუკეთესო მკურნალობის ვარიანტებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ხალების უმეტესობა უვნებელია და არ იწვევს რაიმე უბედურებას, მნიშვნელოვანია მათზე თვალის დევნება. თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას ხლის ზომაში, ფორმაში ან ფერში, ან თუ ის იწყებს ქავილს ან სისხლდენას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოტენციური პრობლემების პრევენციისთვის და ონკოლოგთან დაკავშირებამ შეიძლება უზრუნველყოს სწორი ნაბიჯების გადადგმა მუწუკებთან დაკავშირებული კიბოს ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად.

 

პირველად საქართველოში, კლინიკა “კანის” ულტრათანამედროვე გერმანული FotoFinder bodystudio-ს აპარატის საშუალებით შესაძლებელია ხალის ავთვისებიანობის კოეფიციენტის დადგენა. პროცედურა ტარდება სწრაფად და უმტკივნეულოდ. ხელოვნური ინტელექტის მქონე პროგრამა რამდენიმე წამში 100%-იანი სიზუსტით ადგენს სიმსივნის რისკს.  

 

ასე რომ, არ გადადოთ სამომავლოდ, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე და ჩაიტარეთ ხალის დიაგნოსტიკა. 

თმის გადანერგვა

თმის გადანერგვა

მსოფლიოში ხუთიდან ოთხ მამაკაცს და ორიდან ერთ ქალბატონს, გარკვეულ ასაკში ცვივა თმა. გაცვენილი თმა და სიმელოტე, ხშირად ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის თვითშეფასებასა და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. დიდი ხნის განმავლობაში თმის ცვენა მამაკაცებში გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა, ეს პრობლემა კი ახლა მოგვარებადია და დღესდღეობით თმის გადანერგვა კაცებში ძალიან პოპულარულია.
 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თანამედროვე სამყაროში სიმელოტე პრობლემას აღარ წარმოადგენს. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, თმის გადანერგვა მნიშვნელოვნად გამარტივდა, თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღებად, აუცილებელია სწორედ შეირჩეს თმის გადანერგვის მეთოდი და ტექნიკა.

 

თმის გადანერგვის უახლესი მეთოდები

თმის გადანერგვა სამედიცინო პროცედურაა, რომელიც ჯანმრთელი თმის ფოლიკულების სადონორე ზონიდან სასურველ ზონაში გადატანას გულისხმობს.
 
თმის გადანერგვის უახლესი მეთოდი გულისხმობს ჯანმრთელი თმის ისეთი ზონებიდან გადანერგვას, რომლებსაც არ ახასიათებს ცვენა და საკუთარ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თვისებებს ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს.
 

თმის გადანერგვა ფასი და გადანერგვის საბოლოო შედეგი დამოკიდებულია თუ სად იტარებთ ამ პროცედურას. მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ საუკეთესო თმის გადანერგვის კლინიკა, რათა შედეგიც სრულყოფილი იყოს.

 

მრავალპროფილური კლინიკა “კანი” თმის გადანერგვის მიმართულებითაც ოპერირებს. ჩვენთან თმის გადანერგვის ფასი და ხარისხი იდეალურ თანხვედრაშია. ფასები ხელმისაწვდომია, ხოლო შედეგი კი საუკეთესო. ასევე, ჩვენს კლინიკაში თმის გადანერგვა განვადებით არის შესაძლებელი.

 

თმის გადანერგვის FUE მეთოდი

მომხმარებლებში პოპულარულია თმის გადანერგვის უახლესი, ე.წ. FUE (Follicular Unit Extraction) მეთოდი, რომელიც ტრანსპლანტაციის უნაკერო და უნაწიბურო გზაა. ამ დროს, ხდება გადასანერგი თმის ფოლიკულური ჯგუფის (გრაფტი) წერტილოვანი მოპოვება, სადონორე ზონად კი გამოიყენება კეფის მიდამო. რაც მთავარია, პროცედურა კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით და მიმდინარეობს აბსოლუტურად უმტკივნეულოდ!
 

DHI მეთოდი

თმის გადანერგვის ოქროს სტანდარტად ითვლება DHI (direct hair Implantation), ანუ თმის პირდაპირი იმპლანტაციის მეთოდი, რა დროსაც გადასანერგი თმის მოპოვება და გადანერგვა, სპეციალური იმპლანტატორების დახმარებით, დროის მცირე მონაკვეთში ერთიანად ხორციელდება. 

 

 

თმის გადანერგვა კაცებში

თმის ცვენა მამაკაცებში ხშირი პრობლემაა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა კი ანდროგენული ალოპეცია არის, რომელიც თმის გვირგვინზე გამელოტებას იწვევს. ამ დროს სწორედ თმის პირდაპირი იმპლანტაცია და ფოლიკულური ერთეულის ექსტრაქციაა პოპულარული გამოსავალი. 

 

DHI ტექნიკა თავისი სპეციალური ტექნიკით ბუნებრივი შედეგების მიღების შესაძლებლობას იძლევა, FUE კი გრაფტის ზუსტ შევსებას უზრუნველყოფს და ეფექტურად მოქმედებს ძლიერი თმის ცვენისა და სიმელოტის შემთხვევაშიც. ორივე პროცედურა ეფექტური და უსაფრთხოა, თუმცა მისი შერჩევა უნდა მოხდეს სპეციალისტთან კონსულტაციითა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. 

 

თმის გადანერგვა მამაკაცებში მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

 

  • დონორის ზონის დალაგება: თმის ფოლიკულები ამოღებულია დონორის ზონიდან ფოლიკულური ერთეულის ტრანსპლანტაციის (FUT) ტექნიკის, ან ფოლიკულური ერთეულის ექსტრაქციის (FUE) ტექნიკის (ფოლიკულის ინდივიდუალური ექსტრაქცია) გამოყენებით.
  • გრაფტის მომზადება: თმის ფოლიკულები საგულდაგულოდ იშლება და მზადდება გადანერგვისთვის.
  • მიმღების ზონაში გადანერგვა: მიმღების არეში კეთდება პაწაწინა ჭრილობები და მომზადებული თმის ფოლიკულები იმპლანტირებულია ამ ჭრილობებში.

 

დროთა განმავლობაში გადანერგილი თმის ფოლიკულები დაიწყებს თმის ზრდას, ადამიანი დაიბრუნებს თმის ბუნებრივ იერს და თმა გააგრძელებს აღდგენას.

 

 

თმის გადანერგვა ქალებში

მიუხედავად იმისა, რომ თმის ცვენა ასაკის მატებასთან ერთად ქალებშიც გავრცელებული პრობლემაა, პროცესის მიმდინარეობა და სპეციფიკა ქალებში მნიშვნელოვნად განსხვავდება კაცების გამელოტებისგან. კაცების შემთხვევაში გამელოტება გვირგვინის შეთხელებით იწყება, შემდეგ კი გრძელდება წინა ნაწილის სრული გამელოტებით. 

 

ქალებში სრული გამელოტება საკმაოდ იშვიათია, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად თმა მათ შემთხვევაშიც თხელდება. ქალებში ხშირია დიფუზური ცვენა. ასეთი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა კი პირდაპირი იმპლანტაციაა (DHI). 

 

იმის გათვალისწინებით, რომ ქალების უმრავლესობა გრძელ თმას ატარებს, მათში პოპულარულია გრძელი თმის გადანერგვა. ეს მეთოდი სხვა ტექნიკებისგან განსხვავებით, საშუალებას იძლევა პაციენტმა შედეგი პროცედურის დასრულებისთანავე დაინახოს და თავად განსაზღვროს თმის სიხშირე დამაკმაყოფილებელია თუ არა მისთვის. ასეთ დროს თმა გადანერგვიდან 1 თვეში ცვივა, მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში კი თავიდან იწყებს ზრდას. 

 

გრძელი თმის გადანერგვის მთავარი უპირატესობა შედარებით შეუმჩნეველი და უმტკივნეულო პოსტოპერაციული პერიოდია, რაც განსაკუთრებულ სარგებელს მისცემს დატვირთული რეჟიმის მქონე ადამიანებს. 

 

თმის ცვენა ქალებში შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორის ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკური მიდრეკილება, სამედიცინო მდგომარეობა და თმის მოვლის გარკვეული პრაქტიკა. ქალები, როგორც წესი, განიცდიან თმის დიფუზურ შეთხელებას სკალპის თავზე, ვიდრე სრულ სიმელოტეს, როგორც მამაკაცების შემთხვევაში.

 

თმის გადანერგვა ქალებში დაახლოებით იგივე პრინციპით მიმდინარეობს როგორც  კაცების შემთხვევაში, თუმცა არის გარკვეული განსხვავებები:

 

  • დონორის ზონის შერჩევა: ქალებში, დონორის ზონა, როგორც წესი, არის თავის უკანა ან გვერდითი მხარე, ისევე როგორც მამაკაცებში. თუმცა, ქალებს აქვთ თმის სტაბილური ზრდის უფრო ფართო არეალი, რაც მათ შესაფერის კანდიდატებად აქცევს თმის გადანერგვისთვის.
  • თმის ხაზის დიზაინი: თმის ვარცხნილობა ქალებისთვის ხშირად განსხვავდება მამაკაცებისგან, რადგან ის უფრო ბუნებრივად და ნაზად უნდა გამოიყურებოდეს. ქირურგი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა პაციენტის ასაკი, სახის თვისებები და თმის სასურველი სიმკვრივე თმის ხაზის შედგენისას.

 

თმის გადანერგვის სერვისი "კლინიკა კანში"

მულტიპროფილური კლინიკა „კანი“-ს თმის გადანერგვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი გერმანული FotoFinder-ის  აპარატურით, რომელიც პროგრამა Tricolab-ში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ზედმიწევნით ზუსტად ახდენს თმის ღერის სკანირებას, სტრუქტურის დადგენას, ფოლიკულის, კანისა და კანის მობილობის შესწავლას. 

 

თმის დიაგნოსტირების პროცესში მიღებული პირველადი შედეგები იგზავნება ჩვენს პარტნიორ გერმანულ კლინიკაში და გადანერგვის პროცედურა, მხოლოდ მათი რეკომენდაციების მიღების შემდეგ იგეგმება.

