რესტორანში „სოლტი“ კლინიკა „კანის“ 10 წლის იუბილე აღინიშნა.
სადღესასწაულო ვახშამს დამფუძნებლებთან და კლინიკის თანამშრომლებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები და ერთგული მომხმარებლები ესწრებოდნენ.
სტუმრებს „კანის“ დამფუძნებელი ირაკლი კუტალია მიესალმა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კლინიკის როლზე, მისი განვითარების გზასა და მიღწევებზე.
საღამოს განმავლობაში სტუმრებისთვის არაერთი პრიზი გათამაშდა.
კლინიკა „კანი“ სრულად ინოვაციური სიტყვაა ქართულ რეალობაში – 10 წლის წინ მსგავსი სპეციალიზებული და ტექნოლოგიური კლინიკა საქართველოში არ არსებობდა.
დაარსებიდან მალევე „კანი“ ამიერკავკასიაში პირველი დერმატოლოგიური კლინიკა გახდა. მუდმივი ზრდით, სიახლეების დანერგვით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით მან სანდო, კომფორტული და სწრაფი მომსახურების შეთავაზება შეძლო.
„კანი“ თავს იწონებს ფილიალებით ქუთაისსა და ბათუმში, თბილისში არსებული კლინიკა კი მულტიპროფილური გახდა. დღეს კლინიკა „კანი“ მომხმარებელს 20-ზე მეტ სერვისს სთავაზობს.
პროგრამა: დერმატო-ვენეროლოგია
საბუთების მიღება და გასაუბრება : 01.04.2023 – 10.08.2023-მდე
შედეგების გამოცხადება : 10.08.2023 – 30.05.2023-მდე
პროგრამის ხელმძღვანელი : მედიცინისმეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი კუტალია
კონკურსში მონაწილეობის მსურველმაპირმა უნდა წარმოადგინოსშემდეგი საბუთები:
საკონტაქტო ნომერი: +995 511 143 118
გთხოვთ, საბუთები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kani.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პროგრამის დასახელება - " რეზიდენტურის პროგრამა: დერმატო-ვენეროლოგია „