აკნეს შემდგომი ნაწიბურებისა და პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ, დაბერების ნიშნებთან საბრძოლველად და კანის გასაჯანსაღებლად, სხვა პროცედურებთან ერთად, ინოვაციურ შესაძლებლობად ითვლება მიკრონიდლინგისა და პლაზმოთერაპიის კომბინაცია, რომელიც სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ეს უნიკალური მეთოდი, რომელიც ორ სხვადასხვა პროცედურას აერთიანებს და ორმაგი ბენეფიტის მომტანია, წინა ბლოგში უკვე გაგაცანით, დღეს კი მასზე დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, რადგან შემოდგომა ის სეზონია, როცა თქვენი კანი სწორედ ამ პროცედურას საჭიროებს. Microneedling არის მეთოდი, რა დროსაც უწვრილესი ნემსებით დაფარული სპეციალური მოწყობილობით - DermaPen-ით კანს უამრავი მიზანმიმართული მიკროდაზიანებაადგება. კანის დამცავი მექანიზმი ამ პროცესს განიხილავს, როგორც დაზიანებას და დაუყოვნებლივ სამკურნალო პროცესს იწყებს.
აღნიშნული მოწყობილობა ასტიმულირებს კანში კოლაგენის დამატებით წარმოებას, რაც ხელს უწყობს ფორების შემცირებას, ნაწიბურების გასადავებას და ამცირებს დაბერების ნიშნებს - წვრილ დანაოჭებას.
რაც შეეხება პლაზმოთერაპიას,ამ დროს სახის კანის გასაჯანსაღებლადპაციენტისვე სისხლის პლაზმა გამოიყენება, რომელიც თრომბოციტებითაა გაჯერებული. სწორედ თრომბოციტები აჩქარებს ჭრილობებისა და დაზიანებების მკურნალობას, ვინაიდან სისხლის შედედებას უწყობს ხელს. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა შეიცავს ცილებს, მათ შორის ზრდის ფაქტორებსა და ციტოკინებს. ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად კი ამ ორი დამოუკიდებელი მეთოდის შერწყმა უკეთესი შედეგის მომტანია, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე.
პროცედურასკანის ესთეტიკის მთავარი ექიმი, დერმატო-ვენერელოგი, კოსმეტოლოგი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლექტორი, სოფიკო აზრუმელაშვილიდეტალურად აღწერს:
პროცედურა მიკრონიდლინგის აპარატით ტარდება. მის თავაკში მოთავსებული ნემსები ჩხვლეტს და მექანიკურად აზიანებს კანს. აპარატით მუშაობის პარალელურად კანზე ზემოდან დავიტანთ პლაზმას, რაც კანის რეგენერაციაში მონაწილეობს. პროცედურის დაწყებამდე კანზე დავიტანთ ადგილობრივ საანესთეზიო კრემსაც, შედეგად პაციენტი თითქმის ვერაფერს გრძნობს. სეანსის შემდეგ, კანი ჰიპერემიული-ვარდისფერი, ოდნავ შეშუპებულია და იგრძნობა მცირედი სიმხურვალე. ეს 3-4 დღის განმავლობაში გრძელდება, - ამბობს სოფიკო აზრუმელაშვილი.
რაც შეეხება რეაბილიტაციის პერიოდს, იმის გამო, რომ კანი მიზანმიმართულად ზიანდება, არსებობს ინფიცირების რისკი, ამიტომ მოვლა აუცილებელია. პროცედურის შემდეგ დაუშვებელია ფიზიკური აქტივობა, გარუჯვა, საუნა, აუზი, რათა კანი არ გაოფლიანდეს და არ დაინფიცირდეს. 3-4 დღის გასვლის შემდეგ კი მხოლოდ მსუბუქი აქერცვლა და სიმშრალეშეინიშნება. პაციენტს ენიშნება ანტისეპტიკური საშუალება და დამატენიანებელი კრემი.