 

გაითვალისწინეთ, რომ ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად, კლინიკა „კანი“-ში თმის გადანერგვის პროცედურას თურქეთის წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული სპეციალისტებიც ატარებენ.

 

თმის გადანერგვა განვადებით

კლინიკა “კანი” გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და შეგახსენებთ, რომ აქ შესაძლებელია რომ გაიკეთოთ თმის გადანერგვა განვადებით.

პოდოლოგია

პოდოლოგია

ფეხის ტერფის ტკივილი, კოჟრები და ფეხის სოკო ის დაავადებებია, რომლებსაც ერთხელ მაინც შევუწუხებივართ თითოეული ჩვენგანი. ხშირ შემთხვევაში მსგავსი პრობლემებით ექიმთან არ მივდივართ, თუმცა არსებობს რიგი შემთხვევები, როდესაც ეს მართლაც საჭიროა.

პოდოლოგია ფეხის ტერფისა და ფრჩხილის პრობლემების შემსწავლელი სამედიცინო დარგია, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი პათოლოგიების დროულ გამოვლენას და მის მკურნალობას.
 

რა დროს გჭირდებათ პოდოლოგი ?

პროფესიონალი ექიმი-პოდოლოგი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ფეხის ტერფის სიჯანსაღე და იცხოვროთ ფიზიკურად აქტიური ცხოვრებით ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. 

 

აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალ ექიმ-პოდოლოგს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შენიშნეთ :

  • ტერფის ტკივილი; 
  • კოჟრი (ე.წ. „მაზოლი“);
  • ჩაზრდილი ფრჩხილი;
  • ტერფზე გაუხეშებული კანი;
  • სოკოვანი დაავადებები;
  • ნახეთქები ტერფზე;
  • დიაბეტური ტერფი;


მულტიპროფილურ კლინიკა „კანში" შესაძლებელია ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორებიცაა:

  • ფრჩხილის სოკოვანი დაავადება (ონიქომიკოზი),
  • ონიქოდისტროფია;
  • ონიქოგროფოზი;
  • ფრჩხილქვეშა მეჭეჭი;
  • ფრჩხილქვეშა კოჟრი;
  • ჩაზრდილი ფრჩხილი;
  • ტერფის კოჟრი;
  • ტერფის მეჭეჭი;
  • ჰიპერკერტოზი (გარქოვანებული ქუსლები);
  • დიაბეტური ტერფი (წყლულების დამუშავება) და სხვა.


მკურნალობის მეთოდებში უპირატესობა ენიჭება აპარატულ მკურნალობას, რომელიც აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ტარდება. 

 

გარდა აპარატურული დამუშავებისა, კლინიკა კანში შესაძლებელია ჩაზრდილი ფრჩხილის თანამედროვე, ე.წ. „ფრჩხილის ბრეკეტის“ მეთოდით მკურნალობის სერვისიც.

კარტოგრაფია

კარტოგრაფია

კარტოგრაფია მედიცინაში ფართოდ გამოყენებული მეთოდია, რომლის დროსაც კონკრეტულ მოვლენასა თუ ობიექტზე ხდება დაკვირვება და დროის მიხედვით განისაზღვრება მისი ცვალებადობა. 

ხალი, როგორც ნევუსი, ადამიანის სხეულზე სხვადასხვა რაოდენობით და მახასიათებლებით არის განლაგებული. ის შესაძლებელია იყოს ბრტყელი ან ამობურცული, გლუვი ან ხორკლიანი, მრგვალი ან ოვალური, ზოგს ახასიათებს თმიანობა. 

ხალი საფრთხილო და საყურადღებოა, რადგან:

  • შესაძლოა შეიცვალოს სტრუქტურა;
  • სიმსივნის რისკი წარმოშვას;
  • ზომაში მოიმატოს ან შემცირდეს;
  • გამრავლდეს;
  • გამუქდეს ან გაღიავდეს.

კარტოგრაფიული აპარატი

პირველად საქართველოში, ულტრათანამედროვე გერმანული FotoFinder - ის კარტოგრაფიული აპარატი კლინიკა კანის თბილისის ფილიალში არის ხელმისაწვდომი.

აპარატის უნიკალურობა მდგომარეობს მის მახასიათებლებში. აპარატს გააჩნია ხელოვნური ინტელექტი რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სხეულზე განთავსებული ყველა ხალის ერთდროული დიაგნოსტიკა და დაკვირვება. აპარატს აქვს უნარი ამოიცნოს ხალის სტრუქტურა და განმეორებითი კვლევის დროს განსაზღვროს საერთო მდგომარეობა, დააფიქსიროს ცვლილებები რომლებიც ადამიანის თვალისთვის უხილავია. შეუძლია განსაზღვროს: შეიცვალა თუ არა მახასიათებლები, ზომა, ფერი, გამრავლდა თუ შემცირდა მათი საერთო რაოდენობა.

Foto Finder -ის კარტოგრაფიის აპარატი უმტკივნეულო და უსაფრთხოა. პროცედურის ჩატარება შესაძლებელია როგორც ბავშვებში და მოზარდებში ასევე ორსულებში. განმეორებითი კვლევები ტარდება ყოველ 4 თვეში ერთი წლის განმავლობაში. 

 

ხალის დიაგნოსტიკური კვლევა (კარტოგრაფია) რეკომენდებულია:

  • ყველა ადამიანისთვის მიუხედავად ხალების რაოდენობისა;
  • მტკივნეული ან დიდი ხალების არსებობის შემთხვევაში;
  • შემჩნეული ცვლილებების დროს;
  • ხშირი გარუჯვის შემდგომ;
  • გენეტიკური რისკის არსებობისას.
თმის ცვენის მკურნალობა

თმის ცვენის მკურნალობა

თმის ცვენა გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორის: გენეტიკა, ასაკის მატება, ჰორმონალური დისბალანსი, სხვადასხვა დაავადებები. მიზეზის მიუხედავად, თმის ცვენა არის არასასურველი გამოცდილება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თვითშეფასებასა და ცხოვრების ხარისხზე. 

 

ამ პრობლემის სამკურნალოდ მედიცინაში ცალკე დარგია გამოყოფილი. ტრიქოლოგია დერმატოლოგიის ნაწილია, რომელიც შეისწავლის თმას და მის პრობლემებს: რატომ იწყება თმის ცვენა, როგორ ვუმკურნალოთ მას და ა.შ.

 

თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თმის ცვენის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. ის, თუ რამ გამოიწვია თმის ცვენა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მკურნალობის მეთოდიკის შერჩევისას. თმის ცვენის მიზეზების ძიებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას შემდეგი ფაქტორები:

 

გენეტიკა - ანდროგენული ალოპეცია, ანუ მამაკაცისა და ქალის სიმელოტე, თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ეს არის მემკვიდრეობითი და განსხვავებულად მოქმედებს მამაკაცებსა და ქალებზე.


ჰორმონალური დისბალანსი - ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა. მაგალითად, ქალებს შეიძლება ჰქონდეთ ცვენა მშობიარობის შემდეგ ან მენოპაუზის დროს ესტროგენის დონის ცვლილების გამო.


ჯანმრთელობის მდგომარეობა - ზოგიერთმა დაავადებამ, როგორიცაა ალოპეცია, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები და წითელი მგლურა, შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა.


სტრესი - ჯანმრთელობის სხვა ასპექტებთან ერთად სტრესი მკვეთრად ასუსტებს ჩვენს თმებს. შესაბამისად, ის აუცილებლად გახდება თმის ცვენის მიზეზი, განსაკუთრებით მაშინ, თუ სტრესი ქრონიკულია.


არასრულფასოვანი ძილი - გარდა იმისა, რომ არასრულფასოვანი ძილი მნიშვნელოვნად გვიქვეითებს დღის განმავლობაში ენერგიის დონეს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ძილის ნაკლებობამ თმის ცვენაც კი შეიძლება გამოიწვიოს.


კვებითი დეფიციტი - გარკვეული საკვები ნივთიერებების ნაკლებობა, როგორიცაა რკინა, თუთია და D ვიტამინი, შეიძლება იყოს თმის ცვენის გამომწვევი მიზეზი.

ეს არის თმის ცვენის გამომწვევი ძირითადი მიზეზები, გარდა ამისა, კონკრეტულ შემთხვევებში თმის ცვენა შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებამ, არასწორად შერჩეული შამპუნის ხშირმა გამოყენებამ, ასევე კლიმატისა და წლის გამოცვლამაც. თუ შეამჩნიეთ, რომ თმის ცვენის ინტენსივობა ნორმას სცდება აუცილებლად მიმართეთ ტრიქოლოგს დიაგნისტიკისთვის, რათა დროულად მოხდეს გამელოტების პრევენცია.

 

დიაგნოსტირება საუკეთესო აპარატურით

კლინიკა “კანში” დანერგილია დიაგნოსტიკის ინოვაციური მეთოდები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თითოეული ღერის სკანირება. მიღებული მონაცემები სპეციალური პროგრამის საშუალებით იგზავნება ტრიქოლოგიის საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც კვლავ ხდება გაანალიზება, რამ გამოიწვია თმის ცვენა. 

 

დიაგნოსტიკის ეს მეთოდი საშუალებას იძლევა დადგინდეს თმის სტრუქტურა, აღირიცხოს და შეფასდეს თმის ცვენის რეალური ციფრი. საბოლოო დასკვნის შემდეგ დგინდება ინდივიდუალური დანიშნულება საერთაშორისო პროფესიონალებისგან. მკურნალობის პროცესზე აპარატურული დაკვირვება საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს პროგრესი, რაც მაქსიმალური ეფექტის მიღებას უწყობს ხელს.

 

თმის ცვენის მკურნალობის მეთოდები

თმის ცვენის სამკურნალო საშუალებები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია ცვენის ხარისხზე.

 

მედიკამენტები

როგორც აღვნიშნეთ, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი თმის ცვენის გამომწვევი მიზეზია. ამიტომ მკურნალობისას საჭიროა ვიტამინები და მინერალები რომელთა დეფიციტიც გაქვთ, ასევე ჰორმონალური პრეპარატები იმისთვის რომ სისხლში ჰორმონების დონე დარეგულირდეს. 

