ანგიოლოგია

ანგიოლოგია

ანგიოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც სისხლძარღვებისა და ლიმფური სისტემის დაავადებებს სწავლობს და მკურნალობს. ანგიოლოგია მოიცავს არტერიებს, ვენებს და ლიმფურ სისხლძარღვებს, ასევე სისხლის ნაკადთან დაკავშირებულ დარღვევებს. 

 

სისხლძარღვების დაავადებებმა გართულების შემთხვევაში შესაძლებელია შრომისუნარიანი ადამიანების ინვალიდობა და შემდგომ სიკვდილი გამოიწვიოს.

 

სისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომებია:

  • სიცივის და სიმხურვალის შეგრძნება
  • ჰიპერკოაგულაცია (სისხლის მომატებული სიბლანტე, შედედება)
  • ფეხების სიმძიმე და ქრონიკული დაღლილობის განცდა
  • დაბუჟება და შესივება
  • ტკივილი ქვედა კიდურებში
  • ადვილად დაღლა
  • შაქრიანი დიაბეტი, დიაბეტური ტერფი
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი, თამბაქოს მოხმარება
  • ალკოჰოლზე დამოკიდებულებით გამოწვეული ცვლილებები


პათოლოგიებიდან ყველაზე გავრცელებული ვენური უკმარისობაა, რომელიც ცნობილია „ვარიკოზის“ სახელით. 

დიდი საფრთხის მატარებელია სისხლძარღვოვანი დაავადება ანევრიზმა, რომელიც მოულოდნელად იჩენს თავს და ხშირ შემთხვევაში მასზე რეაგირება დაგვიანებულია. ანევრიზმა ძალიან ნელა პროგრესირებს, მას „ჩუმ ბომბსაც“ უწოდებენ. სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია მოხდეს გამოკვლევა, რათა არასასურველი შედეგი თავიდან იქნეს არიდებული.


მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიაზე. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. თუ რომელიმე სიმპტომი გამოგივლინდებათ, ან ხართ გენეტიკური ანამნეზით, რომელიც მაღალი რისკის ქვეშ გაყენებთ.

 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა თრომბი. თრომბი არის სისხლის შედედებული მასა და ის სისხლძარღვის შიგნითა სანათურში ყალიბდება. თრომბის გამო ფერხდება სისხლის მიმოქცევა, იწყება სისხლის შეგუბება, რისი შედეგიცაა სისხლძარღვის კედლის გამავლობის ცვლილება და საბოლოო ჯამში ვითარდება თრომბოზი. 

 

თრომბის გამომწვევი ფაქტორი არაერთია: სისხლის შედედება; ჰიპერკუაგულაცია; ქალებს ორსულობის შემდეგ ხშირად აქვთ თრომბოზები. რისკჯგუფში შედიან ჭარბწონიანი ადამიანები, 50 წლის ზემოთ ადამიანები, დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტები და უფრო მეტად ქალბატონებს აქვთ თრომბის რისკი.

 

რაც შეეხება სიმპტომებს, სიმპტომი ხშირად გამოხატულია იმ უბანში, სადაც ხდება თრომბოზი. თუ ეს უბანი ხელზე ან ფეხზეა, თრომბი ხშირად ვლინდება შეშუპებით, სიმძიმის შეგრძნებით.  ფეხის ან ხელის კანი ზოგჯერ ფერს იცვლის, ხდება მოლურჯო, ან წითელი და ზოგჯერ დამახასიათებელია კანის ქავილი.

 

ღრმა ვენის თრომბოზის დროს ფეხის ან ხელის ის უბანი, რომელშიც თრომბია, კანის სხვა უბნებთან შედარებით თბილია. როცა პაციენტს სუნთქვა უჭირს, ეს ზოგჯერ იმას ნიშნავს, რომ თრომბმა ხელიდან ან ფეხიდან ფილტვებისაკენ გადაინაცვლა.

 

ვინ არის ანგიოლოგი

ანგიოლოგი, იგივე ვენების ექიმი, სპეციალისტია, რომელიც სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს იკვლევს და მკურნალობს.

ანგიოლოგი დეტალურად იკვლევს პაციენტის მდგომარეობას და ნიშნავს მკურნალობას. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტებს ისეთი მდგომარეობების მართვისთვის, როგორიცაა მაღალი წნევა ან ქოლესტერინი, რომლებიც სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორებია. უფრო მძიმე შემთხვევებში, მათ შეუძლიათ ჩაატარონ პროცედურები დაბლოკილი არტერიების ან ვენების გასახსნელად, როგორიცაა ანგიოპლასტიკა ან სისხლძარღვთა ქირურგია.

პრევენციული ზრუნვა: ანგიოლოგები ასევე ასრულებენ როლს პრევენციულ ზრუნვაში, რომლებიც ურჩევენ ცხოვრების წესის შეცვლას სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ეს შეიძლება მოიცავდეს დიეტურ რჩევებს, ვარჯიშის რეკომენდაციებს და მითითებებს მოწევის შეწყვეტის შესახებ.

 

ანგიოლოგიური სერვისი კლინიკა ,,კანში” 

მრავალპროფილურ კლინიკაში კანში გამოცდილი ექიმების გუნდი დაგხვდებათ. ჩვენი პროფესიონალები მზად არიან დეტალურად გამოიკვლიონ თქვენი მდგომარეობა, მოგცენ რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის გეგმა შეადგინონ.

კლინიკაში გვაქვს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც გვეხმარება, რომ დაავადებები დროულად გამოვავლინოთ და მკურნალობის პროცესი ეფექტურად წარვმართოთ.

ჩვენი სერვისებია:

  • ანგიოლოგის კონსულტაცია
  • დოპლეროგრაფიული კვლევა
  • ლაბორატორიული კვლევა

 

შეგახსენებთ, რომ ექიმთან ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.

ექიმთან ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.

სხვა სერვისები