ნევროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემას, მათ ფუნქციებს, ნორმებს, პათოლოგიებსა და დაავადებებს. ნევროლოგია იკვლევს თუ რა გავლენა აქვს რიგ დაავადებებს სხვადასხვა ორგანოებზე, ამ დაავადების განვითარების მექანიზმს, მიზეზებსა და სიმპტომებს.
ნერვული სისტემის დაავადებები მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა კატეგორიას მიეკუთვნება და შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მუცლადყოფნის პერიოდშიც კი.
არაერთი მიზეზი არსებობს, რომლებიც ხელს უწყობენ ნერვული სისტემის დაავადების განვითარებას. ყველაზე ხშირია თანამედროვე ცხოვრების ტემპი, მუდმივი სტრესი და დეპრესია, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, ტრავმები და ა.შ. ასაკის მატებასთან ერთად ნერვული სისტემის დაავადების განვითარების რისკი მატულობს.
ნევროლოგი არის სპეციალისტი, რომელიც ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოზს სვამს და შემდეგ მკურნალობის გეგმას ადგენს. მაგალითად: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა და უფრო სერიოზული პათოლოგიები, როგორიცაა კრუნჩხვები ან ქრონიკული ტკივილი.
ნერვული სისტემა ჩვენს სხეულში ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი, მაგალითად, როგორ ვმოძრაობთ, ვფიქრობთ და ვგრძნობთ. თუ პაციენტს აქვს გულთან დაკავშირებული პრობლემა ან დიაბეტი, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ნერვულ სისტემაზე. ნევროლოგი იკვლევს ამ პოტენციურ უარყოფით გავლენას და საჭიროების შემთხვევაში პრობლემას მკურნალობს.
კლინიკა ,,კანის" ნევროლოგიის განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომლებიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
კლინიკა ,,კანის" ნევროლოგიური განყოფილება მოწინავე სამედიცინო მეთოდებს იყენებს. ჩვენი გუნდი მაღალკვალიფიციური ნევროლოგებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მზად არიან დეტალურად გამოიკვლიონ პაციენტის მდგომარეობა და შესაბამისად უმკურნალონ მას.
სერვისები:
ნევროლოგია საჭიროებს მულტიდისციპლინარულ მიდგომას და კლინიკა „კანში“ ამ მეთოდით ვხელმძღვანელობთ. ნევროლოგი თანამშრომლობს სხვა სამედიცინო სფეროს ექსპერტებთან და ეს ერთობლივი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ პაციენტის მდგომარეობა დროულად გაუმჯობესდეს.
ნერვული სისტემის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია ადამიანის საერთო კეთილდღეობისთვის. ნევროლოგიურმა აშლილობებმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ინდივიდის უნარზე, შეასრულოს ყოველდღიური საქმიანობა, ისიამოვნოს ცხოვრებით და ჩაერთოს სოციალურ აქტივობებში.
ნევროლოგია ხაზს უსვამს რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები და ადრეული ჩარევა. რეგულარული დიაგნოსტიკა და ადრეულ სიმპტომებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლებელია გართულებები თავიდან იქნას აცილებული.