 

მასტიმულირებელი საშუალებები

პლაზმოთერაპია ძალიან კარგი საშუალებაა თმის ცვენის მკურნალობის პროცესში. ეს პროცედურები სრულად უსაფრთხოა და არ ხასიათდება უკუჩვენებით. 

მკურნალობის ეს გზები არის ინვაზიური - წვრილი ნემსის საშუალებით თავის კანში შეჰყავთ საკუთარი სისხლიდან მოპოვებული პლაზმა, გამდიდრებული საჭირო ნივთიერებებით, რომლებიც აჩერებენ ცვენას, აცოცხლებენ თმის მიძინებულ ფოლიკულებს, ახდენენ ახალი ღერების ამოსვლის სტიმულირებას და არსებულის გამსხვილებას, ასევე აჩქარებენ ზრდას. რეკომენდებულია მინიმუმ 4 პროცედურა, თუმცა, როგორც ყოველთვის პროცედურის ჩატარებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

თმის გადანერგვა 

მაშინ როცა ხდება თმის ცვენის მკურნალობა და შეჩერება, შეთხელებული უბნების შესავსებად კეთდება თმის გადანერგვა, რომელიც არის ქირურგიული პროცედურა. პროცედურა მოიცავს თმის ფოლიკულის მოპოვებას კეფის არედან და მის გადანერგვას გამელოტებულ, გამეჩხერებულ ადგილებში

აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს რამდენიმე ტიპის თმის გადანერგვის მეთოდიკა, ამიტომ თუ გადანერგვას გადაწყვეტთ საჭიროა ტრიქოლოგთან კონსულტაციის გავლა.

 

ცხოვრების წესის ცვლილებები

ცხოვრების წესის გარკვეული ცვლილებების შეტანა, როგორიცაა სტრესის შემცირება, ჯანსაღი კვება და რეგულარული ვარჯიში, დაგეხმარებათ თმის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში.

 

თმის ცვენის მკურნალობა კლინიკა კანში

მულტიფუნქციური კლინიკა კანი, რომელიც ამავდროულად წამყვანი თმის გადანერგვის კლინიკა გახლავთ, თანამშრომლობს ტრიქოლოგიის დარგში მსოფლიოს ცნობილ ლაბორატორიებთან, როგორებიც არიან: შვეიცარიის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების კლინიკები.

 

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის უპირატესობებია:

  • ზუსტი დიაგნოზის დასმა;
  • თმის ცვენის ზუსტი შეფასება;
  • თმის სტრუქტურის დიაგნოსტიკა;
  • მკურნალობის პროცესის კონტროლი;
  • მკურნალობის უახლესი სტანდარტები;
  • უცხოელი პროფესორების მომსახურება.

პირველად ამიერკავკასიის მასშტაბით, თმის ცვენის ინოვაციური ღეროვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა: ტრიქოლოგიის საერთაშორისო ლაბორატორიის პროექტი კლინიკა “კანში”.

 

ბუდობრივი თმის ცვენის მკურნალობა

ბუდობრივი თმის ცვენა, იგივე ბუდობრივი ალოპეცია, აუტოიმუნური დაავადებაა. ამ დროს ორგანიზმს არასწორი იმუნური პასუხი აქვს, თავის თმის ღერს უცხო სხეულად აღიქვამს, ცდილობს ორგანიზმი გადაარჩინოს და თმა მოიშოროს. ბუდობრივი ალოპეცია იწყება ერთი, ან რამდენიმე კერით და იზრდება წრიული მიმართულებით. კერები შემდეგ ერთიანდებიან და შეიძლება გავრცელდეს როგორც მთელ თავზე, ასევე მოიცვას წარბები, წამწამები და ა.შ.

 

არსებობს სხვადასხვა მაპროვოცირებელი მიზეზი, რისგანაც არის გამოწვეული თმის ბუდობრივი ცვენა. ერთ-ერთი წამყვანია მიზეზია სტრესი, მაგრამ ამასთან ერთად სხვა მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. გენეტიკა მხოლოდ დაახლოებით 20 პროცენტშია მიზეზი. თმის ბუდობრივი ცვენა არ არის გადამდები, ის სჭირთ ჯანმრთელ ადამიანებს და უმეტესად იწყება ბავშვობის ასაკში. 

 

ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი ჩარევა. როცა იწყება თმის ცვენა, ადეკვატური მკურნალობით მარტივად ეშველება პრობლემას. თუ შენიშნეთ, რომ თმის ცვენა გაგიხშირდათ და უკვე გამელოტებული ადგილიც გამოიკვეთა ეს უკვე ნიშანია, რომ იწყება ბუდობრივი თმის ცვენა. ამ ეტაპზე კი პროფესიონალის ჩართულობა აუცილებელია. 

 

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, კლინიკა “კანში” თმის ცვენის მკურნალობა მოწინავე მეთოდებით მიმდინარეობს და ჩვენი პაციენტები სასურველ შედეგს იღებენ. მკურნალობის ერთ-ერთი გზაა თმის გადანერგვის FUE მეთოდი, აღსანიშნავია, რომ  ამ პროცედურის დროს თმის გადანერგვა კანის გაკვეთისა და ნაკერების გარეშე ხდება.

 

გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობის მეთოდების შერჩევისას აუცილებელია მიმართოთ ექიმ ტრიქოლოგს, ჩაიტაროთ დიაგნოსტიკა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ მკურნალობა.

 

გახსოვდეთ, თვითმკურნალობამ შეიძლება გაამწვავოს დაავადება. ასევე ნუ გაიმეორებთ სხვა ადამიანების დადებით პრაქტიკას, ყველა დაავადება ინდივიდუალურია. ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს სახალხო მედიცინის დახმარებით. მინერალების და ვიტამინების დეფიციტს მხოლოდ გამდიდრებული საკვების მიღებით ვერ შეავსებთ.

მკურნალობა აუცილებელია!

სხეულზე არსებული წარმონაქმნების მოცილება

სხეულზე არსებული წარმონაქმნების მოცილება

სხეულზე არსებული წარმონაქმნების მოცილება ახლა უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. პროცედურები ტარდება უახლესი მეთოდით, არის უსაფრთხო და უმტკივნეულო. მაქსიმალურად შემცირებულია ნაწიბურების და ლაქების კანზე დარჩენის რისკი

 

სხულზე წარმონაქმნი შეიძლება იყოს მრავალგვარი:

  • მეჭეჭები;
  • კონდილომები;
  • კონტაგიოზური მოლუსკები;
  • ნევუსი (ხალი);
  • სებორეული კერატოზი;
  • აკროქორდინი (პაპილომა)
  • ჰემანგიომები.

ზემოთ ჩამოთვლილი წარმონაქმნები პაციენტებს დიდ დისკომფორტს უქმნინან. ზოგიერთი მათგანი, მათ შორის პაპილომა ვირუსი დროთა განმავლობაში მრავლდება, შესაბამისად არსებობს შიში, რომ პაპილომა (ან სხვა წანაზარდი) სახეზე ან სხვა არასასურველ ადგილას გაგვიჩნედება.

კანზე წარმონაქმნების მოცილება ასოცირდება ნაწიბურებთან და ლაქებთან, თუმცა კლინიკა “კანის” პროფესიონალ ექიმებთან შეგიძლიათ ეს შიში მოიხსნათ, რადგან პროცედურა უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით ტარდება.

 

კანზე წარმონაქმნის მკურნალობა გერმანული აპარატით

მოცილებამდე აუცილებელია წარმონაქმნის კომპიუტერული კვლევა, რათა მოხდეს დიფერენცირება და განისაზღვროს ონკოლოგიური რისკი. დიაგნოსტიკის პროცესში გამოიყენება უახლესი, გერმანული FotoFinder - დერმატოსკოპიის აპარატი. მხოლოდ ამის შემდგომ, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას წარმონაქმნის მოსაშორებლად რომელი მეთოდი იქნება უფრო ეფექტური. შესაბამისად სხეულზე წარმონაქმნების მკურნალობა იქნება თქვენს ინდივიდუალურ სამედიცინო მოთხოვნილებებზე მორგებული.

მოცილების პროცესში გამოიყენება, გერმანული კრიოდესტრუქციისა და ელექტროკოაგულაციის აპარატი.

ფოტოთერაპიის სხივებით მკურნალობა

ფოტოთერაპიის სხივებით მკურნალობა

სხივური თერაპია (ფოტოთერაპია) მრავალი წელია გამოიყენება, როგორც ეფექტური, უსაფრთხო და კლინიკურად დამტკიცებული მეთოდი კანის რიგი დაავადების სამკურნალოდ.


პროცედურის არსს წარმოადგენს ულტრაიისფერი (UV) სხივების ზემოქმედებით შეამციროს კანზე დაავადებული უჯრედები და შეაჩეროს მათი ზრდა.


ფოტოთერაპია გამოიყენება ისეთი დერმატოლოგიური დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა: 

  • ფსორიაზი;
  • ვიტილიგო;
  • ეგზემა;
  • ნეიროდერმიტი და სხვა.

ფოტოთერაპიის პროცედურა შესაძლოა ჩატარდეს როგორც მთლიან სხეულზე, ასევე ლოკალურად, სხვადასხვა კონკრეტულ უბანზე.


„კლინიკა კანში“ წარმოდგენილი ფოტოთერაპიის უახლესი გერმანული აპარატი წარმატებით გამოიყენება ევროპის წამყვან დერმატოლოგიური კლინიკებში. 

სქესობრივად გადამდები დაავადებების მკურნალობა

სქესობრივად გადამდები დაავადებების მკურნალობა

სქესობრივად გადამდები დაავადებები, ძირითადად, ვაგინალური, ორალური ან ანალური სქესობრივი კონტაქტით ვრცელდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ასეთი ინფექციები არასქესობრივი გზითაც გადადის, მაგ.: მშობიარობის დროს დედიდან ჩვილზე, სისხლის გადასხმისას ან საერთო ნემსის გამოყენების შედეგად. 

 

სქესობრივად გადამდები დაავადებები ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ, მათი დროული დიაგნოსტიკა ეფექტური მკურნალობისთვის გადამწყვეტია. 

 

ვინ არის ვენეროლოგი?

