პედიატრია

პედიატრია

მშობლისთვის შვილების ჯანმრთელობა უპირველესი და უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, აუცილებელია მისთვის საუკეთესო პედიატრი შეარჩიოთ. 

 

რა არის პედიატრია?

პედიატრია მედიცინის დარგია, რომელიც ბავშვის ორგანიზმის ანატომიას, ფიზიოლოგიასა და განვითარებას შეისწავლის. პედიატრი კი ბავშვთა ექიმია, რომელიც ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და შემდგომი პრევენციაზე ზრუნავს. 

 

რას მოიცავს პედიატრის მომსახურება? 

დიაგნოსტირება და მკურნალობა - პედიატრის მომსახურება, პირველ რიგში,  სხვადასხვა ინფექციებისა და დაზიანებების დიაგნოსტირებას გულისხმობს. პრობლემის გამოვლენის შემდგომ, დგება მკურნალობის გეგმა. ბავშვის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, შეიძლება მედიკამენტოზური მკურნალობა დაინიშნოს.

 

ვიწრო სპეციალისტთან კოორდინირება - იმისთვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად იყოს შესწავლილი, პედიატრი მას ისეთ სპეციალისტებთან ამისამართებს, როგორებიცაა, მაგალითად, ბავშვთა ოფთალმოლოგი ან დერმატოლოგი. ასევე აქტიური მიმართულებაა ბავშვთა ორთოპედია. 

პედიატრი ვიწრო სპეციალისტთან აქტიურ კომუნიკაციაშია და პროცესის სრულ მეთვალყურეობას უზრუნველყოფს. 

 

ვაქცინაცია და პროფილაქტიკა - პედიატრია ვაქცინაციას ინფექციური დაავადებებისგან თავის დასაცავად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ბავშვს გეგმური აცრა შესაბამის ასაკში ჩაუტარდეს. პედიატრი ვალდებულია მშობელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ვაქცინაციის პროცესისა და მოსალოდნელი შედეგის შესახებ.

 

ბავშვის განვითარების მონიტორინგი - პედიატრია, უკვე არსებული დაავადებების მკურნალობასთან ერთად, ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ და კოგნიტიურ განვითარებაზე დაკვირვებას მოიცავს. განვითარებაში გარკვეული შეფერხებების არსებობის შემთხვევაში კი პედიატრი შესაბამის სამედიცინო ჩარევებს გეგმავს.

 

კონსულტაცია მშობლებთან - პედიატრი გასცემს რეკომენდაციებს ბავშვის კვებასთან, ჰიგიენასა და, ზოგადად, ცხოვრების წესთან დაკავშირებით. ამით ის ხელს უწყობს ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

ქრონიკული დაავადების მართვა - პედიატრია ისეთი დაავადებების მონიტორინგსაც მოიცავს, როგორებიცაა მაგ.: ასთმა, დიაბეტი, ალერგიები და სხვა. 

 

პედიატრი კლინიკა “კანში” 

მულტიპროფილურ კლინიკა “კანში” პედიატრის მომსახურებით სარგებლობა ყველა ასაკის ბავშვს შეუძლია. ჩვენი გამოცდილი პედიატრი თამარ კაპანაძე მრავალი წელია ჯანდაცვის სფეროში მოღვაწეობს. პროფესიონალ ექიმებთან ერთად, ,,კანში" ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა დაგხვდებათ. კლინიკა მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ წინსვლას და საქართველოში ინოვაციური  მოწყობილობებით მკურნალობის პრაქტიკა დანერგოს. 
 

სხვა სერვისები