ჩვენი სიახლეები

კლინიკა „კანი“ 10 წლისაა!
18 დეკ., 2023

კლინიკა „კანი“ 10 წლისაა!

რესტორანში „სოლტი“ კლინიკა „კანის“ 10 წლის იუბილე აღინიშნა.

სადღესასწაულო ვახშამს დამფუძნებლებთან და კლინიკის თანამშრომლებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები და ერთგული მომხმარებლები ესწრებოდნენ.

სტუმრებს „კანის“ დამფუძნებელი ირაკლი კუტალია მიესალმა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კლინიკის როლზე, მისი განვითარების გზასა და მიღწევებზე.


საღამოს განმავლობაში სტუმრებისთვის არაერთი პრიზი გათამაშდა.


კლინიკა „კანი“ სრულად ინოვაციური სიტყვაა ქართულ რეალობაში – 10 წლის წინ მსგავსი სპეციალიზებული და ტექნოლოგიური კლინიკა საქართველოში არ არსებობდა.


დაარსებიდან მალევე „კანი“ ამიერკავკასიაში პირველი დერმატოლოგიური კლინიკა გახდა. მუდმივი ზრდით, სიახლეების დანერგვით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით მან სანდო, კომფორტული და სწრაფი მომსახურების შეთავაზება შეძლო.


„კანი“ თავს იწონებს ფილიალებით ქუთაისსა და ბათუმში, თბილისში არსებული კლინიკა კი მულტიპროფილური გახდა. დღეს კლინიკა „კანი“ მომხმარებელს 20-ზე მეტ სერვისს სთავაზობს.

სრულად ნახვა
მულტიპროფილური კლინიკა კანი აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში

მულტიპროფილური კლინიკა კანი აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში

მულტიპროფილური კლინიკა კანი აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში
 

პროგრამა: დერმატო-ვენეროლოგია

საბუთების მიღება და გასაუბრება : 01.04.2023 – 10.08.2023-მდე
შედეგების გამოცხადება : 10.08.2023 – 30.05.2023-მდე



პროგრამის ხელმძღვანელი : მედიცინისმეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი კუტალია

კონკურსში მონაწილეობის მსურველმაპირმა უნდა წარმოადგინოსშემდეგი საბუთები:

  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდისჩაბარების შედეგად მინიჭებულისპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისიცნობა;
  • უმაღლესი სამედიცინოგანათლების დამადასტურებელი საბუთი ( დიპლომის ნოტარიულად დამოწმებულიასლი ) ;
  • რეზიუმე ( CV ) ;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობისასლი ;
  • ფერადი ფოტოსურათიზომით 3/4 ;
  • სერთიფიცირებული ექიმის შემთხვევაში დამატებით : სახელმწიფოსერთიფიკატი შესაბამის სპეციალობაში ( ნოტარიულად დამოწმებული ასლი ) ;
     


საკონტაქტო ნომერი: +995 511 143 118

გთხოვთ, საბუთები  გამოაგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 
hr@kani.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პროგრამის დასახელება - " რეზიდენტურის პროგრამა: დერმატო-ვენეროლოგია „