ვენეროლოგია მედიცინის დარგია, რომელიც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შეისწავლის. ვენეროლოგი კი ექიმია, რომელიც მსგავსი პრობლემების დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და შემდგომ პრევენციას უზრუნველყოფს.

 

თუ თვლით, რომ თქვენი სიმპტომები სქესობრივად გადამდებ დაავადებებთან არის დაკავშირებული, კონსულტაცია მულტიპროფილური კლინიკა “კანის” ვენეროლოგებთან შეგიძლიათ გაიაროთ. 

 

გავრცელებული სქესობრივად გადამდები დაავადებები:

სიფილისი - დაავადებას ბაქტერია “სპიროქეტე-ტრეპონემა პალიდუმ” იწვევს. პრობლემის დაგვიანებით აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობის პროცესი რთულდება, რაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. სიფილისის გართულებულმა ფორმამ შესაძლებელია სიკვდილიც გამოიწვიოს.

 

გონორეა (ტრიპერი) -  გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც ბაქტერია Neisseria gonorrhoeae იწვევს. დაავადება, ძირითადად, სასქესო და რეპროდუქციულ ორგანოებს აზიანებს, თუმცა შესაძლოა გავლენა ყელზე, სწორ ნაწლავსა და თვალებზეც იქონიოს. სიმპტომები მტკივნეულ შარდვასა და გენიტალურ გამონადენსაც მოიცავს.

 

დაავადების სიმპტომები ქალებში, ძირითადად, ვაგინალური ქავილი, შარდვისას წვა, საშოდან პათოლოგიურ გამონადენი და ნაწლავის მტკივნეული მოქმედებაა. კაცებში კი დაავადება პენისიდან რძისებრი გამონადენით, სათესლე ჯირკვლების შეშუპებითა და შარდვის დროს წვით ხასიათდება.

 

ქლამიდიოზი - ინფექცია, რომელსაც ბაქტერია ქლამიდია იწვევს. დაავადება შესაძლოა როგორც კაცებში, ისე ქალებში გამოვლინდეს. ძირითადი სიმპტომებია: წვა შარდვის დროს, ტკივილი სქესობრივი აქტისას, ლორწოვანი გამონადენი სასქესო ორგანოდან, ერექციის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის მატება და ძლიერი საერთო სისუსტე. 

 

ტრიქომონიაზი - დაავადებას მიკროორგანიზმი Trichomonas vaginalis იწვევს. ინფექცია, ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რის გამოც, პაციენტს მისი იდენტიფიცირება უჭირს. დაავადება უმეტესად ქალებში ვითარდება, თუმცა მისი გავრცელება კაცებშიც შესაძლებელია. ისინი, უმეტესად, ინფექციის ფარული მატარებლები არიან და გადადების რისკს წარმოადგენენ. 

 

გენიტალური ჰერპესი - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელიც როგორც ქალებში, ისე კაცებში ჩნდება. ინფექციას ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს ლორწოვან გარსებსა და კანზე. 

განასხვავებენ ჰერპეს ვირუსის I და II ტიპებს. მარტივი ჰერპეს ვირუსის I ტიპი, ძირითადად, ლორწოვან გარსსა და კანს აზიანებს, II კი - სასქესო ორგანოებს. 

 

სქესობრივად გადამდები დაავადებები სხვადასხვა სახის სოკოვან ინფექციებსაც მოიცავს. გართულებები მრავალგვარია, მათ შორის შესაძლებელია გამოვლინდეს სქესობრივი ფუნქციის მოშლის სახით. ნებისმიერი სიმპტომის ან ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმ დერმატო-ვენეროლოგს. 

 

სქესობრივად გადამდები დაავადებების მკურნალობა კლინიკა “კანში”

 

კლინიკა “კანი” სქესობრივად გადამდები დაავადებების გამოსავლენად შარდის ანალიზს იყენებს, რაც უახლეს სადიაგნოსტიკო მეთოდს წარმოადგენს და სრულად გამორიცხავს ტკივილსა და დისკომფორტს. 

ჩვენთან პირველადი კონსულტაცია სრულიად უფასოა, ხოლო რაც შეეხება კონფიდენციალურობას, ის დაცულია და მკაცრად კონტროლდება. 

უროლოგია

უროლოგია

უროლოგია მედიცინის დარგია, რომელიც საშარდე სისტემასა და მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებებს შეისწავლის. ასაკის მატებასთან ერთად, უროლოგიური დაავადებების განვითარების რისკიც იზრდება,  რაც დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საჭიროებს. 

 

კვალიფიციური უროლოგი დაგეხმარებათ საფუძვლიანად გამოიკვლიოთ სიმპტომები და დაავადება საწყის ეტაპზე აღმოაჩინოთ. ადრეულად დასმული დიაგნოზი მკურნალობის პროცესს მარტივს და სწრაფს გახდის.

 

ვინ არის უროლოგი?

ექიმი უროლოგი უზრუნველყოფს საშარდე გზებისა (თირკმელები, შარდის ბუშტი, სათესლე ჯირკვლები, შარდსაწვეთები, ურეთრა) და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დარღვევების დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და  პრევენციას. 

მულტიპროფილურ კლინიკა “კანში” დაგხვდებათ კარგი უროლოგი, რომელიც სიმპტომებს სიღრმისეულად შეისწავლის და თქვენზე მორგებულ მკურნალობის გეგმას შეადგენს.

 

ჩვენი კლინიკის უროლოგიური სერვისი მოიცავს:

  • სპეციალისტის კონსულტაციას;
  • სრულ ლაბორატორიულ კვლევას;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკას;
  • ულტრაბგერით კვლევას უახლესი აპარატურის დახმარებით;
  • მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვას 

ჩვენს კლინიკაში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა შარდის ანალიზის საფუძველზეა შესაძლებელი, რაც უახლეს და აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს მსგავსი დაავადებების მკურნალობაში. ეს მეთოდი სრულად გამორიცხავს ტკივილსა და დისკომფორტს.

 

გავრცელებული უროლოგიური დაავადებებია: 

 

საშარდე გზების ინფექციები (UTIs) - ინფექციები, რომლებიც საშარდე სისტემის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, მათ შორის, შარდის ბუშტში, ურეთრასა და თირკმელებში.

საშარდე გზების ინფექცია საკმაოდ რთული დაავადებაა და ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზეც. მან შესაძლოა შფოთვა, დეპრესია, ძილთან დაკავშირებული პრობლემები და ზოგჯერ ჰალუცინაციებიც კი გამოიწვიოს. 

 

თირკმლის ქვები - მყარი ნაწილაკები, რომლებიც თირკმელებში წარმოიქმნება და საშარდე გზებს ბლოკავს. თირკმელებში კენჭების გაჩენას, ძირითადად, დეჰიდრატაცია, ჭარბი წონა, საჭმლის მომნელებელი სისტემების დარღვევები, ცილოვანი დიეტა და საშარდე გზების პრობლემები იწვევს. 

 

პროსტატიტი - პროსტატის ჯირკვლის ანთებაა, რომელიც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, არააქტიური ცხოვრების წესი, ყაბზობა.

 

პროსტატის სიმსივნე - დაავადება უმეტესად ხანდაზმულებში გვხვდება.  გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა რისკ ჯგუფში ასაკოვანი ადამიანები და გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე პაციენტები არიან. 

 

პროსტატის კიბო ნელა ვითარდება და ადრეულ სტადიაზე მისი სიმპტომები რთულად შესამჩნევია, მაგრამ დაავადების პროგრესირებასთან ერთად, სიმპტომები შემდეგნაირია - შარდვის გაძნელება, გახშირებული შარდვა, სისხლი შარდსა და სპერმაში, დისკომფორტი მენჯის არეში. 

 

შარდის ბუშტის სიმსივნე - შარდის ბუშტის სიმსივნეს სისხლიანი შარდი, გახშირებული და მტკივნეული  შარდვა, ასევე მენჯისა და ზურგის ტკივილი ახასიათებს. 

 

სათესლე ჯირკვლის კიბო - დაავადება, ძირითადად, 15-დან 35 წლამდე ასაკის მამაკაცებშია გავრცელებული. რისკ-ჯგუფში კი ისეთი პაციენტები შედიან, რომლებსაც დაავადების მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვთ. სიმსივნეს შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: ზურგის ან მუცლის ტკივილი, სათესლე ჯირკვლების შეშუპება, ფორმის ცვლილება და ძლიერი ტკივილი.

 

ერექციული დისფუნქცია (ED) - ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების მუდმივი სირთულე. დაავადება შესაძლოა მაღალმა წნევამ, ქოლესტერინმა, შაქრიანმა დიაბეტმა, დეპრესიამ, შფოთვამ და ჰორმონალურმა პრობლემებმა გამოიწვიოს.

 

უნაყოფობა - უნაყოფობა მამაკაცებში ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ჭარბი მოხმარება, სხვადასხვა მედიკამენტები, ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, სათესლე ჯირკვლის პრობლემები და სხვა გართულებები დიდ როლს თამაშობენ ამ პრობლემის განვითარებაში.

 

უროლოგია  - კლინიკა “კანის” მომსახურება

მულტიპროფილური კლინიკა “კანი” მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. თანამნედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდები გვეხმარება მკურნალობის პროცესი წარმატებულად წარვმართოთ.

ჩვენს კლინიკაში კონფიდენციალურობა დაცულია და მკაცრად კონტროლდება. შეგახსენებთ, რომ კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია სპეციალისტთან წინასწარ ჩაწერა.

გინეკოლოგია

გინეკოლოგია

გინეკოლოგია მედიცინის ერთ-ერთი კომპლექსური მიმართულებაა, რომელიც ქალის სქესობრივი ჯანმრთელობის ანატომიურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებს შეისწავლის. გინეკოლოგი კი ის ადამიანია, რომელიც პაციენტს ამ ტიპის დაავადებების დამარცხებაში ეხმარება.
 

