სქესობრივად გადამდები დაავადებების მკურნალობა

სქესობრივად გადამდები დაავადებების მკურნალობა
სქესობრივად გადამდები დაავადებების მკურნალობა

სქესობრივად გადამდები დაავადებები, ძირითადად, ვაგინალური, ორალური ან ანალური სქესობრივი კონტაქტით ვრცელდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ასეთი ინფექციები არასქესობრივი გზითაც გადადის, მაგ.: მშობიარობის დროს დედიდან ჩვილზე, სისხლის გადასხმისას ან საერთო ნემსის გამოყენების შედეგად. 

 

სქესობრივად გადამდები დაავადებები ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ, მათი დროული დიაგნოსტიკა ეფექტური მკურნალობისთვის გადამწყვეტია. 

 

ვინ არის ვენეროლოგი?

ვენეროლოგია მედიცინის დარგია, რომელიც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შეისწავლის. ვენეროლოგი კი ექიმია, რომელიც მსგავსი პრობლემების დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და შემდგომ პრევენციას უზრუნველყოფს.

 

თუ თვლით, რომ თქვენი სიმპტომები სქესობრივად გადამდებ დაავადებებთან არის დაკავშირებული, კონსულტაცია მულტიპროფილური კლინიკა “კანის” ვენეროლოგებთან შეგიძლიათ გაიაროთ. 

 

გავრცელებული სქესობრივად გადამდები დაავადებები:

სიფილისი - დაავადებას ბაქტერია “სპიროქეტე-ტრეპონემა პალიდუმ” იწვევს. პრობლემის დაგვიანებით აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობის პროცესი რთულდება, რაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. სიფილისის გართულებულმა ფორმამ შესაძლებელია სიკვდილიც გამოიწვიოს.

 

გონორეა (ტრიპერი) -  გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც ბაქტერია Neisseria gonorrhoeae იწვევს. დაავადება, ძირითადად, სასქესო და რეპროდუქციულ ორგანოებს აზიანებს, თუმცა შესაძლოა გავლენა ყელზე, სწორ ნაწლავსა და თვალებზეც იქონიოს. სიმპტომები მტკივნეულ შარდვასა და გენიტალურ გამონადენსაც მოიცავს.

 

დაავადების სიმპტომები ქალებში, ძირითადად, ვაგინალური ქავილი, შარდვისას წვა, საშოდან პათოლოგიურ გამონადენი და ნაწლავის მტკივნეული მოქმედებაა. კაცებში კი დაავადება პენისიდან რძისებრი გამონადენით, სათესლე ჯირკვლების შეშუპებითა და შარდვის დროს წვით ხასიათდება.

 

ქლამიდიოზი - ინფექცია, რომელსაც ბაქტერია ქლამიდია იწვევს. დაავადება შესაძლოა როგორც კაცებში, ისე ქალებში გამოვლინდეს. ძირითადი სიმპტომებია: წვა შარდვის დროს, ტკივილი სქესობრივი აქტისას, ლორწოვანი გამონადენი სასქესო ორგანოდან, ერექციის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის მატება და ძლიერი საერთო სისუსტე. 

 

ტრიქომონიაზი - დაავადებას მიკროორგანიზმი Trichomonas vaginalis იწვევს. ინფექცია, ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რის გამოც, პაციენტს მისი იდენტიფიცირება უჭირს. დაავადება უმეტესად ქალებში ვითარდება, თუმცა მისი გავრცელება კაცებშიც შესაძლებელია. ისინი, უმეტესად, ინფექციის ფარული მატარებლები არიან და გადადების რისკს წარმოადგენენ. 

 

გენიტალური ჰერპესი - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელიც როგორც ქალებში, ისე კაცებში ჩნდება. ინფექციას ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს ლორწოვან გარსებსა და კანზე. 

განასხვავებენ ჰერპეს ვირუსის I და II ტიპებს. მარტივი ჰერპეს ვირუსის I ტიპი, ძირითადად, ლორწოვან გარსსა და კანს აზიანებს, II კი - სასქესო ორგანოებს. 

 

სქესობრივად გადამდები დაავადებები სხვადასხვა სახის სოკოვან ინფექციებსაც მოიცავს. გართულებები მრავალგვარია, მათ შორის შესაძლებელია გამოვლინდეს სქესობრივი ფუნქციის მოშლის სახით. ნებისმიერი სიმპტომის ან ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმ დერმატო-ვენეროლოგს. 

 

სქესობრივად გადამდები დაავადებების მკურნალობა კლინიკა “კანში”

 

კლინიკა “კანი” სქესობრივად გადამდები დაავადებების გამოსავლენად შარდის ანალიზს იყენებს, რაც უახლეს სადიაგნოსტიკო მეთოდს წარმოადგენს და სრულად გამორიცხავს ტკივილსა და დისკომფორტს. 

ჩვენთან პირველადი კონსულტაცია სრულიად უფასოა, ხოლო რაც შეეხება კონფიდენციალურობას, ის დაცულია და მკაცრად კონტროლდება. 

სხვა სერვისები