ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი, იგივე ტრიქომონოზი - ფართოდ გავრცელებული  სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა (სგგდ). გამომწვევი მიზეზია უმარტივესი მიკროორგანიზმი Trichomonas vaginalis. სიმპტომების ცვლილებების გამო, უმრავლეს შემთხვევაში პაციენტი ვერ ახდეს დაავადების იდენტიფიცირებას. 


ინფექცია დამახასიათებელია ქალებში, თუმცა ხშირია მისი მამაკაცებში გავრცელებაც. დაავადება უპირატესად გადადის სქესობრივი გზით, დაუცველი სქესობრივი კავშირის მეშვეობით. ამ დროს მიკროორგანიზმი ვრცელდება გენიტალიის გზით და აზიანებს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებს (ხელი, პირი, ანუსი). არსებობს ინფექციის გადაცემის კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზაც, თუმცა ამ ფორმით დასნებოვნების რისკი უმნიშვნელოა, რადგან პარაზიტები ორგანიზმის გარეთ (ტანსაცმელზე, პირსახოცზე, ლოგინის თეთრეულზე) ცხოვრებას აგრძელებენ დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში.

 

ტრიქომონოზის სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაშიც ხდება პარტნიორის დაინფიცირება.

უმეტესად, მამაკაცებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, შეიძლება გამოვლინდეს ნიშნები:

 

მამაკაცებში:

  • გამონადენი შარდსადენი მილიდან;
  • ტკივილი შარდვის დროს;
  • წინამდებარე ჯირკვლის დაზიანებისას –პროსტატიტის სიმპტომები.

ქალებში:

  • გარეთა სასქესო ორგანოების წვა და ქავილი;
  • ვაგინალური გამონადენი (ყვითელი ფერი, ზოგჯერ უსიამოვნო სუნით);
  • ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს;
  • ტკივილი შარდვისას;
  • ჩირქოვანი გამონადენი.

იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია სისხლის გამოყოფა შარდსადენი მილიდან. გარკვეული დროის შემდეგ აღნიშნული სიმპტომები ცხრება, გამონადენი იღებს ლორწოვან ხასიათს და შეინიშნება პროცესის ქრონიკული მიმდინარეობა.

 

ტრიქომონიაზის გართულებებია:

  • აივ ინფექციის მიმღებლობის მაღალი რისკი;
  • ორსულობის შემთხვევაში, ნაადრევი მშობიარობა;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკი;
  • პროსტატის კიბოს რისკი.

დიაგნოსტიკა

ტრიქომონოზის შემთხვევაში ანალიზები ტარდება სპეციალური წკირით, ფუნჯით ან/და ზონდით, რომლის საშუალებითაც შარდსადენი მილიდან (ურეთრა) ხდება ნაცხის აღება. პროცედურისას იზრდება ურეთრის დაზიანების რისკი, რიგი დისკომფორტის გარდა ანალიზის აღების შემდგომ პერიოდში პაციენტებს აღენიშნებათ წვისა და ქავილის შეგრძნება, რომელიც განსაკუთრებით მწვავდება შარდვის დროს. 

 

კლინიკა „კანში“ტრიქომონოზის დიაგნოსტირება და გამოკვლევა ხდება შარდით PCR -პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით, რაც ანალიზების ჩაბარების პროცესს სრულიად უმტკივნეულოს და კომფორტულს ხდის. დნმ მარკერებზე გამოკვლევის მეთოდი საშუალებას იძლევა100%-იანი სიზუსტით მოხდეს გამოვლენა, რაც თავის მხრივ აიოლებს დროულ და ეფექტურ მკურნალობას.

 

ნებისმიერი სიმპტომის (გამონადენი, წვის შეგრძნება, ქავილი და ა.შ.) აღმოჩენისთანავე მიმართეთ გამოცდილ, პროფესიონალ დერმატო-ვენეროლოგს.

საერთაშორისო, მულტიპროფილურ კლინიკა „კანში“ვენერული დაავადებების მკურნალობა ხდება უახლესი სტანდარტებით, სრულიად უმტკივნეულოდ და სწრაფად!

 

კონსულტაცია უფასოა.

 

კონფიდენციალურობა დაცულია და მკაცრად კონტროლდება!