კლინიკა “კანის” გინეკოლოგიური ცენტრი როგორც ამბულატორიულ, ისე ლაბორატორიულ და რადიოლოგიურ მომსახურებას მოიცავს. 
მულტიპროფილური კლინიკა კანი გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

 

  • გინეკოლოგთან კონსულტაცია;
  • საშვილოსნოს ყელის დიაგნოსტიკა;
  • კოლპოსკოპია;
  • პაპ ტესტი;
  • ლაბორატორიული კვლევები;
  • ჰორმონალური სპექტრის განსაზღვრა;
  • ექოსკოპია

რა სახის დაავადებებს მკურნალობს გინეკოლოგი? 

გინეკოლოგის ერთ-ერთი პასუხისმგებლობაა ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა:

პოლიკისტოზი - პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომის მიმდინარეობის დროს საკვერცხეები სითხით სავსე პატარა სითხურ ჩანართებს - კისტებს ავითარებს. ისინი საკვერცხეების ნორმალურ ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას და მენსტრუალური ციკლის თანმიმდევრულობას არღვევს. დაავადების ძირითადი სიმპტომებია არარეგულარული ციკლი და ორგანიზმში ანდროგენების ჭარბი რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, ჭარბთმიანობას, წონაში მატებასა და აკნეს იწვევს. ამასთან ერთად, ოვულაციასთან დაკავშირებული პრობლემებითა და გადიდებული საკვერცხეებით ხასიათდება.


ენდომეტრიოზი - დაავადება მაშინ ვითარდება, როცა საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მსგავსი ქსოვილი - ენდომეტრიუმი - საშვილოსნოს გარეთ ვითარდება. ეს ქსოვილი საკვერცხეებზე, ფალოპის მილებსა და მენჯის სხვა ორგანოებზე გვხვდება. ამ კერებში, ფაქტობრივად, ისეთივე ცვლილებები მიმდინარეობს, როგორიც საშვილოსნოს ლორწოვან გარსში. თუ ენდომეტრიოზი შარდის ბუშტს ან სწორ ნაწლავს მოიცავს, ხშირია შარდვისა და დეფეკაციის დროს ტკივილი.


ამ სიმპტომებთან ერთად, ენდომეტრიოზით დაავადებული ადამიანისთვის ვაგინალური პენეტრაცია უჩვეულოდ მტკივნეულია, მენსტრუალური ციკლი კი - არარეგულარული.
იქედან გამომდინარე, რომ ენდომეტრიოზი პაციენტის ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, გინეკოლოგია მას ქალების ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს.


არარეგულარული მენსტრუაცია - ციკლი შესაძლოა არარეგულარულად ჩაითვალოს თუ პერიოდებს შორის ხანგრძლივობა 21 დღეზე ნაკლებია, მუდმივად იცვლება ან 35 დღეზე მეტია.


ასე მიმდინარე მენსტრუალური ციკლი ჰორმონალური დისბალანსის, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების, სტრესისა და წონის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ყველაფერთან ერთად, ის ართულებს ოვულაციის პროგნოზირებასაც, ეს კი მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის ქალებს, რომლებსაც ორსულობა აქვთ დაგეგმილი.


ფიზიკური ჯანმრთელობის პარალელურად, საფრთხე მენტალურ ჯანმრთელობასაც ექმნება - ქალები განწყობის ხშირი ცვლილებისა და გაღიზიანების მიმართ უფრო მოწყვლადები ხდებიან.


არარეგულარული ციკლი ენდომეტრიუმის გასქელების რისკს ზრდის, რამაც, თავის მხრივ, სიმსივნის განვითარებასაც შეიძლება შეუწყოს ხელი.


კვლევები კლინიკა “კანში” საუკეთესო სპეციალისტების დახმარებით შეგიძლიათ ჩაიტაროთ, რომლებიც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას აბსოლუტური სიზუსტით შეაფასებენ. გინეკოლოგიური ანალიზები ერთმანეთისგან სპეციფიკით მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამიტომ, გინეკოლოგის რეკომენდაციები მკურნალობის სწორად წარმართვისთვის აუცილებლად უნდა დაიცვათ.
 

ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები

ბაქტერიული ვაგინოზი - დაავადება, რომლის დროსაც საშოში გარკვეული ტიპის ბაქტერიების ჭარბი რაოდენობა ფიქსირდება. მისი დიაგნოსტირებისთვის გინეკოლოგი საშოს ნაცხის ანალიზს აკეთებს. ვაგინოზი ზრდის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების განვითარების რისკსაც. 
 

სოკოვანი ინფექციები - დაავადების ძირითადი სიმპტომებია გამონაყარი, ქავილი, წვა და თეთრი ფერის გამონადენი. დიაგნოზის დასასმელად ვაგინალური მიკროფლორის კვლევა ტარდება.


ასეთი ტიპის დაავადებების ეფექტურად სამკურნალოდ მნიშვნელოვანია საუკეთესო მულტიპროფილური კლინიკის შერჩევა. 
კლინიკა “კანი” მაღალკვალიფიციური სამედიცინო სპეციალისტებისა და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე.


გინეკოლოგია და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

გინეკოლოგია შეისწავლის სქესობრივად გადამდები დაავადებების მიმდინარეობასა და გავლენას ადამიანის ცხოვრების ხარისხზე:


პაპილომა ვირუსი - პაპილომა ვირუსი (HPV) გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც შეუძლია როგორც ქალების, ასევე კაცების ჯანმრთელობაზე მოახდინოს გავლენა. 


უყურადღებოდ დატოვებული პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზია. დღესდღეობით საქართველოში ქალებს პაპილომა ვირუსის ვაქცინით სარგებლობა ქვეყნის ყველა პოლიკლინიკაში შეუძლიათ. დაავადების დიაგნოსტირება ე.წ. პაპ ტესტის გამოყენებით ხდება. მისი მთავარი სიმპტომი კი გენიტალური მეჭეჭებია. 
 

გენიტალური ჰერპესი - დაავადებას ახასიათებს ქავილის, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება ვაგინალურ ან/და ანალურ მიდამოში. ხშირია ცხელება და გრიპის მსგავსი სხვა სიმპტომებიც. გენიტალურ ჰერპესს ახასიათებს შეშუპებული ჯირკვლები, ტკივილი ფეხებში, საჯდომის არესა და საშოში, ცვლილება გამონადენის სტრუქტურასა და ფერში, თავის ტკივილი და გართულებული შარდვა. თუ გენიტალურ ჰერპესზე გაქვთ ეჭვი, კლინიკა “კანი” საშუალებას გაძლევთ გინეკოლოგიური კვლევები საუკეთესო ფასად ჩაიტაროთ. 
 

ქლამიდია - დაავადება, რომელსაც შარდვისას წვა და ვაგინალური პენეტრაციისას ძლიერი ტკივილი ახასიათებს. პაციენტებში ასევე ხშირია ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მოყვითალო გამონადენი საშოდან და სისხლდენა მენსტრუალურ ციკლებს შორის. 
 

გონორეა - დაავადებას ახასიათებს უჩვეულო ვაგინალური გამონადენი, რომელიც ხშირად თხელი, წყლიანი, მწვანე ან ყვითელია. სიმპტომებს თან ახლავს წვისა და ტკივილის შეგრძნება შარდვის დროს.
 

ჩამოთვლილ დაავადებებთან ერთად, გინეკოლოგი მრავალი სხვა ტიპის სქესობრივად გადამდები დაავადების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზეა სპეციალიზებული.


მეან-გინეკოლოგია და ორსულობასთან დაკავშირებული საკითხები

მეან-გინეკოლოგია ორსულობაზე, მშობიარობასა და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე სპეციალიზებული სამედიცინო სფეროა. მეან-გინეკოლოგი თავდაპირველად პაციენტის ჯანმრთელობას შეისწავლის, ატარებს ულტრაბგერით კვლევასა და სხვა სამედიცინო შემოწმებებს საშვილოსნოს ზოგადი მდგომარეობის შესამოწმებლად. 
 

ორსულობის პერიოდში მას ნაყოფის განვითარების კონტროლი ევალება, რისკის შემცველი ფეხმძიმობის შემთხვევაში კი რისკ-ფაქტორების მართვა. 
 

მეან გინეკოლოგები მშობიარობისას ტკივილის მართვის პროცესს ხელმძღვანელობენ და საჭიროების შემთხვევაში, უძღვებიან საკეისრო კვეთასაც.
 

მშობიარობის შემდეგ ისინი როგორც დედის, ისე ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს უზრუნველყოფენ. 
საბოლოო ჯამში, მეან-გინეკოლოგი პაციენტისთვის როგორც ორსულობის, ისე პოსტსამშობიარო  პერიოდის გამარტივებაზე ზრუნავს.
გინეკოლოგია კლინიკა “კანში”
იმისთვის, რომ არსებული დაავადება მარტივად დაამარცხოთ, აუცილებელია კარგი გინეკოლოგი შეარჩიოთ. მრავალპროფილური კლინიკა “კანი” მომხმარებელს მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სადიაგნოსტიკო მეთოდებით ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

ჩვენს კლინიკაში დაგხვდებიან ცნობილი გინეკოლოგები, რომლებიც დაავადებების დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასა და შემდგომ პრევენციასთან დაკავშირებულ პროცესს ეფექტურად წარმართავენ. კლინიკა მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას იყენებს, რაც პაციენტზე განსაკუთრებულ ზრუნვას გულისხმობს. 

საშვილოსნოს ყელის დიაგნოსტიკა, ულტრათანამედროვე, EDAN-ის ფირმის კოლპოსკოპიის აპარატით, ამიერკავკასიაში მხოლოდ კლინიკა კანის თბილისის ფილიალში ტარდება.

 

გინეკოლოგია კლინიკა “კანში”

იმისთვის, რომ არსებული დაავადება მარტივად დაამარცხოთ, აუცილებელია კარგი გინეკოლოგი შეარჩიოთ. მრავალპროფილური კლინიკა “კანი” პაციენტებს მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სადიაგნოსტიკო მეთოდებით ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

 

კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მოწვეული და ადგილობრივი სამედიცინო პერსონალით, რომლებიც თქვენს საჭიროებებს განსაკუთრებული ყურადღებითა და ემპათიით მიუდგებიან. ჩვენს კლინიკაში დაგხვდებიან ცნობილი გინეკოლოგები, რომლებიც მკურნალობის პროცესს ეფექტურად გაუძღვებიან. კლინიკა მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას იყენებს, რაც პაციენტზე განსაკუთრებულ ზრუნვას გულისხმობს. 


