ნევროლოგია

ნევროლოგია

რა არის ნევროლოგია?

ნევროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემას, მათ ფუნქციებს, ნორმებს, პათოლოგიებსა და დაავადებებს. ნევროლოგია იკვლევს თუ რა გავლენა აქვს რიგ დაავადებებს სხვადასხვა ორგანოებზე, ამ დაავადების განვითარების მექანიზმს, მიზეზებსა და სიმპტომებს.

 

ნერვული სისტემის დაავადებები მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა კატეგორიას მიეკუთვნება და შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მუცლადყოფნის პერიოდშიც კი.

 

არაერთი მიზეზი არსებობს, რომლებიც ხელს უწყობენ ნერვული სისტემის დაავადების განვითარებას. ყველაზე ხშირია თანამედროვე ცხოვრების ტემპი,  მუდმივი სტრესი და დეპრესია, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, ტრავმები და ა.შ. ასაკის მატებასთან ერთად ნერვული სისტემის დაავადების განვითარების რისკი მატულობს.

 

ვინ არის ნევროლოგი?

ნევროლოგი არის სპეციალისტი, რომელიც ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოზს სვამს და შემდეგ მკურნალობის გეგმას ადგენს. მაგალითად: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა და უფრო სერიოზული პათოლოგიები, როგორიცაა კრუნჩხვები ან ქრონიკული ტკივილი. 

 

ნერვული სისტემა ჩვენს სხეულში ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი, მაგალითად, როგორ ვმოძრაობთ, ვფიქრობთ და ვგრძნობთ. თუ პაციენტს აქვს გულთან დაკავშირებული პრობლემა ან დიაბეტი, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ნერვულ სისტემაზე. ნევროლოგი იკვლევს ამ პოტენციურ უარყოფით გავლენას და საჭიროების შემთხვევაში პრობლემას მკურნალობს. 

 

კლინიკა ,,კანის" ნევროლოგიის განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომლებიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

 

ნევროლოგი კლინიკა ,,კანში”

კლინიკა ,,კანის" ნევროლოგიური განყოფილება მოწინავე სამედიცინო მეთოდებს იყენებს. ჩვენი გუნდი მაღალკვალიფიციური ნევროლოგებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მზად არიან დეტალურად გამოიკვლიონ პაციენტის მდგომარეობა და შესაბამისად უმკურნალონ მას.

 

სერვისები:

  • კონსულტაცია: ჩვენი ნევროლოგები საფუძვლიანად იკვლევენ თითოეული პაციენტის ისტორიასა და სიმპტომებს, რათა ზუსტი დიაგნოზი დასვან.
  • დიაგნოსტიკური სერვისები: ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიას კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებისთვის, რაც უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ყოვლისმომცველ შეფასებას.
  • პერსონალიზებული მკურნალობის გეგმები: თითოეული პაციენტი უნიკალურია, ამიტომ ინდივიდუალური მკურნალობის სტრატეგიებს ვადგენთ, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტოზურ მკურნალობას, თერაპიას ან ცხოვრების სტილის შეცვლას.
  • მუდმივი ზრუნვა და მხარდაჭერა: ჩვენ უზრუნველვყოფთ მუდმივ ზრუნვასა და მხარდაჭერას ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. ვეხმარებით მათ სიმპტომების მართვასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
  • ნევროლოგიურმა პრობლემებმა შეიძლება ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი. ჩვენი სერვისები ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვისა და მოზრდილებისთვის. 

 

მულტიდისციპლინარული მიდგომა

ნევროლოგია საჭიროებს მულტიდისციპლინარულ მიდგომას და კლინიკა „კანში“ ამ მეთოდით ვხელმძღვანელობთ. ნევროლოგი თანამშრომლობს სხვა სამედიცინო სფეროს ექსპერტებთან და ეს ერთობლივი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ პაციენტის მდგომარეობა დროულად გაუმჯობესდეს.

 

ნევროლოგიური ჯანმრთელობის მნიშვნელობა

ნერვული სისტემის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია ადამიანის საერთო კეთილდღეობისთვის. ნევროლოგიურმა აშლილობებმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ინდივიდის უნარზე, შეასრულოს ყოველდღიური საქმიანობა, ისიამოვნოს ცხოვრებით და ჩაერთოს სოციალურ აქტივობებში.

 

პრევენციული ღონისძიებები და ადრეული ჩარევა

ნევროლოგია ხაზს უსვამს რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები და ადრეული ჩარევა. რეგულარული დიაგნოსტიკა და ადრეულ სიმპტომებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლებელია გართულებები თავიდან იქნას აცილებული.

სხვა სერვისები