ექოსკოპია

ექოსკოპია

ექოსკოპია, ანუ ულტრაბგერითი კვლევა, სამედიცინო პროცედურაა, რომელიც შინაგანი ორგანოების საერთო სურათის შესაქმნელად მაღალი სიხშირის ტალღებს იყენებს. ულტრასონოგრაფია დაავადებების დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პირველი რიგის, არაინვაზიური მეთოდია. 

 

ექოსკოპიას შეუძლია მოგვაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: 

  • ორგანოს ფორმა, ზომა, სტრუქტურა და ლოკალიზაცია; 
  • პათოლოგიური კერის არსებობა; 
  • ორგანოთა სისხლმომარაგება. 

 

მრავალპროფილურ კლინიკა “კანში” ულტრაბგერითი კვლევა პროფესიონალი ექიმების მიერ ახალი თაობის, 2022 წლის  SonoScape P20  და SonoScape P15  ექოსკოპიის აპარატებით ტარდება.

 

აპარატი გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:

  • უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებას; 
  • არ იწვევს ტრავმებს; 
  • აქვს მაღალი დიაგნოსტიკური ეფექტი და გარჩევადობა; 
  • ავლენს პათოლოგიებს 80%-ზე მაღალი სიზუსტით; 
  • არ აქვს რადიაციული ზემოქმედება; 
  • ეფექტურია ბავშვებისა და ორსულებისთვისაც; 
  • იძლევა რამდენიმე ორგანოს ერთდროულად გამოკვლევის შესაძლებლობას. 

 

ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ შემდეგი ორგანოების ექოსკოპია ჩაიტაროთ:

  • მუცლის ღრუ;
  • შარდ-სასქესო სისტემა;
  • პროსტატის ჯირკვალი;
  • ვაგინალური და ტრანსაბდომინური გინეკოლოგიური კვლევები;
  • სამეანო ულტრასონოგრაფია; 
  • ფარისებრი ჯირკვალი; 
  • რბილი ქსოვილები;
  • სანერწყვე ჯირკვლები; 
  • ლიმფური სისტემა;
  • სათესლე ჯირკვლები;
  • სახსრები;
  • სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება; 
  • გული.

 

ვაგინალური ექოსკოპია

ვაგინალური ექოსკოპია მცირე მენჯის ღრუს ორგანოების გამოკვლევის საშუალებას იძლევა - საშვილოსნო, ცერვიკალური არხი, ფალოპის მილები და საკვერცხეები. ულტრასონოგრაფია პრობლემურ წარმონაქმნებსა და მათ სტრუქტურასაც იკვლევს.

კვლევა ძირითადად, რეპროდუქციული სისტემის მდგომარეობის შესაფასებლად გამოიყენება. 

 

ვაგინალური ექოსკოპიით, შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი პათოლოგიები: კისტები, სიმსივნეები, მიომები, კვანძები, პოლიპები, საშვილოსნოსგარე ორსულობასა და ა.შ. 

 

ექოსკოპია ორსულობისას

ორსულობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ეფექტური დიაგნოსტიკური და კვლევითი მეთოდი ულტრასონოგრაფიაა, რომელიც ნაყოფის ჯანმრთელობისა და განვითარების შესაფასებლად გამოიყენება. 

 

ექოსკოპია ორსულობისას ნაყოფის რაოდენობას, განვითარების ანომალიებს და სქესს ავლენს. გარდა ამისა, მაღალი რისკის მქონე ორსულებისთვის პერიოდული მონიტორინგი აუცილებელია, რა დროსაც ექოსკოპია ძალიან კარგი მეთოდია.

 

ექოკარდიოგრაფია

ექოკარდიოგრაფია გულის ულტრაბგერითი კვლევაა, რომელსაც გულთან დაკავშირებული დაავადებების დიაგნოსტიკის პროცესში დიდი წვლილი შეაქვს.

გულის ექოსკოპია არაინვაზიური მეთოდია და არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. კვლევამ შესაძლოა გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკი, მაღალი არტერიული წნევა, აორტის ანევრიზმა, გულის იშემიური დაავადება და სხვა ისეთი დაავადებები გამოავლინოს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

 

ულტრასონოგრაფია 

ულტრასონოგრაფია ანუ მუცლის ღრუს ექოსკოპია შემდეგი ორგანოების კვლევას მოიცავს: 

  • ნაღვლის ბუშტი;
  • ღვიძლი; 
  • პანკრეასი; 
  • თირკმელები; 
  • შარდის ბუშტი; 
  • ელენთა. 

წინამდებარე  ჯირკვლის (პროსტატის) ექოსკოპია

პროსტატის ულტრაბგერითი გამოკვლევა ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტირებას ხელს უწყობს, როგორიცაა შარდვის გაძნელება, პროსტატიტი და პროსტატის სიმსივნე.  ექოსკოპიისას არ გამოიყენება მავნე გამოსხივება და პროცესი პაციენტისთვის სრულიად უმტკივნეულოა.

 

კლინიკა “კანის” სერვისი 

კლინიკა “კანში” ჩვენი პროფესიონალი რადიოლოგები ულტრაბგერით კვლევას უახლესი აპარატურის გამოყენებით ატარებენ, არსებულ პრობლემას მაქსიმალური სიზუსტით ავლენენ და სპეციალისტს მკურნალობის სწორად წარმართვაში ეხმარებიან. 

 

შეგახსენებთ, რომ კლინიკის ამ მომსახურებით თბილისში ისარგებლებთ. სპეციალისტთან ჩაწერა შესაძლებელია, როგორც ჩვენს ვებსაიტზე, ასევე დარეკვით: +995 (032) 2 43 40 00. 

სხვა სერვისები