მაღალი ხარისხის მომსახურება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სწორედ ისაა, რაც სამედიცინო სფეროში ახალი სტანდარტების დანერგვაში გვეხმარება. 

ექოსკოპია

ექოსკოპია

ექოსკოპია, ანუ ულტრაბგერითი კვლევა, სამედიცინო პროცედურაა, რომელიც შინაგანი ორგანოების საერთო სურათის შესაქმნელად მაღალი სიხშირის ტალღებს იყენებს. ულტრასონოგრაფია დაავადებების დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პირველი რიგის, არაინვაზიური მეთოდია. 

 

ექოსკოპიას შეუძლია მოგვაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: 

  • ორგანოს ფორმა, ზომა, სტრუქტურა და ლოკალიზაცია; 
  • პათოლოგიური კერის არსებობა; 
  • ორგანოთა სისხლმომარაგება. 

 

მრავალპროფილურ კლინიკა “კანში” ულტრაბგერითი კვლევა პროფესიონალი ექიმების მიერ ახალი თაობის, 2022 წლის  SonoScape P20  და SonoScape P15  ექოსკოპიის აპარატებით ტარდება.

 

აპარატი გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:

  • უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებას; 
  • არ იწვევს ტრავმებს; 
  • აქვს მაღალი დიაგნოსტიკური ეფექტი და გარჩევადობა; 
  • ავლენს პათოლოგიებს 80%-ზე მაღალი სიზუსტით; 
  • არ აქვს რადიაციული ზემოქმედება; 
  • ეფექტურია ბავშვებისა და ორსულებისთვისაც; 
  • იძლევა რამდენიმე ორგანოს ერთდროულად გამოკვლევის შესაძლებლობას. 

 

ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ შემდეგი ორგანოების ექოსკოპია ჩაიტაროთ:

  • მუცლის ღრუ;
  • შარდ-სასქესო სისტემა;
  • პროსტატის ჯირკვალი;
  • ვაგინალური და ტრანსაბდომინური გინეკოლოგიური კვლევები;
  • სამეანო ულტრასონოგრაფია; 
  • ფარისებრი ჯირკვალი; 
  • რბილი ქსოვილები;
  • სანერწყვე ჯირკვლები; 
  • ლიმფური სისტემა;
  • სათესლე ჯირკვლები;
  • სახსრები;
  • სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება; 
  • გული.

 

ვაგინალური ექოსკოპია

ვაგინალური ექოსკოპია მცირე მენჯის ღრუს ორგანოების გამოკვლევის საშუალებას იძლევა - საშვილოსნო, ცერვიკალური არხი, ფალოპის მილები და საკვერცხეები. ულტრასონოგრაფია პრობლემურ წარმონაქმნებსა და მათ სტრუქტურასაც იკვლევს.

კვლევა ძირითადად, რეპროდუქციული სისტემის მდგომარეობის შესაფასებლად გამოიყენება. 

 

ვაგინალური ექოსკოპიით, შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი პათოლოგიები: კისტები, სიმსივნეები, მიომები, კვანძები, პოლიპები, საშვილოსნოსგარე ორსულობასა და ა.შ. 

 

ექოსკოპია ორსულობისას

ორსულობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ეფექტური დიაგნოსტიკური და კვლევითი მეთოდი ულტრასონოგრაფიაა, რომელიც ნაყოფის ჯანმრთელობისა და განვითარების შესაფასებლად გამოიყენება. 

 

ექოსკოპია ორსულობისას ნაყოფის რაოდენობას, განვითარების ანომალიებს და სქესს ავლენს. გარდა ამისა, მაღალი რისკის მქონე ორსულებისთვის პერიოდული მონიტორინგი აუცილებელია, რა დროსაც ექოსკოპია ძალიან კარგი მეთოდია.

 

ექოკარდიოგრაფია

ექოკარდიოგრაფია გულის ულტრაბგერითი კვლევაა, რომელსაც გულთან დაკავშირებული დაავადებების დიაგნოსტიკის პროცესში დიდი წვლილი შეაქვს.

გულის ექოსკოპია არაინვაზიური მეთოდია და არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. კვლევამ შესაძლოა გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკი, მაღალი არტერიული წნევა, აორტის ანევრიზმა, გულის იშემიური დაავადება და სხვა ისეთი დაავადებები გამოავლინოს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

 

ულტრასონოგრაფია 

ულტრასონოგრაფია ანუ მუცლის ღრუს ექოსკოპია შემდეგი ორგანოების კვლევას მოიცავს: 

  • ნაღვლის ბუშტი;
  • ღვიძლი; 
  • პანკრეასი; 
  • თირკმელები; 
  • შარდის ბუშტი; 
  • ელენთა. 

წინამდებარე  ჯირკვლის (პროსტატის) ექოსკოპია

პროსტატის ულტრაბგერითი გამოკვლევა ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტირებას ხელს უწყობს, როგორიცაა შარდვის გაძნელება, პროსტატიტი და პროსტატის სიმსივნე.  ექოსკოპიისას არ გამოიყენება მავნე გამოსხივება და პროცესი პაციენტისთვის სრულიად უმტკივნეულოა.

 

კლინიკა “კანის” სერვისი 

კლინიკა “კანში” ჩვენი პროფესიონალი რადიოლოგები ულტრაბგერით კვლევას უახლესი აპარატურის გამოყენებით ატარებენ, არსებულ პრობლემას მაქსიმალური სიზუსტით ავლენენ და სპეციალისტს მკურნალობის სწორად წარმართვაში ეხმარებიან. 

 

შეგახსენებთ, რომ კლინიკის ამ მომსახურებით თბილისში ისარგებლებთ. სპეციალისტთან ჩაწერა შესაძლებელია, როგორც ჩვენს ვებსაიტზე, ასევე დარეკვით: +995 (032) 2 43 40 00. 

ენდოკრინოლოგია

ენდოკრინოლოგია

ენდოკრინოლოგია მედიცინის ერთ-ერთი კომპლექსური დარგია რომელიც შეისწავლის ადამიანის შინაგანი ენდოკრინული ორგანოების, სეკრეციის სტრუქტურას, ფუნქციებს და დაავადებებს.


ენდოკრინოლოგიური დაავადებები მოიცავს:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს
  • ჩიყვი
  • პანკრეასი
  • შაქრიანი დიაბეტი

დაავადების ადრეულ ეტაპზე ზუსტი დიაგნოსტიკა საჭიროებს ვიწრო სპეციალიზაციის ექიმ-ენდოკრინოლოგის ჩართულობას და ეფექტური მკურნალობის შერჩევას.

 

ენდოკრინოლოგი კლინიკა "კანში"

კლინიკა კანის ენდოკრინოლოგიური კაბინეტი ერთ სივრცეში სრული მომსახურების მიღების საშუალებას იძლევა. 

ჩვენ მიერ შემოთავაზებული სერვისებია:

  • ენდოკრინოლოგის მომსახურება;
  • სრული ლაბორატორიული კვლევა;
  • ექოსკოპიური კვლევა.
ოტორინოლარინგოლოგია

ოტორინოლარინგოლოგია

ოტორინოლარინგოლოგია მედიცინის კომპლექსური დარგია, შეისწავლის ყურისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს.


ყელ-ყურ-ცხვირი ანატომიურად ურთიერთკავშირში მყოფი ორგანოებია, რომელთაც გააჩნია მრავალი ფუნქცია. ესენია: მეტყველება, სმენა, წონასწორობის უზრუნველყოფა, გემოს და სუნის შეგრძნება.


ფუნქციური დარღვევის და დაავადებების ადრეული ზუსტი დიაგნოსტიკა, სწორი მკურნალობა და მონიტორინგი შემდგომი გართულებების თავიდან არიდების საშუალებას იძლევა.


ოტორინოლარინგოლოგიური დაავადებები მოიცავს:

  • ყელ-ყურ-ცხვირის მწვავე რესპირატორული დაავადებები
  • პათოლოგიური და ქრონიკული დაავადებები
  • ყურიდან გოგირდის საცობის ამოღება
  • გარეთა სასმენი მილიდან უცხო სხეულის ამოღება
  • ცხვირის წინა ტამპონადა
  • ცხვირიდან უცხო სხეულის ამოღება
  • პროცედურები ცხვირის დანამატ ღრუებზე
  • ტიმპანომეტრია - შუა ყურის დიაგნოსტიკური ანალიზი


კლინიკა კანის ოტორინოლარინგოლოგიის სერვისი, ყელ-ყურ-ცხვირის დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის. ჩვენთან საუკეთესო ენდოკრინოლოგი გიმკურნალებთ ყევყურცხვირის დაავადებებს. კლინიკა დაკომპლექტებულია როგორც ქართველი ასევე უცხოეთიდან მოწვეული გამოცდილი სპეციალისტებისგან.

ალერგოლოგია

ალერგოლოგია

ალერგია არის ადამიანის იმუნური სისტემის პათოლოგიურად გაძლიერებული რეაქცია, რომლის დროსაც ადამინის ორგანიზმი თავს იცავს ბაქტერიებით, პარაზიტებით და ვირუსებით გამოწვეული დაავადებებისგან. იმუნიტეტის დაქვეითება ვლინდება ხშირი ავადობით და იმატებს რეაგირება ნივთიერებებზე, რომლებიც უვნებელია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის.

 

ალერგიის სიმპტომებია:


• ცემინება, სურდო, ცხვირის გაჭედილობა 
• თვალების ქავილი, სიწითლე და ცრემლდენა 
• ხველა, შებოჭილობის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება 
• სახის, თვალების, ცხვირის, ტუჩების შეშუპება 
• კანის ძლიერი სიმშრალე, ქავილი და სიწითლე
• ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ჭვალი 

მთელს მსოფლიოში ალერგია ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. აღსანიშნავია რომ ასაკის მიუხედავად სულ უფრო იმატებს დაავადებულთა რიცხვი. მულტიფუნქციური კლინიკა ,,კანი” გთავაზობთ ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკას, პრევენციას და მკურნალობას. 