იმისათვის, რომ უფრო ზუსტად იცოდეთ, თუ რას უნდა ელოდოთ პროცედურის დროს, ან მის შემდეგ, შევეცადეთ თქვენთვის ისეთი ადამიანის გამოცდიელბა გაგვეზიარებინა, რომელმაც იგი ;კანი ესთეტიკში; სულ ახლახანს ჩაიტარა და როგორც თავადვე აცხადებს, არა უკანასკნელად. თამთა ხარაიშვილი იმ შეგრძნებებზე გვიყვება, რომელიც პროცედურის ჩატარებისას, თუ მომდევნო დღეებში ჰქონდა:
შემოდგომაზე ამქერცლავ პროცედურას ყოველთვის ვიტარებ. წელს გადავწყვიტე მიკრონიდლინგი გამეკეთებინა პლაზმოსთან ერთად, რადგან მას მხოლოდ პილინგის ფუნქცია არ აქვს, კანს ასტიმულირებს. მე პროცედურა გამაყუჩებლის გარეშე გავიკეთე და მტკივნეული მაინც არ იყო. კანი მალევე გახურდა და თითქმის აღარაფერს ვგრძნობდი. გამაყუჩებლით, ალბათ, საერთოდ ვერაფერს ვიგრძნობდი.
რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, პირველ დღეს კანზე ვგრძნობდი დაჭიმულობას და სიმშრალეს, რაც ამ პროცედურის თანმდევია. აქერცვლა არ იყო შემაწუხებელი, პილინგის შემდეგ უფრო ძლიერი აქერცვლა მაქვს ხოლმე. მეორე დღეს კანზე სიწითლე შეიმჩნეოდა, მესამე დღეს კი აღარაფერი, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი. პირველი სამი დღე სპეციალისტის მიერ დანიშნულ კრემს ვისვამდი. სულ ეს იყო. აუცილებლად ვაპირებ 4-5 პროცედურის ჩატარებას, - ამბობს თამთა.
პროცედურის ეფექტი და რისკები
სარგებელზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აკნეს ნაწიბურებზე მიკრონიდლინგს+პლაზმოთერაპიის გავლენა შეისწავლა. 50 ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოხდილი წყლით გაკეთებულმა მიკრონიდლინგმა აკნეს ნაწიბურები 45.84%-ით, ხოლო პლაზმათი მიკრონიდლინგმა 62.20%–ით გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ მკურნალობისას გვერდითი ეფექტი ცდის არც ერთ არც ერთ მონაწილეს არ გამოვლენია.
უკვე 2019 წელს ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მიკრონიდლინგზე პლაზმოთერაპიის დამატება არა მხოლოდ გვეხმარება აკნეს ნაწიბურებთან ბრძოლაში, არამედ ამცირებს კიდეც დროს, რაც მკურნალობისთვისაა საჭირო. პროცედურა წარმატებულია პიგმენტური ლაქების შემთხვევაშიც. საერთო ჯამში კი, იმ ჩვენებების ჩამონათვალი, რომლის დროსაც მიკრონიდლინგს+პლაზმოთერაპიის გამოყენება ეფექტური და ზოგ შემთხვევაში შეუცვლელიც კია, ასე გამოიყურება: აკნეს ნაწიბურები, ქირურგიული ჩარევის შედეგად დარჩენილი ნაწიბურები, ნაოჭები და წვრილი ხაზები, ჰიპერპიგმენტაცია, მზისგან დაზიანებული, გამომშრალი და გაუხეშებული კანი, დიდი ფორები, ცხიმიანობა, კანის არათანაბარი სტრუქტურა, არაჯანსაღი ფერი. ამერიკის დერმატოლოგიური აკადემიის თანახმად, მიკრონიდლინგი უსაფრთხო და ეფექტურია როგორც მუქი, ისე ღია ფერის კანისთვის.
„იგი აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ამცირებს ფორებს, აქვს პილინგის ეფექტი. პროცედურა ჩართულია ნაწიბურებისა და პიგმენტური ლაქების მკურნალობის პროცესში, სხვა პროცედურებთან ერთად კომბინაციაში.“,- ამბობს სოფიკო აზრუმელაშვილი.
ექიმი დერმატოლოგი იმასაც განმარტავს, თუ რა შემთხვევაში იქნება არაეფექტური აღნიშნული პროცედურა. ამბობს, რომ მნიშვნელობა აქვს სეზონსაც და პაციენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებსაც. ეს ყველაფერი კი პროფესიონალმა დერმატოლოგმა უნდა განსაზღვროს, პაციენტის შესახებ სრული ანამნეზის მოკრების შემდეგ.
„პროცედურა იდეალურია სტრუქტურულად სქელი, ფოროვანი, ცხიმიანი კანის შემთხვევაში. რეკომენდირებული არ არის მგრძნობიარე, თხელი და მშრალი კანისთვის, ზედაპირული კაპილარების შემთხვევაში. ცალსახად გამორიცხულია ჩირქოვანი გამონაყარის, პუსტულოზური აკნეს, სებორეული დერმატიტის, ჰერპესის დროს. განიკურნება რა კანი უკვე, შესაძლებელია პროცედურის ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, კანი მეორადად დაინფიცირდეს და უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს“,- აღნიშნავს ექიმი დერმატოლოგი.
