სხეულზე არსებული წარმონაქმნების მოცილება ახლა უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. პროცედურები ტარდება უახლესი მეთოდით, არის უსაფრთხო და უმტკივნეულო. მაქსიმალურად შემცირებულია ნაწიბურების და ლაქების კანზე დარჩენის რისკი.
ზემოთ ჩამოთვლილი წარმონაქმნები პაციენტებს დიდ დისკომფორტს უქმნინან. ზოგიერთი მათგანი, მათ შორის პაპილომა ვირუსი დროთა განმავლობაში მრავლდება, შესაბამისად არსებობს შიში, რომ პაპილომა (ან სხვა წანაზარდი) სახეზე ან სხვა არასასურველ ადგილას გაგვიჩნედება.
კანზე წარმონაქმნების მოცილება ასოცირდება ნაწიბურებთან და ლაქებთან, თუმცა კლინიკა “კანის” პროფესიონალ ექიმებთან შეგიძლიათ ეს შიში მოიხსნათ, რადგან პროცედურა უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით ტარდება.
მოცილებამდე აუცილებელია წარმონაქმნის კომპიუტერული კვლევა, რათა მოხდეს დიფერენცირება და განისაზღვროს ონკოლოგიური რისკი. დიაგნოსტიკის პროცესში გამოიყენება უახლესი, გერმანული FotoFinder - დერმატოსკოპიის აპარატი. მხოლოდ ამის შემდგომ, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას წარმონაქმნის მოსაშორებლად რომელი მეთოდი იქნება უფრო ეფექტური. შესაბამისად სხეულზე წარმონაქმნების მკურნალობა იქნება თქვენს ინდივიდუალურ სამედიცინო მოთხოვნილებებზე მორგებული.
მოცილების პროცესში გამოიყენება, გერმანული კრიოდესტრუქციისა და ელექტროკოაგულაციის აპარატი.