 

ალერგოლოგი გიმკურნალებთ შემდეგ დაავადებებს:


• ბრონქული ასთმა 
• ალერგიული რინიტი 
• ანგიონევროზული შეშუპება 
• ატოპიური დერმატიტი 
• მედიკამენტოზური ალერგია 
• კვებითი ალერგია 
• ჭინჭრის ციება 
• მზით ან მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგია 


ექიმთან ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.

გასტროენტეროლოგია

გასტროენტეროლოგია

გასტროენტეროლოგია საჭმლის მომნელებელ სისტემაში შემავალი ორგანოების ერთობლიობაა. იგი მოიცავს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საკვების და სხვა ნივთიერებების გადამუშავებას, შეწოვას და ნარჩენების სახით გამოდევნას. 


დაავადებები რომლებიც გავლენას ახდენენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ფუნქციონირებაზე შესაძლებელია გამოწვეული იყოს სისტემაში შემავალი სხვადასხვა 
ორგანოების ფუნქციური დარღვევებით. 

ეს ორგანოებია:

  • საყლაპავი მილი;
  • კუჭი;
  • წვრილი ნაწლავი;
  • მსხვილი ნაწლავი;
  • სწორი ნაწლავი;
  • პანკრეასი;
  • ნაღვლის ბუშტი;
  • სანაღვლე გზები;
  • ღვიძლი.

ყველა ჩამოთვლილი ორგანოს ნორმალური აქტივობა და დაავადება გასტროენტეროლოგიის კვლევის ნაწილია.


კლინიკა ,,კანის" გასტროენტეროლოგის სერვისი გულისხმობს:

  • ექიმთან კონსულტაციას;
  • გასტროსკოპიის ჩატარებას უახლესი გასტროსკოპის (ზონდის) საშუალებით;
  • სრულ ლაბორატორიულ კვლევას;
  • უახლესი სამკურნალო მეთოდოლოგიის გამოყენებით მკურნალობას და პრევენციას.

ექიმთან ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.

პედიატრია

პედიატრია

მშობლისთვის შვილების ჯანმრთელობა უპირველესი და უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, აუცილებელია მისთვის საუკეთესო პედიატრი შეარჩიოთ. 

 

რა არის პედიატრია?

პედიატრია მედიცინის დარგია, რომელიც ბავშვის ორგანიზმის ანატომიას, ფიზიოლოგიასა და განვითარებას შეისწავლის. პედიატრი კი ბავშვთა ექიმია, რომელიც ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და შემდგომი პრევენციაზე ზრუნავს. 

 

რას მოიცავს პედიატრის მომსახურება? 

დიაგნოსტირება და მკურნალობა - პედიატრის მომსახურება, პირველ რიგში,  სხვადასხვა ინფექციებისა და დაზიანებების დიაგნოსტირებას გულისხმობს. პრობლემის გამოვლენის შემდგომ, დგება მკურნალობის გეგმა. ბავშვის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, შეიძლება მედიკამენტოზური მკურნალობა დაინიშნოს.

 

ვიწრო სპეციალისტთან კოორდინირება - იმისთვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად იყოს შესწავლილი, პედიატრი მას ისეთ სპეციალისტებთან ამისამართებს, როგორებიცაა, მაგალითად, ბავშვთა ოფთალმოლოგი ან დერმატოლოგი. ასევე აქტიური მიმართულებაა ბავშვთა ორთოპედია. 

პედიატრი ვიწრო სპეციალისტთან აქტიურ კომუნიკაციაშია და პროცესის სრულ მეთვალყურეობას უზრუნველყოფს. 

 

ვაქცინაცია და პროფილაქტიკა - პედიატრია ვაქცინაციას ინფექციური დაავადებებისგან თავის დასაცავად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ბავშვს გეგმური აცრა შესაბამის ასაკში ჩაუტარდეს. პედიატრი ვალდებულია მშობელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ვაქცინაციის პროცესისა და მოსალოდნელი შედეგის შესახებ.

 

ბავშვის განვითარების მონიტორინგი - პედიატრია, უკვე არსებული დაავადებების მკურნალობასთან ერთად, ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ და კოგნიტიურ განვითარებაზე დაკვირვებას მოიცავს. განვითარებაში გარკვეული შეფერხებების არსებობის შემთხვევაში კი პედიატრი შესაბამის სამედიცინო ჩარევებს გეგმავს.

 

კონსულტაცია მშობლებთან - პედიატრი გასცემს რეკომენდაციებს ბავშვის კვებასთან, ჰიგიენასა და, ზოგადად, ცხოვრების წესთან დაკავშირებით. ამით ის ხელს უწყობს ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

ქრონიკული დაავადების მართვა - პედიატრია ისეთი დაავადებების მონიტორინგსაც მოიცავს, როგორებიცაა მაგ.: ასთმა, დიაბეტი, ალერგიები და სხვა. 

 

პედიატრი კლინიკა “კანში” 

მულტიპროფილურ კლინიკა “კანში” პედიატრის მომსახურებით სარგებლობა ყველა ასაკის ბავშვს შეუძლია. ჩვენი გამოცდილი პედიატრი თამარ კაპანაძე მრავალი წელია ჯანდაცვის სფეროში მოღვაწეობს. პროფესიონალ ექიმებთან ერთად, ,,კანში" ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა დაგხვდებათ. კლინიკა მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ წინსვლას და საქართველოში ინოვაციური  მოწყობილობებით მკურნალობის პრაქტიკა დანერგოს. 
 

კარდიოლოგია

კარდიოლოგია

კარდიოლოგია არის მედიცინის დარგი,  რომელიც სწავლობს გულის და სისხლძარღვთა სისტემების დაავადებებს. 

სფერო მოიცავს გულის იშემიური დაავადების, გულის მანკის, გულის უკმარისობის, გულის სარქვლოვანი დაავადების, გულის თანდაყოლილი/შეძენილი დეფექტების და რითმის დარღვევასთან დაკავშირებული მდგომარეობების  დიაგნოსტირებას, მათ მართვას,  მკურნალობასა და პრევენციას.

 

კარდიოლოგიური სერვისი მოიცავს:

  • კარდიოლოგის კონსულტაცია;
  • ელექტროკარდიოგრაფია 12 სტანდარტული განხრით;
  • ტრანსთორაკალური ექოკარდიოსკოპია;
  • ლაბორატორიული კვლევები;

ექიმი - კარდიოლოგები სპეციალიზებულნი არიან მედიცინის ამ დარგში და ახორციელებენ კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და შემდგომი მართვის მეთოდების ინდივიდუალურ პაციენტზე მორგებას. 

კლინიკა კანის კარდიოლოგიური სერვისი გულისხმობს მაღალკვალიფიციური პერსონალის მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია  უახლეს ევროპულ და ამერიკულ ,,გაიდლაინებზე". აღნიშნული სერვისების მეშვეობით შესაძლებელია დროულად დადგინდეს და შემდგომ იმართოს გულის დაავადებები.
 

კლინიკა კანში კარდიოლოგი გიმკურნალებთ:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • სტენოკარდია;
  • გულის უკმარისობა;
  • გულის მანკი;
  • კარდიომიოპათიები;
  • რითმის დარღვევა;
  • პერიკარდიტი;
  • მიოკარდიტი;
  • ენდოკარდიტი და სხვა კარდიოლოგიური პათოლოგიები.

კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.

ანგიოლოგია

ანგიოლოგია

ანგიოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც სისხლძარღვებისა და ლიმფური სისტემის დაავადებებს სწავლობს და მკურნალობს. ანგიოლოგია მოიცავს არტერიებს, ვენებს და ლიმფურ სისხლძარღვებს, ასევე სისხლის ნაკადთან დაკავშირებულ დარღვევებს. 

 

სისხლძარღვების დაავადებებმა გართულების შემთხვევაში შესაძლებელია შრომისუნარიანი ადამიანების ინვალიდობა და შემდგომ სიკვდილი გამოიწვიოს.

 

სისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომებია:

  • სიცივის და სიმხურვალის შეგრძნება
  • ჰიპერკოაგულაცია (სისხლის მომატებული სიბლანტე, შედედება)
  • ფეხების სიმძიმე და ქრონიკული დაღლილობის განცდა
  • დაბუჟება და შესივება
  • ტკივილი ქვედა კიდურებში
  • ადვილად დაღლა
  • შაქრიანი დიაბეტი, დიაბეტური ტერფი
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი, თამბაქოს მოხმარება
  • ალკოჰოლზე დამოკიდებულებით გამოწვეული ცვლილებები


პათოლოგიებიდან ყველაზე გავრცელებული ვენური უკმარისობაა, რომელიც ცნობილია „ვარიკოზის“ სახელით. 

დიდი საფრთხის მატარებელია სისხლძარღვოვანი დაავადება ანევრიზმა, რომელიც მოულოდნელად იჩენს თავს და ხშირ შემთხვევაში მასზე რეაგირება დაგვიანებულია. ანევრიზმა ძალიან ნელა პროგრესირებს, მას „ჩუმ ბომბსაც“ უწოდებენ. სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია მოხდეს გამოკვლევა, რათა არასასურველი შედეგი თავიდან იქნეს არიდებული.


მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიაზე. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. თუ რომელიმე სიმპტომი გამოგივლინდებათ, ან ხართ გენეტიკური ანამნეზით, რომელიც მაღალი რისკის ქვეშ გაყენებთ.

 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა თრომბი. თრომბი არის სისხლის შედედებული მასა და ის სისხლძარღვის შიგნითა სანათურში ყალიბდება. თრომბის გამო ფერხდება სისხლის მიმოქცევა, იწყება სისხლის შეგუბება, რისი შედეგიცაა სისხლძარღვის კედლის გამავლობის ცვლილება და საბოლოო ჯამში ვითარდება თრომბოზი. 

 

თრომბის გამომწვევი ფაქტორი არაერთია: სისხლის შედედება; ჰიპერკუაგულაცია; ქალებს ორსულობის შემდეგ ხშირად აქვთ თრომბოზები. რისკჯგუფში შედიან ჭარბწონიანი ადამიანები, 50 წლის ზემოთ ადამიანები, დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტები და უფრო მეტად ქალბატონებს აქვთ თრომბის რისკი.

