რეაბილიტოლოგია გულისხმობს ავადმყოფობისა და დაზიანებების შემდგომ აღდგენით პროცესს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირების დაბრუნებასა და დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ასევე მოიცავს სხეულის სიმეტრიის და სილამაზის აღდგენა-შენარჩუნებას.
ტრავმების მკურნალობის შემდგომ სარეაბილიტაციო პროცესის გავლა, სრული გამოჯანმრთელებისთვის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა იგი იწვევს ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ან ნევროლოგიური პროცესების ცვლილებას, რაც განაპირობებს უნარ-ჩვევებისა და ქცევების გაუმჯობესებას.