როდის დავინახავთ შედეგს?
როგორც თითქმის ყველა სხვა პროცედურისა თუ მკურნალობის კურსის შემთხვევაში, საჭირო სესიების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პრობლემასა და კანის ტიპზე - ღრმა ნაწიბურებისა და ნაოჭების შემთხვევაში შედეგი უფრო გვიან დგება. განმეორებითი სეანსებია საჭირო დაბერების ნიშნებთან საბრძოლველადაც, ვინაიდან კანს კოლაგენის წარმოებისთვის დრო სჭირდება.
შედეგი, პირველი პროცედურიდან, დაახლოებით 10-14 დღეში ჩანს, როდესაც დამუშავებელი კანი ჩამოიფრცქვნება. პაციენტი აუცილებლად შეამჩნევს, რომ იგი უფრო გლუვი და ერთგვაროვანი გახდა. რაც შეეხება სიხშირეს, იდეალურია, 3-4 პროცედურის ჩატარება ერთ თვიანი ინტერვარლით, რათა კანმა აღდგენაც მოასწროს. ინდივიდუალურია ისიც, თუ რა პერიოდის შემდეგაა მიზანშეწონილი კურსის განმეორება, საშაულოდ 6 თვე - 1 წელი.
„პროცედურა საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით ზაფხულის, ზღვისა და გარუჯვის შემდეგ, როცა კანი არაერთგვაროვანი, აჭრელებული და გვინდა მკვდარი უჯრედები ჩამოვფრცქვნათ. სწორედ ამიტომ, შემოდგომაზე ამ პროცედურის ჩატარება ყველაზე კარგი არჩევანია, რადგან ორ საქმეს ერთდროულად ვაკეთებთ - კანს თან მკვდარ უჯრედებს ვაცილებთ და თან ვასტიმულირებთ, ხელს ვუწყობთ ახალი უჯრედების წარმოქმანს“, - დასძენს სოფიკო აზრუმელაშვილი.
სწორად შერჩეული კლინიკა და სპეციალისტი - მთავარი ნაბიჯი წარმატებული შედეგისკენ
რამდენადაც სასიკეთო შეიძლება იყოს აღნიშნული პროცედურა ჩვენი სახის კანისა და სილამაზისთვის, იმდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, თუკი თვალს დავხუჭავთ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, როგორიცაა სრულად აღჭურვილი, მაღალი სტანდარტების მქონე და მრავალგზის შემოწმებული კლინიკა და პროფესიონალი სპეციალისტი. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, ისეთ საპასუხისმგებლო პროცედურებს, როგორც მიკრონიდლინგი, პლაზმოთერაპია, თუ მრავალი სხვაა, ორიოდე თვიანი გადამზადების გავლის შედეგად კოსმეტოლოგის სტატუსს დაუფლებული ადამიანები ხშირად გვთავაზობენ. საბოლოოდ კი, პაციენტები უკეთეს შემთხვევაში ნულოვან შედეგს, უარეს შემთხვევაში კი გაუარესებულ მდგომარეობასა და უსიამოვნო სიურპრიზებს იღებენ.
„გადამწყვეტ როლს თამაშობს სანდო და მაღალპროფესიონალური კლინიკა, სადაც პაციენტს ზუსტ დიაგნოზს დაუსვამენ. დიაგნოზისა და კანის მდგომარეობის გათვალისწინებით, სწორად შეირჩვა მკურნალობის გეგმა, სეანსების თანმიმდევრობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც პაციენტს ეს პროცედურა უტარდება, ერთჯერადი და სტერილური იარაღები, რომელსაც ექიმი გამოიყენებს. „კანი ესთეტიკში“ ამას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ჰიგიენური ნორმების დაცვასთან ერთად, მაქსიმალურად ვცდილობთ პაციენტს კომფორტული, მეგობრული ატმოსფერო დავახვედროთ, რათა მან თავი კარგად და მშვიდად იგრძნოს“, - აღნიშნავს ექიმი დერმატოლოგი სოფიკო აზრუმელაშვილი.
ექიმთან ჩასაწერად შეგიძლიათ ეწვიოთ „კანის ესთეტიკის“ გვერდს (https://www.facebook.com/kaniclinicesthetic), ან დაგვიკავშირდეთ: 032 243 40 00