 

რაც შეეხება სიმპტომებს, სიმპტომი ხშირად გამოხატულია იმ უბანში, სადაც ხდება თრომბოზი. თუ ეს უბანი ხელზე ან ფეხზეა, თრომბი ხშირად ვლინდება შეშუპებით, სიმძიმის შეგრძნებით.  ფეხის ან ხელის კანი ზოგჯერ ფერს იცვლის, ხდება მოლურჯო, ან წითელი და ზოგჯერ დამახასიათებელია კანის ქავილი.

 

ღრმა ვენის თრომბოზის დროს ფეხის ან ხელის ის უბანი, რომელშიც თრომბია, კანის სხვა უბნებთან შედარებით თბილია. როცა პაციენტს სუნთქვა უჭირს, ეს ზოგჯერ იმას ნიშნავს, რომ თრომბმა ხელიდან ან ფეხიდან ფილტვებისაკენ გადაინაცვლა.

 

ვინ არის ანგიოლოგი

ანგიოლოგი, იგივე ვენების ექიმი, სპეციალისტია, რომელიც სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს იკვლევს და მკურნალობს.

ანგიოლოგი დეტალურად იკვლევს პაციენტის მდგომარეობას და ნიშნავს მკურნალობას. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტებს ისეთი მდგომარეობების მართვისთვის, როგორიცაა მაღალი წნევა ან ქოლესტერინი, რომლებიც სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორებია. უფრო მძიმე შემთხვევებში, მათ შეუძლიათ ჩაატარონ პროცედურები დაბლოკილი არტერიების ან ვენების გასახსნელად, როგორიცაა ანგიოპლასტიკა ან სისხლძარღვთა ქირურგია.

პრევენციული ზრუნვა: ანგიოლოგები ასევე ასრულებენ როლს პრევენციულ ზრუნვაში, რომლებიც ურჩევენ ცხოვრების წესის შეცვლას სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ეს შეიძლება მოიცავდეს დიეტურ რჩევებს, ვარჯიშის რეკომენდაციებს და მითითებებს მოწევის შეწყვეტის შესახებ.

 

ანგიოლოგიური სერვისი კლინიკა ,,კანში” 

მრავალპროფილურ კლინიკაში კანში გამოცდილი ექიმების გუნდი დაგხვდებათ. ჩვენი პროფესიონალები მზად არიან დეტალურად გამოიკვლიონ თქვენი მდგომარეობა, მოგცენ რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის გეგმა შეადგინონ.

კლინიკაში გვაქვს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც გვეხმარება, რომ დაავადებები დროულად გამოვავლინოთ და მკურნალობის პროცესი ეფექტურად წარვმართოთ.

ჩვენი სერვისებია:

  • ანგიოლოგის კონსულტაცია
  • დოპლეროგრაფიული კვლევა
  • ლაბორატორიული კვლევა

 

შეგახსენებთ, რომ ექიმთან ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.

ექიმთან ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.

რეაბილიტოლოგია

რეაბილიტოლოგია

რეაბილიტოლოგია გულისხმობს ავადმყოფობისა და დაზიანებების შემდგომ აღდგენით პროცესს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირების დაბრუნებასა და დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ასევე მოიცავს სხეულის სიმეტრიის და სილამაზის აღდგენა-შენარჩუნებას.

 

კლინიკა ,,კანი" გთავაზობთ რეაბილიტოლოგიურ სერვისებს:

  • სამკურნალო მასაჟი
  • ფიზიოთერაპია
  • მანუალური თერაპია
  • ბრტყელტერფიანობის მკურნალობა
  • ანტიცელულიტური მასაჟი
  • წონის კორექცია
  • სახის მასაჟი
  • ტანადობის დარღვევის, ასიმეტრიის მკურნალობა
  • თაფლის და შოკოლადის მასაჟი

ტრავმების მკურნალობის შემდგომ სარეაბილიტაციო პროცესის გავლა, სრული გამოჯანმრთელებისთვის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა იგი იწვევს ბიოლოგიური,  ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ან ნევროლოგიური პროცესების ცვლილებას, რაც განაპირობებს უნარ-ჩვევებისა და ქცევების გაუმჯობესებას.

ნევროლოგია

ნევროლოგია

რა არის ნევროლოგია?

ნევროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემას, მათ ფუნქციებს, ნორმებს, პათოლოგიებსა და დაავადებებს. ნევროლოგია იკვლევს თუ რა გავლენა აქვს რიგ დაავადებებს სხვადასხვა ორგანოებზე, ამ დაავადების განვითარების მექანიზმს, მიზეზებსა და სიმპტომებს.

 

ნერვული სისტემის დაავადებები მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა კატეგორიას მიეკუთვნება და შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მუცლადყოფნის პერიოდშიც კი.

 

არაერთი მიზეზი არსებობს, რომლებიც ხელს უწყობენ ნერვული სისტემის დაავადების განვითარებას. ყველაზე ხშირია თანამედროვე ცხოვრების ტემპი,  მუდმივი სტრესი და დეპრესია, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, ტრავმები და ა.შ. ასაკის მატებასთან ერთად ნერვული სისტემის დაავადების განვითარების რისკი მატულობს.

 

ვინ არის ნევროლოგი?

ნევროლოგი არის სპეციალისტი, რომელიც ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოზს სვამს და შემდეგ მკურნალობის გეგმას ადგენს. მაგალითად: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა და უფრო სერიოზული პათოლოგიები, როგორიცაა კრუნჩხვები ან ქრონიკული ტკივილი. 

 

ნერვული სისტემა ჩვენს სხეულში ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი, მაგალითად, როგორ ვმოძრაობთ, ვფიქრობთ და ვგრძნობთ. თუ პაციენტს აქვს გულთან დაკავშირებული პრობლემა ან დიაბეტი, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ნერვულ სისტემაზე. ნევროლოგი იკვლევს ამ პოტენციურ უარყოფით გავლენას და საჭიროების შემთხვევაში პრობლემას მკურნალობს. 

 

კლინიკა ,,კანის" ნევროლოგიის განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომლებიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

 

ნევროლოგი კლინიკა ,,კანში”

კლინიკა ,,კანის" ნევროლოგიური განყოფილება მოწინავე სამედიცინო მეთოდებს იყენებს. ჩვენი გუნდი მაღალკვალიფიციური ნევროლოგებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მზად არიან დეტალურად გამოიკვლიონ პაციენტის მდგომარეობა და შესაბამისად უმკურნალონ მას.

 

სერვისები:

  • კონსულტაცია: ჩვენი ნევროლოგები საფუძვლიანად იკვლევენ თითოეული პაციენტის ისტორიასა და სიმპტომებს, რათა ზუსტი დიაგნოზი დასვან.
  • დიაგნოსტიკური სერვისები: ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიას კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებისთვის, რაც უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ყოვლისმომცველ შეფასებას.
  • პერსონალიზებული მკურნალობის გეგმები: თითოეული პაციენტი უნიკალურია, ამიტომ ინდივიდუალური მკურნალობის სტრატეგიებს ვადგენთ, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტოზურ მკურნალობას, თერაპიას ან ცხოვრების სტილის შეცვლას.
  • მუდმივი ზრუნვა და მხარდაჭერა: ჩვენ უზრუნველვყოფთ მუდმივ ზრუნვასა და მხარდაჭერას ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. ვეხმარებით მათ სიმპტომების მართვასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
  • ნევროლოგიურმა პრობლემებმა შეიძლება ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი. ჩვენი სერვისები ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვისა და მოზრდილებისთვის. 

 

მულტიდისციპლინარული მიდგომა

ნევროლოგია საჭიროებს მულტიდისციპლინარულ მიდგომას და კლინიკა „კანში“ ამ მეთოდით ვხელმძღვანელობთ. ნევროლოგი თანამშრომლობს სხვა სამედიცინო სფეროს ექსპერტებთან და ეს ერთობლივი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ პაციენტის მდგომარეობა დროულად გაუმჯობესდეს.

 

ნევროლოგიური ჯანმრთელობის მნიშვნელობა

ნერვული სისტემის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია ადამიანის საერთო კეთილდღეობისთვის. ნევროლოგიურმა აშლილობებმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ინდივიდის უნარზე, შეასრულოს ყოველდღიური საქმიანობა, ისიამოვნოს ცხოვრებით და ჩაერთოს სოციალურ აქტივობებში.

 

პრევენციული ღონისძიებები და ადრეული ჩარევა

ნევროლოგია ხაზს უსვამს რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები და ადრეული ჩარევა. რეგულარული დიაგნოსტიკა და ადრეულ სიმპტომებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლებელია გართულებები თავიდან იქნას აცილებული.

ონლაინ კონსულტაცია

ონლაინ კონსულტაცია

მულტიფუნქციური კლინიკა კანი საშუალებას გაძლევთ გაიაროთ ექიმთან ონლაინ კონსულტაცია  მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ყოველგვარი წინასწარ ჩაწერის, ლოდინის და კლინიკაში ვიზიტის გარეშე.
 

როგორ მივიღო ექიმის ონლაინ კონსულტაცია?

კონსულტაციისთვის საჭიროა მხოლოდ ელექტრონულ ფოსტაზე - info@kani.ge გადმოგვიგზავნოთ:

 

  • პაციენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
  • დაზიანებული ადგილის მაღალი გარჩევადობის ფოტო
  • ანამნეზი (როდის დაგეწყოთ დაავადება? რა ჩივილები გაქვთ? ხართ თუ არა ალერგიული? აღნიშნულ დაავადებას მკურნალობდით თუ არა? რაიმე სახის ქრონიკული დაავადება თუ გაქვთ?).

კლინიკის ელექტრონული ფოსტის შეტყობინებებს ეცნობიან რეგისტრატურის თანამშრომლები და ამისამართებენ ექიმთან სპეციალიზაციის მიხედვით. კონფიდენციალურობა დაცულია და მკაცრად კონტროლდება.


დისტანციური კონსულტაცია ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს:

  • უმოკლეს ვადაში მიმართონ ექიმს
  • შეიტყონ დიაგნოზი
  • მიიღონ დანიშნულება.

აღნიშნულ სერვისში ჩართულები არიან როგორც ქართველი მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი, ასევე საჭიროების შემთხვევაში კლინიკა ,,კანის" უცხოელი კონსულტანტები.